1. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებიდან გასულია 1 წელი და მას ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეეფარდა.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ერთი კარიერული საფეხურით უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის გამოყენების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობის აღდგენას.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) მოსამსახურის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები;

ბ) მოსამსახურეს არ მიენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება;

გ) დაუშვებელია მოსამსახურის უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე გადაყვანა;

დ) მოსამსახურეს არ ეძლევა სახელფასო დანამატი.

4. მოსამსახურეს მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოეხსნას ვადაზე ადრე, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.

5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისა და მისი ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინახება მოსამსახურის პირად საქმეშ