1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ აქტის გაეროს გენერალური მდივნისათვის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
2. თითოეული იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს კონვენციის რატიფიკაციას ან მიუერთდება მას ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ აქტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღე