1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) თანამშრომლის მიერ მისთვის  შინაგანაწესით ან/და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა ან/და უხეში დარღვევა;

გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

დ)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების დარღვევა, საჯარო წესრიგის, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი/ქმედება, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი, თუ მის გარეთ;

ე) სამსახურის კუთვნილი ქონების, მათ შორის, თანამშრომლის სარგებლობაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის განკარგვა ან მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენება ან სხვა სახით არამიზნობრივი სარგებლობა;

ვ) სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა.

11.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ასევე მოიცავს:

ა) სამსახურის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქარე მინაზე ან სხვა თვალსჩინო ადგილას) სამსახურის საშვის გამოყენებას;

ბ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;

გ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას არაუფლებამოსილი თანამშრომლისათვის;

დ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას სხვა პირისათვის;

ე) შეფასების ეტაპზე თანამშრომლის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების  მიღებას.

1
2. ამ მუხლის 1
1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე ან სხვა თვალსაჩინო ადგილას საშვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოებთან კანონმდებლობით დადგენილი დგომა-გაჩერების ადგილებში;

ბ) ოფიციალური ღონისძიებების დროს სპეციალურად ამ მიზნით გათვალისწინებულ დგომა-გაჩერების ადგილებში.

2.
თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. თანამშრომლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომა.

4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა – 6 თვე.

41. თანამშრომლის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

5. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტში და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევისა.

6.
თუ თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

61. თანამშრომელი, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ამ წესის 171 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების 6-თვიანი ვადა.

7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ნაცვლად თანამშრომელს შესაძლოა მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება.

8. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელს არ დაეკისრება თუ იგი ნებაყოფლობით აანაზღაურებს მისი ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ზიანის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

9. თანამშრომლის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ასევე სამსახურის ბალანზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენს შინაგანაწესის უხეშ დარღვევას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 სექტემბრის ბრძანება № 39982 - ვებგვერდი, 19.09.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №27008 - ვებგვერდი, 26.09.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №4350 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №29736 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 3 თებერვლის ბრძანება №1488 - ვებგვერდი, 10.02.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 12 მარტის ბრძანება №4171 - ვებგვერდი, 14.03.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება №5619 - ვებგვერდი, 28.03.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 მაისის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 06.05.2025წ.

171. თანამშრომლის არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა

1. არასაპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, ამ შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელს ხელფასიდან შესაძლოა დაუკავდეს თანხა შემდეგი ოდენობით, კალენდარული თვის განმავლობაში, ჯამურად:

ა) ერთიდან 15 წუთამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან ადრე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 0,8%;

ბ) 15 წუთიდან 30 წუთამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 1,5%;

გ) 30 წუთიდან 1 საათამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 3%;

დ) 1 საათიდან 4 საათამდე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 4,5%;

ე) 4 საათი და მეტი დროით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, თანამშრომლის თვიური სახელფასო განაკვეთის 6%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევისას, ხელფასის დაკავება ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თვის მომდევნო თვის ხელფასიდან. ზემოაღნიშნული წესით ხელფასის დაკავება არ განხორციელდება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომდევნო თვეს თანამშრომელთან შეწყდება შრომითი ურთიერთობა.

3.
სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს აწვდის ანგარიშს წინა თვის განმავლობაში სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადებული/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასული თანამშრომელთათვის ხელფასის დაკავებისა და დასაკავებელი ხელფასის ოდენობის თაობაზე. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ამზადებს სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანამშრომლის ხელფასის დაკავებას.

4. (ამოღებულია - 27.01.2020, №1526).

5. (ამოღებულია - 27.01.2020, №1526).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 28 თებერვლის ბრძანება №4350 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025წ.

172. დისციპლინური საქმისწარმოება

1. დისციპლინურ საქმისწარმოებას სამსახურის თანამშრომელთა მიმართ ახორციელებს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების მიმდინარეობის შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომელი ჩამოშორდება საქმის განხილვას, თუმცა სარგებლობს დისციპლინური საქმისწარმოების მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტების წარდგენისა და სხვა თანამშრომელისთვის მინიჭებული უფლებებით. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

11. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია      სამსახურებრივი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად ისარგებლოს სამსახურის ელექტრონული პროგრამებით, სისტემებით, მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი.

12. უსაფრთხოების    მიზნით,    ინფორმაციული    უსაფრთხოების მენეჯერს/ოფიცერს, ასევე კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტს უფლება    აქვს    ნებისმიერ    დროს    მოახდინოს სამსახურებრივი კომპიუტერული რესურსებისა და სისტემების სამსახურებრივი მიზნით გამოყენების მონიტორინგი.

2. დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველია:

ა)
სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებები/დარღვევები;

ბ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიღებული განცხადება ან საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ქმნის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;

გ) სამსახურის უფროსის დავალება დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ.

3. თანამშრომელს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში გაეცნოს დისციპლინური საქმისწარმოების მასალებს.

4.
დისციპლინური საქმისწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) თვეს იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის შემთხვევაში მისი დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის შუამდგომლობითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს დამატებით 2 (ორი) თვით. ამასთან, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება დასაშვებია, თუ დისციპლინური გადაცდენის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელი.

5.
თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში, გამოცხადების ვალდებულების შესახებ ამავე დეპარტამენტის წერილობით/სამსახურებრივი ელ. ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაში ან/და სამსახურებრივრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მითითებულ დროს. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, თანამშრომელს აძლევს წინადადებას მისცეს წერილობითი ახსნა-განმარტება სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. თანამშრომლის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის მიზეზი. ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და თანამშრომელი. თანამშრომლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამასთან, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოვლენის/დადასტურების მიზნით თანამშრომელთან აწარმოოს გასაუბრება და აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია მიიღოს ახსნა-განმარტება სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე განცხადების/საჩივრის ავტორისგანაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.
სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის ფარგლებში უფლებამოსილია მოიძიოს, გამოითხოვოს ან/და გამოიკვლიოს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული, საინფორმაციო ბაზებში არსებული ინფორმაცია, ასევე მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი მოსაზრებები.

7. დისციპლინური საქმისწარმოების შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა. დასკვნას ხელს აწერს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

8. დასკვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველს;

ბ) დისციპლინური საქმისწარმოებისას განხორციელებულ ქმედებების აღწერას;

გ) დისციპლინური საქმისწარმოებისას აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის აღწერას;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე რეკომენდაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების დასაბუთებას;

ე) არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაცია დისციპლინური საქმისწარმოებისას აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის აღმოფხვრის ან სამომავლო პრევენციის მიზნით.

9. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამსახურის უფროსს.

10. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსი დადასტურებულად ჩათვლის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას, დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

11. დასკვნა და სამსახურის უფროსის ბრძანება მისი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის თანამშრომელს და მის უშუალო ხელმძღვანელს.

12. თანამშრომელს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი დისციპლინურ საქმისწარმოებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №1526 - ვებგვერდი, 30.01.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 მაისის ბრძანება №8592 - ვებგვერდი, 06.05.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025