1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.

2. დისციპლინური გადაცდომის კატეგორიისა და მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) დისციპლინური გადაცდომის არსი;

ბ) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;

გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;

დ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების მიზეზი;

ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;

თ) სხვა გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს დისციპლინური გადაცდომის კატეგორიისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

3. მოსამსახურის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების განმავლობაში მოსამსახურის მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას შესაძლებელია დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია 3 წელი.

6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, მოსამსახურე ვალდებულია აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის შედეგად მიადგა სამინისტროს, თუ მან ეს გადაცდომა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინ