1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური სახდელი და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ