1. სამსახურის თანამშრომელი იღებს ხელფასს (თანამდებობრივი სარგო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურში თანამშრომელთა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ოდენობა დგინდება სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. სამსახურში ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ (ყოველი თვის მესამე დეკადაში), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.
4. თანამშრომლისათვის პრემია გაიცემა სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. პრემია (მათ შორის, სადღესასწაულო) არ გაიცემა თანამშრომელზე:
ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში;
ბ) თუ მისი სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნიდან, პრემიის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე გასულია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს განსხვავებული გადაწყვეტილება.
7. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით სამსახურში შეიძლება შემოღებულ იქნეს ტაბელი, რომელიც სტრუქტურული ერთეულებიდან წარედგინება სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს თანამშრომლებისათვის ხელფასის დასარიცხად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 23.10.2018