1. გენერალურ ინსპექციაში სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე პირი ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა მოსამსახურის გადაყვანის, აგრეთვე ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პირი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. გენერალური ინსპექციის პირველი, მეორე და მესამე რანგის მოსამსახურის თანამდებობაზე, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი აგრეთვე შესაძლებელია დაინიშნოს:
ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს, სხვა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეს (შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მყოფ პირს) და იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს;
ბ) გენერალური ინსპექციის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებიდან, სტაჟიორებიდან და სტაჟიორთა რეესტრიდან. გენერალური ინსპექციის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს (მათ შორის, დროებით მოვალეობის შემსრულებელს), რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე გენერალური ინსპექციის სტაჟიორს და სტაჟიორთა რეესტრში მყოფ პირ