მუხლი 333. მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ
თავი XXXIX — დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)
1. თუ საბუთის ხელთმქონემ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე შეიტანა სასამართლოში განცხადება, სასამართლო განცხადებას საბუთის დაკარგვის შესახებ სასამართლო განუხილველად დატოვებს და დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც საბუთის გამცემ დაწესებულებას (პირს) აუკრძალავს აწარმოოს ამ საბუთით გადახდა და გაცემა. ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს.
2. იმავდროულად სასამართლო განუმარტავს განმცხადებელს მის უფლებას აღძრას სარჩელი საბუთის გამოთხოვის შესახებ საერთო წესით იმ პირის მიმართ, ვისაც ხელთა აქვს საბუთი, ხოლო ამ უკანასკნელს – მის უფლებას გადაახდევინოს განმცხადებელს ზარალი, რაც გამოწვეულია აკრძალვის ღონისძიებით. სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-1206(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების გადამოწმება, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არსებობს ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის მეორე, მე-3 ნაწილებზე, 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტებზე, 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებზე და…
…ან საბაჟო წესების დარღვევა. საქმეზე წარმოდგენილი პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 13.05.04 და 2.09.04 დადგენილებებით კასატორი ბ. ბ.-ე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა სამოხელეო დანაშაულისათვის ( სსსკ 333-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლისა და 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის…
…მონაწილეობის გარეშე. მოსამართლე ახსნა-განმარტებაში ასევე არ დაეთანხმა საქართველოს სსსკ 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი საქმის განხილვის ვადის განმარტებას. კერძოდ, მ------ წ---–-----ის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ 333-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებიდან გამომდინარე, კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის…
…2018 წლის 18 ივლისის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებას, გაუმართავია ლოგიკური თვალსაზრისით და არ შეესაბამება სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბების სტანდარტს. აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, დაირღვა სამართლის ნორმები, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და…
…ვერ შეძლო, რაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა. 6. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი და არ შეაფასა შესაგებელი, რომელიც ფაქტობრივად ასაბუთებს სარჩელის საფუძვლებს. 7. გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების დარღვევით. 11.12.2018წ. გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და…