მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საჯარო მოსამსახურის ან/და სამინისტროს დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა.
2. დისციპლინური გადაცდომა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მსუბუქი გადაცდომა;
ბ) საშუალო გადაცდომა;
გ) მძიმე გადაცდომა.
3. დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამსახურის ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ წესით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, აგრეთვე, ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია ასეთი ზიანის საფრთხ