განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2ბ/1352-17, 190310016001570519
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოპასუხე) – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გა----------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გა----------–-–---–მა 2016 წლის 25 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის #3------ განკარგულების გა----------–-–---–ისთვის 1600 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გა----------–-–---–ისთვის 1600 კვ. მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გა----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N------- განკარგულება გა----------–-–---–ისათვის 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გა----------–-–---–ისთვის 1600 კვ. მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გა----------–-–---–ი 1982 წელს მიღებულ იქნა რ---------------–---------–--------------–------------------- მებაღეობის ამხანაგობის წევრად და გადაეცა 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი. 2001 წელს გა----------–-–---–ის მებაღის წიგნაკი ჩასწორებულ იქნა მიწის ნაკვეთის ფართისა და მებაღის წიგნაკის ნომრის ნაწილში.
გა----------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2010 წელს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოში მიწის რეფორმა დასრულდა 1999 წლის 1 თებერვალს, რის შემდეგ აღარ უნდა მომხდარიყო დოკუმენტის გაფორმება, გაცემა ან სხვა ფორმით ჩასწორება, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მებაღის წიგნაკი ჩასწორებულია 2001 წელს არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ ჩასწორდა მებაღის წიგნაკის ნომერი და დაემატა 600 კვ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, მოთხოვნილი იქნა კანონთან შესაბამისობაში მყოფი იურიდიული დოკუმენტი. მოპასუხის განამრტებით, ალ---------------–-–---–ის მიერ წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება 88------------- (11.11.2010) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების
შესახებ, სადაც წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს მიწის რეფორმის ცვლილების დასრულება 1999 წლის 01 თებერვალს.
იმავდროულად, გა----------–-–---–მა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი, თუმცა საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით უძრავი ნივთის მის სახელზე რეგისტრაცია არ განხორციელებულა. შემდგომ გა----------–-–---–მა მიმართა რუსთვის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული ჰქონდა არასრულყოფილად და, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის კომპეტენციას, რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენდა პირს, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანო, რომ ემსჯელა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შესაძლო შემთხვევაზე. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ იყვნენ მიწვეულნი საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის 2013 წლის 17 დეკემბრის უარის ბათილად ცნობისა და ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ. - გა----------–-–---–მა კვლავ მიმართ 2016 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეესტრს, თუმცა 2016 წლის 16, 19 და 22 სექტემბრის პასუხით ეცნობა, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კვლავ არ არის დარეგისტრირებული. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 23 სექტემბერს მიიღო განკარგულება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განკარგულება გა----------–-–---–ს ჩაბარდა 2016 წლის 30 სექტემბერს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთვის არქივის AA2------------ საარქივო ცნობის თანახმად რუსთავის არქივში დაცულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებში, ინფომრაცია მოქალქე გა-----------–-–---–ის სახელზე ,ფო-–------------ი”-ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ არ მოიძებნება. მოპასუხე მხარე დაეთანხმა აღნიშნულ გარემოებას და განმარტა, რომ მოქალაქე გა----------–-–---–ს აღიარების კომისიაში წარდგენილი აქვს საარქივო ცნობა P--2------------, რომლითაც დასტურდება, რომ მოქალაქე გა----------–-–---–ის სახელზე „ფო-–------------ის” ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ მიუთითა სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
გა----------–-–---–მა 2011 წელს განცხადებით მიმართ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია.
გა----------–-–---–მა მიმართა რუსთვის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება გა----------–-–---–ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიას დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა რუსთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტობრივი გარემოებების სახით დადგენილია, რომ „გა----------–-–---–ის 1997-1998 წლებიდან, გარდაბნის რაიონის სოფელ ფო-–------------ში, თვითნებურად ფლობს 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მის მიერ აშენებული იქნა საცხოვრებელი სახლი.” აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის #88------------- გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გა----------–-–---–ი 1997-1998 წლებიდან, გარდაბნის რაიონის სოფელ ფო-–------------ში, ფლობს 1600 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მის მიერ აშენებული იქნა საცხოვრებელი სახლი. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გა----------–-–---–ს, როგორც რ----------------–---------–---------- მ--–------------------- მებაღეობის ამხანაგობის წევრს 1986 წელს სარგებლობაში გადაეცა 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რაც მის მიერ მიტოვებული იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შემდეგ.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ” პუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე ამავე მუხლის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად შენობა წარმოადგენს - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. გა----------–-–---–ის მიერ აშენებული კი წარმოადგენს დროებით შენობას ამავე მუხლის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად - ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააცნია მიწისქვეშა სათავსები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის განმარტებით, გა----------–-–---–ის საქმეზე, გამოცემული 2016 წლის 23 სექტემბრის #3------ განკარგულების ბათილად გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და გა----------–-–---–ის საქმესთან დაკავშირებით აღიარების კომისიის მიერ გამოცემული 2016 წლის 23 სექტემბერს N------- განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარჩელის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის Nო--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-2-ე მუხლის „ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე; აღნიშნულს არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და განმარტა, რომ ვინაიდან კომისია მუშაობს და ხელმძღვანელობს კანონით, რომელიც ითვალისწინებს აღიარების უფლების სხვადასხვა საფუძველს და ამ დრომდე კომისიისთვის არ არსებობს დამატებით არანაირი სხვა დოკუმენტი და საფუძველი მოახდინოს მოქალაქე გა----------–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება მიწის ნაკვეთის 1600 კვ. მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე, ამასთან სასამართლო უწყებამ შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქტის გამოცემაზე, მაგრამ დადებითი გადაწყვეტილების მიღმა, აღიარების კომისიის უფლებამოსილებაა.
მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 21-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, „დ“, „კ” ქვეპუნქტები, მე-6, მე-7 მუხლები, მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, 601 მუხლის პირველი ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, 22-ე მუხლის პირველი ნაწილი, 23-ე მუხლი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა”, „გ”, „ვ”, „ზ” ქვეპუნქტები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N- სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები ზუ-----------–-–---–ი, ნა------------–---–ი, თი---------------------ი, სო-–-----------–--–--ე, გე-------–-----ი, მა------------ი, ვა–-----–---–---–ი, დო-------------------–---–ი, თო-----------------ე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე მოწვეული პირები - გა----------–-–---–ის წარმომადგენელი ალ---------------–-–---–ი, ანა----------------–--ის წარმომადგენელი რუ-----–--------ა, ზუ-------–-–---–ი, ზუ------------–---–ი. სხდომა უძღვებოდა - კომისიის თავჯდომარე ზუ-----------–-–---–ი, აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა: უძრავ ნივთზე 1600კვ.მ (მდებარე - გარდაბანი, ფო-–------------ი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოქალაქე გა----------–-–---–ის (წარმომადგენელი ალ---------------–-–---–ი) მოთხოვნის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის წარმომადგენლის, ალ---------------–-–---–ის განმარტებით 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გა----------–-–---–მა მიიღო რ---------------–---------–--------------–------------------- მებაღეობის ამხანაგობით. ეს მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო ჯერ სხვა ადგილზე, შემდეგ კი მებაღეობის ამხანაგობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდა ნაკვეთის მონაცვლეობა. მისივე განმარტებით საბაღე მეურნეობისათვის განკუთვნილ ნაკვეთებზე კაპიტალური ნაგებობის მშენებლობის უფლებას 80-იანი წლების პერიოდისათვის არ აძლევდნენ, ამას დაემატა ოჯახის ეკონომიური სიდუხჭირე და ამ მიზეზით 90-იან წლებში მხოლოდ ფიცრული სახლის აშენება შეეძლო. მოსარჩელის განმარტებით 2001 წელს დამატებით მიეცა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს 400 კვ. მ. ფლობს თვითნებურად. კომისიის თავჯდომარემ აღნიშნა რომ, დაინტერესებულმა პირმა ჯერ კიდევ 2011 წლის 11 ოქტომბერს მიმართა განცხადებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისიას, თუმცა განცხადება განხილული არ ყოფილა, რაც დადგენილი წესით გაასაჩივრა გა----------–-–---–მა. ჯერ რუსთვის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 10 დეკემბერს, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 13 თებერვალს დაავალა კომისიას ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გა----------–-–---–ის მიმართ. კომისიამ 2013 წლის 17 დეკემბერს იმსჯელა გა----------–-–---–ის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ მიწის იმ საერთო ფართობიდან (1600კვ.მ.), რომელზეც საკუთრების უფლება იყო მოთხოვნილი გა----------–-–---–ის მიერ, კომისიამ 1200კვ.მ. მიიჩნია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულად, ჩათვალა, რომ გა----------–-–---–ის განცხადების განხილვა სცილდებოდა კომისიის უფლებამოსილებას და ამ საფუძვლით უარი თქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ კომისიის ეს გადაწყვეტილება გა----------–-–---–მა გაასაჩივრა რუსთვის საქალაქო სასამართლოში და სასამართლომ 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 17 დეკემბრის #- გადაწყვეტილება და დაავალა კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი. სასამართლომ გასცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. კომისიის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი ადგილზე იქნა დათვალიერებული ზუ-----------–-–---–ის, გ--------–-----ის და დო-------------------–---–ის მიერ. დათვალიერებას ესწრებოდნენ გ------ და ალ---------------–-–---–ები. მოხდა ფოტო-გადაღება და შედგა შესაბამისი აქტი. მან კომისიის წევრებს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე დგას ხის შენობა, რომელიც მისი აზრით წარმოადგენს დროებით შენობას. ანუ იგი არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის N------- განკარგულება გა----------–-–---–ისათვის 1600კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გა----------–-–---–ისთვის 1600 კვ. მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: გარდაბნის რაიონი , სექტორი გ----------ა, სოფელი ფო-–------------ი) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, მოითხოვა რუსთავის „ქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილზე, მე-60 მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ გა----------–-–---–ის საქმესთან დაკავშირებით აღიარების კომისიის მიერ გამოცემული 2016 წლის 23 სექტემბრის N------- განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N-76 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ „მიწის ნაკვეთის“ ცნებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით“. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემული განმარტება ეხება არა თვითნებურად დაკავებულ მიწას, არამედ ზოგადად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით საკუთრების უფლება აღიარებულ მიწას.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონით მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა/არარსებობის ფაქტი მიწაზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად განმაპირობებელი ფაქტორი არ არის, თუმცა ამავე კანონით მკვეთრად არის გამიჯნული მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის და თვითნებურად დაკავებული მიწის ცნება და მათზე საკუთრების უფლების აღიარების წესი. ნაკვეთზე შენობის არსებობა/არარსებობის ფაქტი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არ არის. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო კი არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-7 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. სასამართლო არ აზუსტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელი გარემოება არ გამოიკვლია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უფლებამოსილება განახორციელა მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. გა----------–-–---–ის საქმესთან დაკავშირებით აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემეობა და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება კი განახორციელა სწორად და კანონის სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 333-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გა----------–-–---–ი 1982 წელს მიღებულ იქნა რ---------------–---------–--------------–------------------- მებაღეობის ამხანაგობის წევრად და გადაეცა 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი. 2001 წელს გა----------–-–---–ის მებაღის წიგნაკი ჩასწორებულ იქნა მიწის ნაკვეთის ფართისა და მებაღის წიგნაკის ნომრის ნაწილში.
გა----------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2010 წელს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოში მიწის რეფორმა დასრულდა 1999 წლის 1 თებერვალს, რის შემდეგ აღარ უნდა მომხდარიყო დოკუმენტის გაფორმება, გაცემა ან სხვა ფორმით ჩასწორება, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მებაღის წიგნაკი ჩასწორებულია 2001 წელს არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ ჩასწორდა მებაღის წიგნაკის ნომერი და დაემატა 600 კვ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, მოთხოვნილი იქნა კანონთან შესაბამისობაში მყოფი იურიდიული დოკუმენტი. მოპასუხის განამრტებით, ალ---------------–-–---–ის მიერ წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება 8------------03 (11.11.2010) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სადაც წარმოების შეჩრების საფუძველს წარმოადგენს მიწის რეფორმის ცვლილების დასრულება 1999 წლის 01 თებერვალს.
იმავდროულად, გა----------–-–---–მა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი, თუმცა საჯარო რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით უძრავი ნივთის მის სახელზე რეგისტრაცია არ განხორციელებულა. შემდგომ გა----------–-–---–მა მიმართა რუსთვის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული ჰქონდა არასრულყოფილად და, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის კომპეტენციას, რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენდა პირს, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანო, რომ ემსჯელა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შესაძლო შემთხვევაზე. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ იყვნენ მიწვეულნი საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის 2013 წლის 17 დეკემბრის უარის ბათილად ცნობისა და ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
გა----------–-–---–მა კვლავ მიმართ 2016 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეესტრს, თუმცა 2016 წლის 16, 19 და 22 სექტემბრის პასუხით ეცნობა, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კვლავ არ არის დარეგისტრირებული. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 23 სექტემბერს მიიღო განკარგულება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განკარგულება გა----------–-–---–ს ჩაბარდა 2016 წლის 30 სექტემბერს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთვის არქივის AA2------------ საარქივო ცნობის თანახმად რუსთავის არქივში დაცულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებში, ინფომრაცია მოქალქე გა-----------–-–---–ის სახელზე „ფო-–------------ი”-ს ტერიტორიაზე მიწის ნაკვთის გამოყოფის შესახებ არ მოიძებნება. მოპასუხე მხარე დაეთანხმა აღნიშნულ გარემოებას და განმარტა, რომ მოქალაქე გა----------–-–---–ს აღიარების კომისიაში წარდგენილი აქვს საარქივო ცნობა P--2------------, რომლითაც დასტურდება, რომ მოქალაქე გა----------–-–---–ის სახელზე „ფო-–------------ის” ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
გა----------–-–---–მა 2011 წელს განცხადებით მიმართ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია.
გა----------–-–---–მა მიმართა რუსთვის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება გა----------–-–---–ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიას დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა რუსთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უდავო ფაქტობრივი გარემოებების სახით მითითებულია, რომ „გა----------–-–---–ი 1997-1998 წლებიდან, გარდაბნის რაიონის სოფელ ფო-–------------ში, თვითნებურად ფლობს 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მის მიერ აშენებული იქნა საცხოვრებელი სახლი.” აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის #88------------- გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გა----------–-–---–ი 1997-1998 წლებიდან, გარდაბნის რაიონის სოფელ ფო-–------------ში, ფლობს 1600 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მის მიერ აშენებული იქნა საცხოვრებელი სახლი. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გა----------–-–---–ს, როგორც რ----------------–---------–---------- მ--–------------------- მებაღეობის ამხანაგობის წევრს 1986 წელს სარგებლობაში გადაეცა 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რაც მის მიერ მიტოვებული იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შემდეგ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა — სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; იმავე კანონის მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის Nო3------ განკარგულება და დაავალა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გა----------–-–---–ისთვის 1600 კვ. მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: გ-----------------------------------------------------–-------–-------------) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 390-ე მუხლით და;
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N-2), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე