1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გენერალური ინსპექციის (შემდგომ – გენერალური ინსპექცია) პროფესიულ საჯარო მოხელეების – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ – მოსამსახურე) თანამდებობათა რანგირების, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში სტაჟირების გავლის საკითხებს.

2. მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ სპეციალური კანონმდებლობით (სამინისტროს დებულება, ეს წესი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები) ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მოსამსახურეზე ვრცელდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. გენერალურ ინსპექციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შრომის კანონმდებლობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ