მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (11.07.2007).
წინა რედაქცია (27.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი 2007 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს : ა) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“; ბ) საკუთრების უფლების მოწმობის ფორმა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-7 მუხლის დასახელებულ მე-15…
საქმე №ბს-857(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2025
…მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 7.4 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად…
საქმე №ბს-167(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც მართლზომიერ მფლობელობას აწესრიგებს და ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ და არა იურიდიული პირის მიმართ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.4 მუხლით…
საქმე №ბს-329(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
…გარდაცვალების შემთხვევაში, მის წილზე საკუთრების უფლება მემკვიდრეობით გადადიოდა. მსგავს დანაწესს შეიცავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო…
…2017 წლის 1--------ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №1---- გადაწყვეტილებით პირიქით, გაუქმდა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ №8------------07 (21.11.2016) გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7…
საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, მუხლი 7, №5274, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 370.060.000.05.001.003.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19780/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია