გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
010210116001509226
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210116001509226

119გ/2017 (2-2962/16)

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29/01/2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

განმცხადებელი - სს თ----------ი

წარმომადგენელი - თ--------------

მოპასუხე - ზ-----------------ე

მოთხოვნა- უსწორობის გასწორება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სს ”თ----------მა” სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ზ-----------------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს:

- 2007 წლის 20 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის, 2946.97 ლარის გადახდა.

- 2016 წლის 23 აგვისტოდან ძირ თანხაზე - 2249.07 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 21 %-ის ანუ თვეში 39.35 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს ”თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ-----------------ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისრა:

· ძირი თანხის - 2249.07 ლარის გადახდა.

· სარგებელის - 227.38 ლარის გადახდა.

· პირგასამტეხლოს სახით - 94.10 ლარის გადახდა.

· 2016 წლის 23 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირი თანხის - 2249.07 ლარის წლიური 9 %-ის ანუ თვეში 16.86 ლარის გადახდა.

მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით დაეკისრა 17.88 ლარის გადახდა. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს. ზ-----------------ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისრა სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 82.93 ლარი (საგადასახადო დავალება N6, გადახდის თარიღი - 14/09/2016 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თ----------ი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150).

 

სს ‘’თ----------მა’’ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. განმარტა, რომ მასში არ არის ასახული იურიდული მომსახურების ხარჯი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასური - 20 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

სასამართლომ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაადგინა, რომ სს ‘’თ----------ს’’ საქმის წარმოებისათვის გაწეული აქვს იურიდიული მომსახურების ხარჯი. მხარეთა შორის მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 214.55 ლარით. იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაში ნამსჯელები არარის. ასევე არ არის მასში ნამსჯელი 20/09/2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (აკრძალვისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 20 ლარი.

 

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ იურიდიული მომსახურების და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (აკრძალვისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება. სასამართლო ამ მოსაზრებამდ,ე მივიდა შემდეგი არგუმენტების დასაბუთებით:

საქ. სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტით ,,გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე მუხლის 31-ე პუნქტით ,,ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას”.

 

დადგენილია ის საკითხი, რომ გადაწყვეტილებით სრულყოფილად არ არის გადაწყვეტილი სასამართლო ხარჯების საკითხი. სასამართლომ გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ხარჯის საკითხი, მაგრამ არ გადაწყვიტა იურიდიული მომსახურების და საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საკითხი, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ იურიდიულ მომსახურებაში გადაიხადა 214.55 ლარი და საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციაში გადაიხდა 20 ლარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირევლი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 214.55 ლარის და საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 20 ლარის დაკისრების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის შინაარსიდან და სირთულიდან გამომდინარე იურიდიული მომსახურების ხარჯების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების პროპორციულდა. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯისაგან უნდა ანაზღაურდეს - 200 ლარი. ასევე უნდა ანაზღაურდეს საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილი 20 ლარი. მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 46-ე, 53-ე, 244-ე, 248-249-ე და 261-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქმეზე მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

2. ზ-----------------ეს სს ”თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის და საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება.

3. მხარეებს გაეგზავნოს დამატებითი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე