1. სპეციალური მისიის წევრის ან მისი თანმხლები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პირი არ იყო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივი საცხოვრებლის მქონე პირი, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია გასცს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანის ნებართვა, გარდა იმ ქონებისა, რომელიც შეძენილია ამ ქვეყანაში და რომლის ექსპორტიც აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისთვის.
2. მემკვიდრეობის გადასახადები არ უნდა დაწესდეს იმ მოძრავ ქონებაზე, რომლის არსებობაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განპირობებულია მხოლოდ გარდაცვლილის, როგორც სპეციალური მისიის წევრის ან როგორც სპეციალური მისიის წევრის ოჯახის წევრის ყოფნით ამ სახელმწიფოშ