1. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურეს, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით, შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას მოსამსახურეს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას მოსამსახურეს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური საშუალებები და სამინისტროს კუთვნილი სხვა ქონება. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ პირს ეკრძალება გენერალური ინსპექციის ფორმის ტანსაცმლის ტარება და გენერალური ინსპექციის სახელით მოქმედებ