1. თუ წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში ან მისი დიპლომატიური შემადგენლობის წევრი გადაკვეთს მესამე სახელმწიფოს ან იმყოფება მის ტერიტორიაზე, თავისი ფუნქციების შესრულების დაწყების ან წარმგზავნ სახელმწიფოში დაბრუნების მიზნით, მესამე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ხელშეუხებლობა და სხვაგვარი იუმუნიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო მისი გადაყვანის ან დაბრუნების მიზნით. იგივე უნდა გავრცელდეს მისი ოჯახის წევრებზეც, რომლებიც სარგებლობენ პრივილეგიებით ან იმუნიტეტებით და იმყოფებიან ამ პუნქტში ნახსენებ პირთან ერთად, ან მოგზაურობენ მასთან ერთად ან მის გარეშე, რათა შეხვდნენ მას ან დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში განხილულის მსგავის გარემოებების დროს, მესამე სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ან სპეციალური მისიის მომსახურე პერსონალის, ან მათი ოჯახის წევრების გავლას თავის ტერიტორიაზე.

3. მესამე სახელმწიფოებმა ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური შეტყობინებები, კოდირებული ან დაშიფრული ინფორმაციის ჩათვლით, უნდა უზრუნველყონ ისეთივე თავისუფლებითა და დაცვით, რომლის უზრუნველყოფაც სავალდებულოა ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების თანახმად, ამ სახელმწიფოებმა, სპეციალური მისიის კურიერები და ბარგი, მათი ტრანზიტული ტრანსპორტირების დროს, უნდა უზრუნველყონ ისეთივე ხელშეუხებლობითა და დაცვით, როგორითაც წინამდებარე კონვენციის თანახმად უზრუნველყოფს ადგილსამყოფელი სახელმწიფო.

4. მესამე სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირთა მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წინასწარ არის ინფორმირებული, სავიზო განაცხადის ან შეტყობინებების გზით, სპეციალური მისიის წევრების, მათი ოჯახების წევრების ან კურიერების ტრანზიტული გადასვლის შესახებ და თუ ამ მხრივ არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2 დ ამე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მესამე სახელმწიფოს ვალდებულებები ვრცელდება ასევე ამავე პუნქტებში მითითებულ პირებზე, სპეციალური მისიის ოფიციალურ შეტყობინებებსა და ბარგზე, იმ შემთხევაში, თუ მესამე სახელმწიფო ტერიტორიის გამოყენება განპირობებულია ფორსმაჟორული სიტუაციი