მუხლი 335. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 335-ე მუხლი · სსსკ 335
თავი XXXIX — დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)
განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადებს დაკარგულ საბუთს. ეს გადაწყვეტილება უფლებას აძლევს განმცხადებელს, მიიღოს ანაბარი ან ახალი საბუთი ძალადაკარგულად გამოცხადებული საბუთის ნაცვლად.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 335-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან 25.09.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეა მეწარმე სუბიექტი, რომელიც გამსესხებელია, ხოლო მსესხებელია კასატორი, რომელიც ფიზიკური პირია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 335, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-335/