1. წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებისას დაუშვებელია სახელმწიფოთა შორის ნებისმიერი სახის დისკირიმინაცია.
2. თუმცა დისკრიმინაციად არ იქნება მიჩნეული, თუ:
ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფო შეზღუდულად იყენებს წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებას, იმის გამო, რომ ეს დებულება ასევე შეზღუდულად გამოიყენება წარმგზავნ სახელმწიფოში მისი სპეციალური მისიის მიმართ;
ბ) სახელმწიფოები მიღებული წესის ან შეთანხმების საფუძველზე, შეცვლიან თავიანთი სპეციალური მისიებებისათვის მინიჭებული შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მოცულობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცვლილება არ იქნება შეთანხმებული სხვა სახელმწიფოსთან, იმ პირობით, რომ ცვლილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე კონვენციის მიზანს და საგანს და არ უნდა ზღუდავდეს მესამე სახელმწიფოთათვის მინიჭებული უფლებების გამოყენებას ან მათი ვალდებულებების შესრულება