1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს და თავისი გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის persona non grata ან რომ მისიის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი არ არის მისთვის მისაღები. ნებისმიერ ამგვარ შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო, სათანადო წესით, იწვევს აღნიშნულ პირს ან წყვეტს მისიასთან დაკავშირებულ მის ფუნქციებს. პირი შეიძლება გამოცხადდეს persona non grata ან მიუღებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე.

2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარყოფს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ პირის მისიის წევრად აღიარებაზ