1. დასაშვებია გენერალური ინსპექციის ფარგლებში მოსამსახურის უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს იმავე ან უფრო მაღალი რანგის/კარიერული საფეხურის თანამდებობაზე მის დანიშვნას.

2. იმავე ან უფრო მაღალი რანგის/კარიერული საფეხურის თანამდებობაზე მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია:

ა) გენერალური ინსპექციის რეორგანიზაციისას;

ბ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

3. დაუშვებელია მოსამსახურის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

4. გადაყვანა ხორციელდება გადასაყვანი მოსამსახურის თანხმობით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – წინასწარი შეტყობინებით, გენერალური ინსპექციის უფროსის დასაბუთებული წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცედურები. ამ შემთხვევაში გამოიცემა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახე