1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს მათთვის მინიჭებული შემდეგი მნიშვნელობები:
(a) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
(b) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც განესაზღვრება საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;
(c) „საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება;
(d) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში დავალებული აქვს საკონსულო ფუნქციების შესრულება;
(e) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო დაწესებულებას;
(f) „მომსახურე პერსონალის წევრი“ ნიშნავს ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც საშინაო მომსახურებას უწევს საკონსულო დაწესებულებას;
(g) „საკონსულო დაწესებულების წევრები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის წევრებს;
(h) „საკონსულო პერსონალის წევრები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გარდა, საკონსულო მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის წევრებს;
(i) „კერძო მოსამსახურე“ ნიშნავს პირს, რომელიც ექსკლუზიურად დასაქმებულია საკონსულო დაწესებულების წევრისთვის პირადი მომსახურების გასაწევად;
(j) „საკონსულოს უძრავი ქონება“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისთვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და მათ დამხმარე მიწის ნაკვეთს, მიუხედავად მათი საკუთრებისა;
(k) „საკონსულო არქივები“ მოიცავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფირს, ხმოვან ჩანაწერს და საკონსულო დაწესებულების რეესტრს, შიფრებთან და კოდებთან, კართოტეკებთან და მათ დასაცავად ან უსაფრთხოდ შენახვისთვის გამიზნულ ნებისმიერ ავეჯეულობასთან ერთად.
2. საკონსულო თანამდებობის პირები არიან ორი კატეგორიის, კერძოდ, კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები და საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. წინამდებარე კონვენციის II თავის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები, ხოლო III თავის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები.
3. საკონსულო დაწესებულებათა იმ წევრების სპეციფიკური სტატუსი, რომლებიც არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, განისაზღვრება წინამდებარე კონვენციის 71-ე მუხლით.
ნაწილი I. საკონსულო ურთიერთობის დამყარება და განხორციელე