1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:
ა) კონკურსის წესით;
ბ) უკონკურსოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის მერი.
4. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით.
5. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე საკონკურსო საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესი