1. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით;

ბ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოების საქმის მასალების გაცნობა;

გ) წარადგინოს მტკიცებულებები;

დ) წარადგინოს წერილობითი მოსაზრება გენერალური ინსპექციის/დამოუკიდებელი კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით;

ე) გაასაჩივროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს გენერალურ ინსპექციაში/დამოუკიდებელი კომისიის წინაშე და წარადგინოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება;

ბ) უფლებამოსილ მოსამსახურეს/კომისიას მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია;

გ) არ შეუშალოს ხელი უფლებამოსილ მოსამსახურეს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაშ