1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა.

2. პირი სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის მესამე, მეორე და პირველი რანგის თანამშრომლის თანამდებობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი ასევე შესაძლებელია დაინიშნოს:

ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით;

ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისაგან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდა