1. მერიაში, მოხელის თვითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2. მოხელეთა თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით