1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია და დახურული საჯარო კონკურსის (შემდგომში –
კონკურსი) ჩატარების წესს და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს.

2. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ დებულებით დადგენილი პირობების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი კონკურსის პროცედურის პრინციპების დაცვაზე, გაითვალისწინოს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. ამ დებულებაში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლებ