1. საკონსულო დაწესებულება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს, მის კლასს და საკონსულო ოლქს განსაზღვრავს წარმგზავნი სახელმწიფო და ექვემდებარება მიმღები სახელმწიფოს თანხმობას.
3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი ცვლილებები წარმგზავნმა სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით.
4. მიმღები სახელმწიფოს თანხმობა ასევე საჭიროა, თუ გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს გახსნას მისი დაფუძნების ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე.
5. მიმღები სახელმწიფოს წინასწარი აშკარად გამოხატული თანხმობა ასევე საჭიროა ოფისის გასახსნელად, რომელიც არსებული საკონსულო დაწესებულების შემადგენელი ნაწილია და იხსნება დაწესებულების ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ ადგილზ