1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია გენერალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მინისტრი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (თუ გამოვლენილია აღნიშნული პირი) და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას. გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი და მინისტრის ბრძანება კონფიდენციალურია.
3. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელ