1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა 1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს მოქალაქეებფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს სამტკიცებუთლებები, ისინი ვალდებულნი არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. 2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა დესასამართლოს მოთხოვნაც წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ არ არის შესრულებული სასამართლოს მიერ ოთხოვნა არასაპატიოდ მიჩნეული მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს შესაბამისად აჯარიმებს 10150 ლარით. 3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს მოქალაქეს ან შესაბამის თანამდებობის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან. 4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირებს პირველი ჯარიმის ხუთსამმაგი ოდენობით. 5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, ან, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმას სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(41)
- საქმე №ას-1405-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
…წერილობითი მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება, დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, „ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო…
- საქმე №ბს-681(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
…საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე, 123-ე, 127-ე, 136-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 11 მარტს მიიღო №შ-54/21 დადგენილება…
- საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…წარდგენას; 20.3. საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის საკითხზე მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მოსარჩელე მტკიცების ტვირთისგან სრულად გაეთავისუფლებინა. თუნდაც ეს ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის…
- საქმე №ას-761-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
…წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ მოპასუხეებს, როგორც სადავო საცხოვრებელი სადგომის რეგისტრირებულ მესაკუთრეებს, საქმეში წარდგენილი არ არის და მოპასუხეები უარს აცხადებენ მის წარდგენაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ მოსარჩელე თავისუფლდება საბინაო წიგნში…
- საქმე №ას-303-303-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
…სასამართლომ: მისი ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, რეალური ვითარების გადმოცემის შეუძლებლობა, თანხის ნაწილის ხან პირველი და ხან მეორე მოპასუხისათვის გადაცემა და ბანკის მხრიდან დაზღვევის მასალების წარდგენის შეუძლებლობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მართლაც უბრუნებს მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს და გაზიარებადს ხდის მოპასუხის შედავებას თანხის…
- საქმე №ას-1940-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2019
- საქმე №ას-619-619-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
- საქმე №ას-1294-1214-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2018
- საქმე №ას-917-857-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2017
- საქმე №ას-263-251-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-692-663-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2016
- საქმე №ას-323-308-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2016
- საქმე №ას-378-359-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2015
- საქმე №ას-1000-957-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2015
- საქმე №ას-1017-960-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2015
- საქმე №ას-893-851-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2014
- საქმე №ას-1235-1164-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2013
- საქმე №ას-356-336-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
- საქმე №ბს-1048-1006(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
- საქმე №ას-810-1097-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2010
- საქმე №ას-689-910-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2009
- საქმე №ას-861-1075-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2009
- საქმე №ბს-1303-1263(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2009
- საქმე №ას-62-346-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2008
- საქმე №ბს-150-146(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ბს-921-883(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2008
- საქმე №ბს-782-744(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2008
- საქმე №ბს-766-728(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2007
- საქმე №ბს-114-107(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2006
- საქმე №ბს-173-163(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2006
- საქმე №3გ/ად-234-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2002
- საქმე №ას-868-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001975741 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2018
- საქმე №330310016001521075 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №110210115001077406 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №020210119002166502 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №050310017002210895 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №210210016001510287 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.01.2018
- საქმე №330210018002446747 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.