1. სამინისტრო/გენერალური ინსპექცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი:

ა) ზრუნავს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე;

ბ) ხელმძღვანელობს სტაჟირებას, სტაჟიორს აძლევს მითითებებსა და დავალებებს, განუსაზღვრავს მიმართულებებს და სამუშაოს შესრულების კონკრეტული ვადას, აწვდის აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ და სწორ ინფორმაციას;

გ) პირადად აკონტროლებს სტაჟიორის საქმიანობას, აძლევს უკუკავშირს შესრულებულ სამუშაოზე;

დ) აფასებს სტაჟიორს სტაჟირების დასრულებისას და შეფასების შედეგებს წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

ე) ხელს უწყობს სტაჟიორის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას;

ვ) ახორციელებს მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სტაჟირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ