განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3303100170018278-0 საქმე №3ბ/1445-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ქ--------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს მ-----------------------------------–--–-----------–-----;
წარმომადგენელი - ა---------– მ–-----–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურისათვის N8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის დავალების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1--------ის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრსი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N8------------11 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ 2016 წლის 21 ოქტომბრის N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ (ს/კ2--------) წარმომადგენელმა ა---------– მ–-----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთა, სოფელი მ-------ი. განცხადებას თან ერთვოდა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 1982 წლის 11 მარტის დადგენილება N1--, სანოტარო წესით დამოწმებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 21 აპრილის განკარგულება N4--, სანოტარო წესით დამოწმებული საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1980 წლის 22 სექტემბრის ბრძანება N5--, სანოტარო წესით დამოწმებული საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1982 წლის 19 მარტის ბრძანება N8-, შპს „ხ-----------------ის“ მიერ 2011 წლის 3---------ოს შესრულებული 163250,12 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის ელ. ვერსია.
2011 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა მიწაზე მ----------------------------ეთა ასოციაცია „მ------–---ის“ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე არ დგინდებოდა რომ იგი იყო საქართველოს მ------------------------------ კავშირის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 260, ტ.2. ს.ფ.209).
2012 წლის 23 იანვარს და 15 მარტს, საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---მა’’, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით წარადგინა: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, მცხეთის არქივის 2011 წლის 23 სექტემბრის NAA2------------ საარქივო ცნობა, მცხეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1981 წლის 10 დეკემბრის N4-- გადაწყვეტილება, საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ 2002 წლის 18 აპრილის წესდება ახალი რედაქციით, ნებაყოფლობითი საზოგადოების - საქართველოს მ------------------------------ კავშირის ,,მ------–---ის’’ 1979 წლის წესდება, ნებაყოფლობითი საზოგადოება - სახოხბე მეურნეობის 1999 წლის წლიური საწარმოს ბალანსი, მ-------ის ხოხობის საშენი მეურნეობის 1997 წლის 1-ლი კვარტლის სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანების) ბალანსი, ნებაყოფლობითი საზოგადოება - მ-------ის გარეული ფრინველის საშენი მეურნეობის 1997 წლის მე-2 კვარტლის საწარმოს ბალანსი, ა---------– მ–-----–---–ის 2012 წლის 15 მარტის განცხადება.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2012 წლის 15 მარტს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2012 წლის N3ბ/1025-12 განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24-38).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 261).
2012 წლის 19 მარტს, საქართველოს მ----------------------------ეთა ასოციაცია „მ------–---ის“ წარმომადგენელმა ა---------– მ–-----–---–მა №4------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილებით, საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ „სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1980 წელის N8- ბრძანების თანახმად, სსრ მ------------------------------ კავშირს გამოეყო წ--–--ის სატყეო მიწებიდან 25 ჰექტარი მიწა. შესაბამისად, N8- ბრძანება რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს 1980 წელს დაარსებულ სსრ მ------------------------------ კავშირს. სარეგისტრავიო სამსახურში ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს მ------–---ის საბჭოს პრეზიდიუმისა და მისი სისტემის ორგანიზაციების 1989 წლის სამეურნეო საფინანსო საქმიანობის შედეგების შესახებ განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც 1989 წლებში საქართველოს მ------------------------------ საზოგადოების მ------–---ი აერთიანებდა 68 სამეურნეო ანგარიშეზე მყოფ ორგანიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურში უნდა წარმოდგენილიყო განმცხადებლის (აიპ საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის ს/კ 2--------) საკუთრების უფლების დამდგენი ან/და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ განცხადებელი წარმოადგენს სსპ მ------------------------------ კავშირის უფლებამონაცვლეს (მათ შორის სარეგისტრაციო უფლების ობიექტის ნაწილში)“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ წარმომადგენელმა ა---------– მ–-----–---–მა №4------- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 70-71).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 72-74).
2012 წლის 26 ივნისის, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ N3/46-12 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის’“ სარჩელი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს გადაწვეტილებით (საქმე N3ბ/1025-12), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის“ საკასაციო საჩივარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24-38).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის Nბს-711-696(კ-12) გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 49-52).
მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---მა“ 2016 წლის 29 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთა, სოფელი მ-------ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნული უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.03.2016 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 132).
მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---მა“ განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომელსაც დაურთო 2016 წლის 01 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივიდან გამოთხოვილი საქართველოს მ------------------------------ კლუბების ასოციაცია მ------–---ის წესდება, რეგისტრირებული 1996 წლის 1----------ის N3--- დადგენილებით.
აღნიშნული განცხადება მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ განმარტა, რომ ა---------– მ–-----–---–ის მიერ კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 26 ივნისის საქმე N3/46-12 გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება თავისი არსით წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რა დროსაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით, უზრუნველყოფილია უფლების დაცვა და აღდგენა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 218-222).
2016 წლის 21 ოქტომბერს მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ წარმომადგენელმა ა---------– მ–-----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 25 ოქტომბრის N8----------- განცხადების განახლების თაობაზე.
განცხადებას თან ერთვოდა: მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2016 წლის განჩინება საქმეზე №4336-16, „საქართველოს მ----------------------------ეთა ასოციაცია მ------–---ის“ 1995 წლისა და 1996 წლის წესდებების ასლები, იუსტიციის სამინისტროს 0--------- წლის N546 წერილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1996 წლის 1----------ის N3--- დადგენილებით რეგისტრირებული ,,საქართველოს მ------------------------------ კლუბების ასოციაცია ,,მ------–---ის’’ წესდების’’ სათანადო წესით დამოწმებული ასლი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- (25.12.2011) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882011521195-07 (15.03.2012) გადაწყვეტილებების ასლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.10.2016 წლის №8------------03 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, აგრეთვე საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული არ იყო მიწის ნაკვეთის დანიშნულება. ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება ხორციელდებოდა დოკუმენტების დედნების ან კანონის შესაბამისად დამოწმებული ასლების საფუძველზე. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დოკუმენტების დედნები ან სათანადო წესით დამოწმებული ასლები.
2016 წლის 3 ნოემბერს სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 11.03.1982 წლის №1-- დადგენილების ასლი, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 25.12.2011 წლის №8-------------- გადაწყვეტილებისა და 06.04.2012 წლის N5---- გადაწყვეტილების (დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ასლები, „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ 1996 წლის წესდების დამოწმებული ასლი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ წარმომადგენელმა ა---------– მ–-----–---–ის 2016 წლის 21 ოქტომბრის განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 216-217).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 263).
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ 03.11.2016 წლის შემოვლის ფურცელი თანდართული მასალით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 265-296).
2016 წლის 15 ნოემბერს ა---------– მ–-----–---–მა სარეგისტრაციო წარმოებას დაურთო პირადი განცხადება და „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ 2001 წლის 14 დეკემბრის წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 21 ნოემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------07 გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ განცხადებას არ ერთოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აგრეთვე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.
2016 წლის 24 ნოემბერს ა---------– მ–-----–---–მა სარეგისტრაციო წარმოებას დაურთო „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ 1995 წლის წესდების დამოწმებული ასლი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ნოემბრის №8------------09 ინფორმაციით, შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის წარმომადგენლის ა---------– მ–-----–---–ის 15.11.2016 წლის განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 301-311).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
2016 წლის 21 ნოემბრის N8------------07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 313-314).
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის წარმომადგენლის ა---------– მ–-----–---–ის 24.11.2016 წლის განცხადების მიღების ბარათი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 315-316).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ნოემბრის №8------------
09 ინფორმაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 336).
„საქართველო მო-------------------------თს ასოციაცია მ------–---ის“ წარმომადგენელმა, ა---------– მ–-----–---–მა 2016 წლის 5 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №3-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გაასაჩივრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 21 ნოემბრის №8------------07 გადაწყვეტილება და 2016 წლის 30 ნოემბრის №8------------09 ინფორმაციის გაცემა, ასევე მოითხოვა უძრავ ნივთზე „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2017 წლის N1---- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 27.10.2016 წ. №8------------03 და 09.11.2016წ. №8------------05, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 21.11.2016 წ. №8------------07 გადაწყვეტილებები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამ აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 16 თებერვალს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8------------11 გადაწყვეტილება;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის წარმომადგენლის ა---------– მ–-----–---–ის 05.12.2016 წლის საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 195-197).
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.01.2017 წლის N1---- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 206-212).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017 წლის N8------------11 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 21).
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 16 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილებაზე, 2017 წლის 28 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.03.20117 წლის N1----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის წარმომადგენლის ა---------– მ–-----–---–ის 28.02.2017 წლის საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 111-114).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.03.20117 წლის N1----- გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 122-129).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, მიუთითა კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლი თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის ის განმარტება, რომ შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის აუცილებელია მითითებული მუხლით განსაზღვრული პირობების კუმულაციურად არსებობა, თუმცა არ გაიზიარა განმარტება კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლებისა და უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საფუძვლების არარსებობის თაობაზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 მაისის №8-------------- გადაწყვეტილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილების გამოცემის ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მითითებულ პერიოდში არ დგინდებოდა საქართველოს მ------------------------------ კლუბების ასოციაცია ,,მ------–---ისა“ და მ------------------------------ საზოგადოების კავშირის სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულიც კი იქნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1980 წელის N8- ბრძანების თანახმად სსრ მო-------------------------თა კავშირს გამოეყო წ--–--ის სატყეო მიწებიდან 25 ჰექტარი მიწა. შესაბამისად N8- ბრძანება რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა 1980 წელს არსებულ სსრ მ------------------------------ კავშირს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარეგისტრაციო სამსახურში უნდა წარმოდგენილიყო განმცხადებლის (აიპ საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის ს/კ 2--------) საკუთრების უფლების დამდგენი ან/და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ განცხადებელი წარმოადგენს სსპ მ------------------------------ კავშირის უფლებამონაცვლეს (მათ შორის სარეგისტრაციო უფლების ობიექტის ნაწილში).
ამდენად, იმ პირობებში როდესაც ვერ დგინდებოდა ზემოაღნიშნულ ორ სუბიექტს შორის სამართალმემკვიდრეობის საკითხი, ბუნებრივია, რომ რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოპასუხისავე განმარტებით, რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა 1980 წელს არსებული სსრ მ------------------------------ კავშირს, საკუთრების უფლების დამდგენი ვერ იქნებოდა მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ისათვის“, რის გამოც იმ პერიოდისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სავსებით საფუძვლიანად მოსთხოვა განმცხადებელს წარედგინა სამართალმემკვიდრეობის დოკუმენტი ან/და უფლების დამდგენი დოკუმეტი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც დატოვებული იქნა უცლელად სასამართლების მიერაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის უფლებამონაცვლეობის საკითხს (იხ. მოპასუხის წარმომადფგენლის განმარტება 14.02.2018წ. სხდომის ოქმი 14:25:55) დაუსაბუთებელად მიიჩნია განმარტება 102-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის თაობაზე.
საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოპასუხის აპელირება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობასთან დაკავშირებითაც (მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის შესახებ) და განმარტა, რომ ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში 2011 წელს წარდგენილი დოკუმენტები მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ისათვის“, როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირისთვის, არ წარმოადგენდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტებს, გამომდინარეობდა სწორედ იმ გარემოებიდან, რომ არ იყო დადგენილი მისი სამართალმემკვიდრეობის საკითხი. შესაბამისად იმ პირობებში თუ სამართალმემკვიდრეობის ფაქტს სადავოდ არ ხდის მოპასუხე მხარე, შეუძლებელია სასამართლოების მიერ დადგენილმა ფაქტებმა პრეიუდიციული ძალა იქონიონ მ------------------------------ კავშირის უფლებამონაცვლის მიმართ.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელეს ამოწურული აქვს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით იურიდიული პირებისათვის დადგენილი ვადა (2012 წლის 1 იანვრამდე. კანონის მე-74 მუხლი), რადგან 2016 წლის 21 ოქტომბრის განცხადებით მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 25 ოქტომბის განცხადებაზე შეწყვეტილი წარმოების განახლებას, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელია მისი მოთხოვნა ჩაითვალოს ხანდაზმულად, მითუფრო თუ გათვალისწინებული იქნება ის გარემოება, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე მოსარჩელე სხვადასხვა ზომებს მიმართავდა თავისი ინტერესის დასაკმაყოფილებლად და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წლის 25 თებერვალს გადაეცა არქივში დაცული 1996 წლის 1----------ის N3--- წესდების დამოწმებული ასლი (რის შემდეგად 2016 წლის 29 თებერვალს ისევ მიმართა საჯარო რეესტრს ის. გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტი), ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრის მიმართვით გადაეცა 1995 წლის 09 თებერვლის N1--- დადგენილებით რეგისტრირებული საქართველოს მ------------------------------ საზოგადოების კავშირის წესდების ასლი. (იხ. ტ.1. ს.ფ. 239; 318).
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017 წლის N 8------------11) გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1--------ის №1---- გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მე-3 პუნქტი) ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობა ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 იანვრის №1---- გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველს, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
იმდენად, რამდენადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის საფუძველზეც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. შესაბამისად, ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №1----- გადაწყვეტილებაც, რომლითაც საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ წარმომადგენელს ა---------– მ–-----–---–ს უარი ეთქვა 2017 წლის 28 თებერვლის №8------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნაზე - დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ მოთხოვნის დაკმაყოფლების (საკუთრების აღიარება/აღრიცხვა) თაობაზე არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა თავის თავში მოიცავს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების მოთხოვნასთან მიმართებაში სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, მასში მითითებული ფაქტების/გარემოების გამოკვლევას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, რომელიც მან უნდა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ორი საფუძვლით: წარსადგენი იყო მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2011 წელს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ იყო საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი. ამდენად, წარმომადგენლის განმარტებით, ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ არის მიწაზე საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა და მხოლოდ ააიპ „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ სამართალმემკვიდრეობის /უფლებამონაცვლეობის ფაქტის არსებობა საქართველოს მ------------------------------ კავშირთან მიმართებით არ წარმოადგენს განცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
აპელანტის განმარტებით, საქმის გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №1---- (11.01.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №8------------03 (27.10.2016) და №8------------05 (09.11.2016), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8------------07 (21.11.2016) გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამ აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად.
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №8------------11 (16.02.2017) გადაწყვეტილება №8------- (28.02.2017) ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; მოთხოვნილ იქნა გასაჩივრებული აქტის გაუქმება და უძრავ ნივთზე „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ უფლების რეგისტრაცია.
აპელანტი მიუთითებს, რომ №8------- (28.02.2017) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში 2017 წლის 28 თებერვალს წარდგენილ №8------- განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართულ სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1998 წლის 23 სექტემბრის №0-------- დოკუმენტზე. აღნიშნული დოკუმენტის ასლი წარდგენილია №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ 1997 წლის აგვისტოს შემდგომ მეურნეობას ბიუჯეტში თანხა არ გადაუხდია. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ასევე არ წარმოადგენდა განცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, განმცხადებლის მიერ მითითებული, №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი და №8------- (28.02.2017) ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე, არ წარმოადგენს განცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აპელანტს ცალსახად მიაჩნია, რომ 2017 წლის 1--------ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №1---- გადაწყვეტილების მესამე პუნქტის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად წარმოადგენდა ააიპ „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ სამართალმემკვიდრეობის/უფლებამონაცვლეობის ფაქტის არსებობა საქართველოს მ------------------------------ კავშირთან მიმართებით განცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს და რამდენად სწორად უთხრა მარეგისტრირებელმა ორგანომ 2017 წლის 16 თებერვლის N8------------11 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს რეგისტრაციაზე უარი.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის უფლებამონაცვლეობის საკითხს დაუსაბუთებელია მისი განმარტება 102-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის თაობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული შეფასება არასწორია, ვინაიდან 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში სასამართლო ცალსახად განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მით უფრო, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა თუ რა დოკუმენტი წარადგინა დამატებით N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე მოსარჩელემ და იყო თუ არა იგი მისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემის საფუძველი. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავად უთითებს დადგენილ გარემოებად, რომ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით მხოლოდდამხოლოდ უფლებამონაცვლეობის საკითხი დგინდებოდა.
აპელანტისათვის გაუგებარია თუ რატომ გააკეთა სასამართლომ №8-------------- გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია და კუმულატიური პირობა გადააქცია ალტერნატიულად მაშინ, როდესაც აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი იყო სასამართლოში რომლის შინაარსი სიტყვასიტყვით გადმოსცემს, რომ: "საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად", კერძოდ წარმოსადგენია მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება რომ საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ი არის სამართალმემკვიდრე საქართველოს მ------------------------------ კავშირისა, შესაბამისად წარმოსადგენია უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტები."
რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ამოწურული აქვს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით იურიდიული პირებისათვის დადგენილი ვადა, აპელანტი მიიჩნევს უსაფუძვლოდა და განმარტავს, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 1--------ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ №1---- გადაწყვეტილებით პირიქით, გაუქმდა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ №8------------07 (21.11.2016) გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად მხარის აღნიშნული მოთხოვნა აპელანტს მიაჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. წარმომადგენლის განმარტებით, სადავო არ იყო არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, დავა იყო სამართლებრივი შეფასების ნაწილი, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და არ არსებობდა არსებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ხელის შემშლელი გარემოება. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, წარმომადგენელს დაუშვებლად მიაჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით საქმის უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება- მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ვ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ3) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მოთხოვნა იდენტურია იმ მოთხოვნისა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ განცხადებაზე, 2012 წლის 15 მარტს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილებაში კი განმარტებული იქნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1980 წელის N8- ბრძანების თანახმად, სსრ მ------------------------------ კავშირს გამოეყო წ--–--ის სატყეო მიწებიდან 25 ჰექტარი მიწა. შესაბამისად, N8- ბრძანება რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა 1980 წელს არსებულ სსრ მ------------------------------ კავშირს. შესაბამისად, ვინაიდან იმ დროისთვის განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან ვერც უშუალოდ მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ მიერ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნა წარდგენილი, საჯარო რეესტრმა განმცხადებელს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინებების) შედეგად უცვლელად იქნა დატოვებული.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს, მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ის“ წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 0--------- წლის N546 წერილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 1996 წლის 14 ნოემბრის N3--- დადგენილებით რეგისტრირებული ,,საქართველოს მ------------------------------ კლუბების ასოციაცია ,,მ------–---ის’’ წესდების’’ სათანადო წესით დამოწმებული ასლი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- (25.12.2011) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8-------------- (15.03.2012) გადაწყვეტილებების ასლები და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.07.2016 წლის განჩინება საქმეზე №4336-16, „საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია მ------–---ის“ 1995 წლისა და 1996 წლის წესდებების ასლები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის 25 ოქტომბრის N8----------- განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1--------ის, 16 თებერვლისა და 28 მარტის გადაწყვეტილებებით (სადავო გადაწყვეტილებები), ისე რომ სადავოდ არ გაუხდია საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ სამართლმემკვიდრეობის ფაქტი, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით: „2011 წელს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ იყო საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. ამდენად ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ არის მიწაზე საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა და მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ი“ სამართალმემკვიდრეობის/ უფლებამონაცვლეობის ფაქტის არსებობა საქართველოს მ----------------------------ეთა კავშირთან მიმართებით არ წარმოადგენს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა, მოპასუხე მხარის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის განმარტება, რომ შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის აუცილებელია მითითებული მუხლით განსაზღვრული პირობების კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, იმისათვის რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდეს, სახეზე უნდა იყოს ახლად გამოვლენილი გარემოება და ასევე ეს ახალი გარემოება, უნდა განაპირობებდეს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური აქტის გამოცემას, თუმცა ასევე მართებულად არ გაიზიარა განმარტება კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლებისა და უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საფუძვლების არარსებობის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.12.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 მაისის №8-------------- გადაწყვეტილების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის N5---- გადაწყვეტილების გამოცემის ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მითითებულ პერიოდში არ დგინდებოდა საქართველოს მ------------------------------ კლუბების ასოციაცია ,,მ------–---ისა“ და მ------------------------------ საზოგადოების კავშირის სამართალმემკვიდრეობის ფაქტი, უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულიც კი იქნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1980 წელის N8- ბრძანების თანახმად, სსრ მო-------------------------თა კავშირს გამოეყო წ--–--ის სატყეო მიწებიდან 25 ჰექტარი მიწა. შესაბამისად N8- ბრძანება რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა 1980 წელს არსებულ სსრ მ------------------------------ კავშირს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარეგისტრაციო სამსახურში უნდა წარმოდგენილიყო განმცხადებლის (აიპ საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის ს/კ 2--------) საკუთრების უფლების დამდგენი ან/და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ განცხადებელი წარმოადგენს სსპ მ------------------------------ კავშირის უფლებამონაცვლეს (მათ შორის სარეგისტრაციო უფლების ობიექტის ნაწილში).
ამდენად, იმ პირობებში როდესაც ვერ დგინდებოდა ზემოაღნიშნულ ორ სუბიექტს შორის სამართალმემკვიდრეობის საკითხი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ბუნებრივია, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოპასუხისავე განმარტებით, რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა 1980 წელს არსებული სსრ მ------------------------------ კავშირს, საკუთრების უფლების დამდგენი ვერ იქნებოდა მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ისათვის“, რის გამოც იმ პერიოდისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სავსებით საფუძვლიანად მოსთხოვა განმცხადებელს წარედგინა სამართალმემკვიდრეობის დოკუმენტი ან/და უფლების დამდგენი დოკუმეტი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც დატოვებული იქნა უცვლელად სასამართლების მიერაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის უფლებამონაცვლეობის საკითხს, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია განმარტება 102-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის თაობაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობასთან დაკავშირებითაც (მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის შესახებ), რადგან ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში 2011 წელს წარდგენილი დოკუმენტები მ------------------------------ ასოციაცია „მ------–---ისათვის“, როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირისთვის, არ წარმოადგენდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტებს, გამომდინარეობდა სწორედ იმ გარემოებიდან, რომ არ იყო დადგენილი მისი სამართალმემკვიდრეობის საკითხი. შესაბამისად იმ პირობებში თუ სამართალმემკვიდრეობის ფაქტს სადავოდ არ ხდის მოპასუხე მხარე, შეუძლებელია სასამართლოების მიერ დადგენილმა ფაქტებმა პრეიუდიციული ძალა იქონიონ მ------------------------------ კავშირის უფლებამონაცვლის მიმართ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მოსაზრებაზე, რომელიც მიუთითებს რომ, ის გარემოება, რომ მხოლოდ ააიპ „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ სამართალმემკვიდრეობის /უფლებამონაცვლეობის ფაქტის არსებობა საქართველოს მ------------------------------ კავშირთან მიმართებით არ წარმოადგენს განცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ასკვნის რომ, იმ პირობებში როდესაც ააიპ „საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია მ------–---ის“ საქართველოს მ------------------------------ კავშირის სამართალმემკვიდრედ მიჩნევის საკითხი სადავოდ აღარ არის გამხდარი, ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტების მისი სამართალმემკვიდრის სახელზე მიწის რეგისტრაციისათვის არასაკმარისობა არცერთი აქტით არარის ნამსჯელი და შეფასებული. სააპელაცო პალატის მითითებით, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სარეგისტრაციო ორგანოს მიერ უნდა შეფასდეს საქართველოს მ------------------------------ კავშირის სახელზე გაცემული აქტები არის თუ არა საკმარისი მისი სამართალმემკვიდრის სახელზე მიწის რეგისტრაციისათვის და მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთდეს, რაც დღემდე არ არის გაკეთებული.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელეს ამოწურული აქვს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით იურიდიული პირებისათვის დადგენილი ვადა, რადგან 2016 წლის 21 ოქტომბრის განცხადებით მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 25 ოქტომბრის განცხადებაზე შეწყვეტილი წარმოების განახლებას, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელია მისი მოთხოვნა ჩაითვალოს ხანდაზმულად, მითუფრო თუ გათვალისწინებული იქნება ის გარემოება, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე მოსარჩელე სხვადასხვა ზომებს მიმართავდა თავისი ინტერესის დასაკმაყოფილებლად და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წლის 25 თებერვალს გადაეცა არქივში დაცული 1996 წლის 1----------ის N3--- წესდების დამოწმებული ასლი (რის შემდეგად 2016 წლის 29 თებერვალს ისევ მიმართა საჯარო რეესტრს, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრის მიმართვით გადაეცა 1995 წლის 09 თებერვლის N1--- დადგენილებით რეგისტრირებული საქართველოს მ------------------------------ საზოგადოების კავშირის წესდების ასლი.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017 წლის N 8------------11) გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ხოლო რაც შეეხება, მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1--------ის №1---- გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მე-3 პუნქტი) ბათილად ცნობისა და და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 18--ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობა ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 იანვრის №1---- გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველს, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №8------------11 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად. შესაბამისად, მართებულად ცნო ბათილად სასამართლომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №1----- გადაწყვეტილებაც, რომლითაც საქართველოს მ------------------------------ ასოციაცია ,,მ------–---ის’’ წარმომადგენელს ა---------– მ–-----–---–ს უარი ეთქვა 2017 წლის 28 თებერვლის №8------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ ძალაში უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. პროცესის ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი