1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუ
ძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლის დაკავება, მისი ადმინისტრაციული პატიმრობა ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფ
ლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, სამსახურის გადაწყვეტილებით, თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში ან სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების მიმდინარეობისას სტრუქტურული ერთეულის/სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოთხოვნა.
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შე
უძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში თანამშრომელს არ მიეცემა შრომითი ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ი“და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №31304- ვებგვერდი, 21.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025