1. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თანამშრომელი თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. (ამოღებულია - 19.10.2020, №31304).
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომლის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც ხდება ამ თანამშრომლის გადაყვანა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №31304- ვებგვერდი, 21.10.2020