განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
140310018002452840
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3419-18

N140310018002452840

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----- ბ---------–---–ი

წარმომადგენელი - ბ--- მ----–---–ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

მესამე პირი - ნ---- მ------–---–ი

წარმომადგენელი - ნ---- ბ---------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ----- ბ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8 ივნისის 0------ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 01 აგვისტოს №0---------გ გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრს მ----- ბ---------–---–ზე გასცეს ინფორმაცია ნ---- მ------–---–ის ქ. ც------–ში, №8 ივნისის №1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2017 წლის 22 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს №9---- განცხადებით და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა ნ---- მ------–---–ის ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ.№1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ,,ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კანონით ეკისრებოდა” არ წარადგინა. ამ შემთხვევაში - მ----- ბ---------–---–ის უფლებამოსილების საფუძველი აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, რადგან მოთხოვნილი იყო ნ---- მ------–---–ის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა (რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ). ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით წარედგინა დოკუმენტები. მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა წერილობითი განმარტება, რომ საცხოვრებელი ბინა (ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. №1---ში) და ყველა დოკუმენტი ხანძრის შედეგად განადგურდა, შესაბამისად არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილევლად დატოვების შესახებ. სამსახურმა 2017 წლის 8 ივნისს მიიღო 0------ გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 17-18).

 

1.2.2. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისს გამართა ზეპირი მოსმენა, არ დააკმაყოფილა საჩივარი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5-ე მუხლების შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 19-21).

 

1.2.3. მ----- ბ---------–---–ი რეგისტრირებულია ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. 1---ში. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.06.2000. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, სოფელი ბ-------ი, ბინა N7-, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მ----- ბ---------–---–ზე, 2012 წლის 6 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 24, 43)

 

1.2.4. ნ---- მ------–---–ი რეგისტრირებულია ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. 1---ში. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 1---------წ. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს. ბ-------ი, ბინა N7-. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე აღნიშნულია - ქ. ც------–ი, 8 ივნისის ქ. 1--. დევნილობის თარიღია 2008 წელი (ტ.1, ს.ფ. 25, 57)

 

1.2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ----- ბ---------–---–ის საკასაციო საჩივარი (სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა ნ---- მ------–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას და მის ამორიცხვას სარეგისტრაციო ნომრიდან, რომელიც მიანიჭეს მ----- ბ---------–---–ს)

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. მითითებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეებისა და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად ჰქონდა მ----- ბ---------–---–ს ნ---- მ------–---–ის შეხებ არსებული ინფორმაციის მიღების უფლება და რამდენად უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული ორგანო გაეცა პერსონალური ინფორმაცია.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლით განსაზღვრულია პეროსნალური მონაცემი: ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირადაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის -მე4 -ე მუხლში ჩამოთვლილიამ ონაცემთა დამუშავების პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი; დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს; ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით: მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- ბ---------–---–ი რეგისტრირებულია ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. 1---ში. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.06.2000. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს. ბ-------ი, სახ. N7-, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მ----- ბ---------–---–ზე, 2012 წლის 6 ივლისს. ნ---- მ------–---–ი რეგისტრირებულია ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. 1---ში. რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 1---------წ. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ს. ბ-------ი, სახ. N7-. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე აღნიშნულია - ქ. ც------–ი, 8 ივნისის ქ. 1--. დევნილად გახდომის თარიღია 2008 წელი. მოსარჩელე და მესამე პირი რეგისტრირებულნი არიან ერთსა და იმავე მისამართზე. სწორედ ამ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის თაობაზე მოითხოვა მ----- ბ---------–---–მა ინფორმაცია და უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ,,ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კანონით ეკისრებოდა” არ წარადგინა. ამ შემთხვევაში - მ----- ბ---------–---–ის უფლებამოსილების საფუძველი აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ, რაც საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს გულისხმობდა. ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა განპირობებული იყო ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას განსაზღვრული საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის საჭიროების გამო. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ამავე წესით დადგენილი მეორე მოთხოვნა: პირის რეგისტრაციისათვის საკმარისია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.გ”პუნქტის მიხედვით, ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციას იმ პირის რეგისტრაციის შესახებ, რომელთან ერთად არის რეგისტრირებული ერთსა და იმავე მისამართზე. ამასთან იმ პირობებში, როდესაც 2 მოწმის წერილობით და დასაბუთებული დასტურის არსებობის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირება, არ უნდა შეიზღუდოს პირის უფლება გაარკვიოს ვინ და რა საფუძვლით დარეგისტრირდა მის მისამართზე. კანონის არასწორად გამოყენების თავიდან ასარიდებლად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონიერი ინტერესს - მიიღონ ინფორმაცია მათ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში მ----- ბ---------–---–ის კანონიერი ინტერესის დაცვა მოიპოვოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, აღემატება მესამე პირის კანონიერ ინტერესს მისი თანხმობის გარეშე არ გაიცეს ამგვარი მონაცემები. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების დასახელება, რომელსაც იგი მხოლოდ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიღებით შეძლებდა. მ----- ბ---------–---–მა ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ იგი ვერ ახერხებდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას და მონაცემების დამუშავება სჭირდებოდა შელახული საკუთრების უფლების აღსადგენად, რაც კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს და რაც შეესაბამება ,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის ,,ბ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.

 

აქედან გამოდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0------ გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს №0---------გ გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი და ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს მოპასუხეზე გასცეს ინფორმაცია ნ---- მ------–---–ის ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. N1---ში რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან/და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ საქმე განიხილა კანონმდებლობის ნორმების დარღვევით, არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი. მ----- ბ---------–---–ის წარმომადგენელმა 2017 წლის 22 მაისის N9---- განცხადებით მიმართა სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა პერსონალური ინფორმაციის შემცველი, ნ---- მ------–---–ის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა. სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 მაისის N7-/5/გ გადაწყვეტილებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამავე წლის 6 ივნისის N1----- განცხადებით მ----- ბ---------–---–ის წარმომადგენელმა თ-----ა გ------ამ სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს აცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ესაჭიროებოდა ნ---- მ------–---–ისათვის უკანონოდ მინიჭებული დევნილის სტატუსის შესაწყვეტად და მისი მარწმუნებლის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენდა, რადგან მას ც------–ის დატოვება მოუხდა 1991 წელს და ყველა საბუთთან ერთად დაეწვა ბინა, შესაბამისად, მისთვის შეუძლებელი იყო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განცხადების განსახილველად საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, 2017 წლის 08 ივნისის N7-/8/გ გადაწყვეტილებით მ----- ბ---------–---–ის წარმომადგენლის - თ-----ა გ------ას 2017 წლის 22 მაისის N9---- განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად. სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს N0---------გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ----- ბ---------–---–ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა 08.06.2017წ. გადაწყვეტილება.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ჩანაწერი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლების უფლებას, რომელიც არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია, თუ ეს გამოწვეულია ინფორმაციის მიმღები პირის, მესამე პირის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მაღალი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით რეგლამენტირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ, როგორც პოზიტიური ვალდებულების შესახებ, რომ სახელმწიფომ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი არ გულისხმობს სხივისი უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს არამხოლოდ მ----- ბ---------–---–ის კანონით დაცული ინტერესი, არამედ ნ---- მ------–---–ის კანონით დაცული ინტერესიც. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილებით არასწორად შეაფასა პერსონალური მონაცემების დამუშავების კონსტიტუციით დადგენილ ლეგიტიმური მიზანი და არ შეაფასა/გაითვალისწინა, რამდენად პროპორციული იქნებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვა პირის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28.1 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამავე კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები. კანონის მე-5 მუხლი ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება (მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება), კერძოდ, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად). „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით“; „მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას მ----- ბ---------–---–ის წარმომადგენელს - თ-----ა გ------ას ნ---- მ------–---–ის პერსონალური მონაცემების დამუშავების ზემოთ დასახელებული რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე არ მიუთითებია, შესაბამისად გარდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არარსებობისა, მისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, დაირღვეოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებიც. განმცხადებელმა ვერ შეძლო კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების დასახელება, რომლის მიღწევასაც იგი მხოლოდ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიღებით შეძლებდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 27 ივლისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანება, რომლითაც რეგულირებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთობები. დავის საგანი არის პირის მიმართ არსებული პერსონალური ინფორმაციის გაცემა და არა ის, თუ რამდენად დაცული იყო რეგისტრაციის პირობები, ვინაიდან გამოყენებული N98 ბრძანების მე-11 მუხლის "ბ.გ" ქვეპუნქტი ადგენს პირის მისამართზე რეგისტრაციის ერთ-ერთ პირობას: "ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას)". აპელანტი მიიჩნევს, რომ საყურადღებოა მ----- ბ---------–---–ის სამართლებრივი ინტერესი, როდესაც იგი ნ---- მ------–---–ის შესახებ პერსონალურ მონაცემს ითხოვს იმის გამო, რომ ნ---- მ------–---–მა არასწორად/უკანონოდ მიიღო ლტოლვილის სტატუსი და სწორედ აღნიშნულის დასამტკიცებლად მიმართა სააგენტოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინება (N-----------კ-15), საიდანაც ირკვევა, რომ მ----- ბ---------–---–ის წინააღმდეგ 2014 წლის 19 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ----- ბ---------–---–ის სარჩელი, ნ---- მ------–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, რომელიც ძალაში დარჩა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გორის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 17.2 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო 17.5 მუხლის შესაბამისად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად (ამავე შინაარსს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის კონსტიტუციის 24-ე მუხლი). 18.2 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. 18.3 მუხლის თანახმად კი, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად (ამავე შინაარსის იყო სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის კონსტიტუციის 41-ე მუხლი).

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული კოდექსის 28.1 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. ამასთანავე, კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. 271 მუხლი კი, მიუთითებს, რომ პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემად მიჩნეულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად. „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. მითითებული კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: 1. როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ან 2. როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამასთანავე, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით, კანონი ერთის მხრივ ადგენს, რომ ამგვარი მონაცემების დამუშავება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მეორეს მხრივ, ადგენს შემთხვევას, როდესაც მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებით, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე იქნა მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებას უნდა შეეფასებინა, ამ პირობებში, არსებობდა თუ არა მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა, განმცხადებლის კანონიერი ინტერესების დასაცავად და აღემატებოდა თუ არა აღნიშნული ინტერესი მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----- ბ---------–---–ი და ნ---- მ------–---–ი რეგისტირებულნი არიან ერთიდაიგივე მისამართზე: ქ. ც------–ში, 8 ივნისის ქ. 1---ში. დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულ პირს - ნ---- მ------–---–ს დადასტურებული აქვს იძულებით გადაადგილებამდე მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მოსარჩელის ინტერესს ასევე წარმოადგენს, იძულებით გადაადგილებამდე, ამავე მისამართზე მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. მოსარჩელის მხრიდან ნ---- ბ---------–---–ის მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლების ამსახველი დოკუმენტაციის მიღების მიზანი უკავშირდება უფლებას, მოსარჩელე დარწმუნდეს მესამე პირის რეგისტრაციის კანონიერებაში - იცოდეს, რა საფუძვლით დარეგისტრირდა მისივე რეგისტრაციის მისამართზე ნ---- მ------–---–ი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის არასწორად გამოყენების თავიდან ასარიდებლად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იძულებით გადაადგილებული პირის კანონიერ ინტერესს - მიიღოს ინფორმაცია მის მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ, მ----- ბ---------–---–ის ინტერესი -მოიპოვოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, აღემატება მესამე პირის კანონიერ ინტერესს, მისი თანხმობის გარეშე არ გაიცეს ამგვარი მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ადასტურებს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნების არსებობას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სააგენტოში დაცული ინფორმაციის მიღებით, მ----- ბ---------–---–ს მონაცემების დამუშავება სჭირდება შესაძლო საკუთრების უფლების დასადასტურებლად (აღსადგენად), რაც კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს და შესაბამისობაშა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტთან, ასევე მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 8 ივნისის 0------ გადაწყვეტილება, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის პირველი აგვისტოს №0---------გ გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს ც------–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე