1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა კონკურსს აცხადებს მოსამსახურეთა და სტაჟიორთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის, აგრეთვე სტაჟიორთა რეესტრში მყოფ პირთა ელექტრონული ფოსტის მისამართებზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
2. კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისთვის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შიდა კონკურსის შემთხვევაში – განაცხადის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით.
3. კანდიდატი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, გენერალურ ინსპექციაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებასთან, კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენასთან, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შექმნასა და მათ საქმიანობასთან, კონკურის ეტაპებთან, კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასა და შეწყვეტასთან, კონკურსის შედეგებთან და მის გასაჩივრებასთან, აგრეთვე კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი