1. სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულში (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა) მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:
ა) ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
ბ) დასვენების დღეები – შაბათი და კვირა, საქართველოს შრომის კოდექსით და, ასევე, სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები;
გ) სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე, გარდაამ მუხლის 11 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) დღის განმავლობაში შესვენების დრო: 13.00 საათიდან – 14.00 საათამდე.
11. იმ თანამშრომელს, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 09.30 საათიდან − 18:00 საათამდე ან 09:00 საათიდან 17.30 საათამდე (გარდა საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისა, რომლებიც მუშაობენ დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში).
12. საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს დანართი №2-ის 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში და რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრება 10:00 საათიდან − 18:00 საათამდე ან 09:30 საათიდან 17:30 საათამდე.
13. სამსახურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი უფლებამოსილია დაადგინოს შესვენების საათების განსხვავებული გრაფიკი.
2. შესასრულებელი სამუშაოსა და დასახული ამოცანების სპეციფიკიდან გამომდინარე, ან სხვა საპატიო მიზეზით სამსახურის, სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს მის თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.
3. სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულებში მომუშავე თანამშრომელთათვის სამუშაო დღის ხანგრძლივობა და დღის განმავლობაში შესვენების დრო, რომელიც რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებული წესით, განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამსახურის/დეპარტამენტის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განისაზღვრება სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი.
5. დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირად საკითხებზე გასვლა უშუალო უფროსთან შეუთანხმებლად.
6. თანამშრომელი ვალდებულია, დააფიქსიროს მისი სამსახურში მოსვლისა და წასვლის დრო სამსახურის შესასვლელში განთავსებული სპეციალური ტექნიკური საშუალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით, ბარათის გამოყენებით.
7. სტრუქტურული ერთეულის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი უფლებამოსილია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი კონკრეტული დავალების შესრულების მიზნით განსაზღვრული ვადით გაათავისუფლოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისგან, თუ აღნიშნული დავალების შესრულება არ არის დამოკიდებული სამსახურში ყოფნასთან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №51964 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 4 აპრილის ბრძანება №8969 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება №3699 - ვებგვერდი, 28.02.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020