1. თანამშრომელთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტის გაცნობა, გარდა იმ აქტისა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ოფიციალურ ორგანოში, ხორციელდება:
ა) დანიშნულების მიხედვით სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი აქტის გაგზავნით და მათი გაცნობის თაობაზე პირადი ხელმოწერის დაფიქსირებით;
ბ) შესაბამისი აქტის სპეციალურ დაფაზე 1 კვირის ვადით განთავსებით;
გ) თანამშრომლის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე/ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში (eDocument) გაგზავნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია/აქტი თანამშრომლისათვის გაცნობილად ითვლება გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ.
2. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტების თანამშრომელთათვის გაცნობას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ან/და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025