განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
020210018001913376
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018001913376

საქმე№2/ბ-120-2018

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე,სიმონ ჩხაიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ--. ა-------ი“

წარმომადგენელი - პ----- ლ---–----ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ ,,ზ---- ჯ---–--“

წარმომადგენელი - ბ------ ყ-----–---–ი

დავის საგანი-თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

2.1.1.2017 წლის 05 მაისს შპს ,,ჯ--. ა-------მა“ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი/მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ მიმართ 16 700 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1.2. 2-----–-–--------------ს მოსარჩელემ მოპასუხესთან გააფორმა საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე(შპს ,,ჯ--. ა-------ი“) კისრულობდა ვალდებულებას ეწარმოებინა კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებისა და კომპანიის წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.

 

2.1.3. ხელშეკრულების 7.7. და 7.8. პუნქტებით გათვალისწინებული დათქმების თანახმად დამკვეთმა - ი.მ. ,,ზ---- ჯ---–--მ“ აიღო ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ან/და შეწყვეტიდან 18 თვის განმავლობაში არ გააფორმებდა ხელშეკრულებას ანალოგიურ მომსახურებაზე იმ იურიდიულ პირებთან, რომლებშიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მუშაობდა შემსრულებლის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს.

 

2.1.4.მხარეთა შორის ხელშეკრულება შეეწყვეტილ იქნა 2016 წლის 01ივნისიდან;

 

2.1.5.2014 წლის 24 მარტს რეგისტრირებული იქნა შპს ,,ფ---------ი“, რომლის დამფუძნებლებიც გახლდნენ ზ------ მ---------- და ბ---- ჭ-–--, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს.

 

2.1.6. 2012 წლის 05 დეკემბერს, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ზ------ მ---------- მიღებულ იქნა შპს ,,ჯ--.ა-------ის“ ზუგდიდის ოფისის ა-------ის თანამდებობაზე, 2014 წლის 29 მარტს კი დაინიშნა მთავარი ა-------ორის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 30 დეკემბერს.

 

2.1.7.2012 წლის 01 მარტს ბ---- ჭ-–-- შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული იქნა შპს ,,ჯ--.ა-------ის“ დირექტორის მოადგილის-(ზუგდიდის ოფისის მენეჯერი) თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 31 იანვარს.

 

2.1.8. ,,ჯ--.ა-------სა“ და ი/მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოსარჩელის სახელით მოპასუხისათვის მომსახურების გაწევა წარმოებადა ბ---- ჭ-–--სა და ზ------ მ----------ს მიერ.

 

2.1.9. ი.მ ,,ზ---- ჯ---–--მ“ დაარღვია ხელშეკრულების 7.7. და 7.8. პუნქტებით დადგენილი პირობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ ანალოგიურ მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს ,,ფ---------თან“. სახელდობრ, ზ------ მ----------ს მფლობელობაში არსებულ შპს ,,ჯ--. ა-------ის“ კუთვნილ კომპიუტერში ე.წ. ,,სანაგვე ყუთში“ აღმოჩენილ იქნა შპს ,,ფ---------ის“ ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება შპს ,,ფ---------ის“ მიერ ი.მ. ,,ზ---- ჯ---–--სგან“ გაწეული მომსახურების ღირებულების მიღების ფაქტი, რაც წარმოშობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.9 პუნქტით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის გადახდის დაკისრების საფუძველს, რაც შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარი ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 394-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1.მოპასუხე ი/მ ,,ზ---- ჯ---–--მ“ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას შპს ,,ფ---------თან“ არ დაუდევს იმ სახის მომსახურების გაწევის ხელშეკრულება, რასაც იგი იღებდა შპს ,,ჯ--. ა-------ისგან“, ამდენად ადგილი არ ჰქონია მოსარჩელესთან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა და ზიანის მიყენებას.

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-- სამართლებრივი დასაბუთება

 

შპს ,,ჯ--. ა-------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1 2013 წლის 04 იანვარს შპს ,,ჯ--. ა-------ს“, როგორც ,,შემსრულებელსა“ და ი.მ. ,,ზ---- ჯ---–--ს“, როგორც ,,დამკვეთს“ შორის წერილობით გაფორმდა საბუღალტრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

2.3.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2016 წლის 01 ივნისიდან.

 

2.3.3. 2013 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, სახელდობრ განისაზღვრა , რომ ,,შემსრულებელი“ (შემსრულებლის მიერ მივლინებული პირები) ,,დამკვეთისათვის“ შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს და ფუნქციებს:

 

-აწარმოოს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებისა და კომპანიის წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად;

-უშეცდომოდ და ზედმიწევნით განახორციელოს ყოველდღიური საბუთბრუნვის აღრიცხვა და კონტროლი, ანუ ნებისმიერი საბუთი, რომელიც ასახვას ჰპოვებს კომპანიის ბალანსში, ან სხვა ფინანსურ დოკუმენტში უნდა იქნეს შემოწმებული და დამოწმებული ბუღალტრის მიერ;

-მუდმივად იქონიოს ინფორმაცია კომპანიის ანგარიშებისა და სალაროს ნაშთის შესახებ;

-უზრუნველყოფს სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტისა, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოთხოვნილი დეკლარაციებისა და სხვადასხვა აუცილებელი ფორმების უტყუარი და დროული შევსება და დანიშნულებისამებრ დროულად წარდგენა. აგრეთვე, პარტნიორებთან, მათი მოთხოვნისთანავე ზედმიწევნითი სიზუსტითა და უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს კომპანიის ნებისმიერი ფინანსური ინფორმაცია და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;

-საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში არ დაუშვას კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გახმოვანება;

-კომპანიის გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმებისას სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს წარუდგინოს მათთვის აუცილებელი ინფორმაცია. ამავდროულად, აუცილებლად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს როგორც კომპანიის, ასევე კომპანიის კლიენტების საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

-კომპანიის გეგმიური თუ არაგეგმიური გარეა-------ორული შემოწმებისას (კომპანიის მენეჯმენტთან ერთად), ითანამშრომლოს და ა-------ორულ კომპანიის წარმომადგენლებს დროულად და ზედმიწევნითი სიზუსტით წარუდგინოს ა-------ორული შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ამავდროულად, აუცილებლად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს როგორც კომპანიის, ასევე კომპანიის კლიენტების საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობა (1.1. პუნქტი).

 

2.3.4. 2013 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, სახელდობრ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

-დამკვეთი (ან დამკვეთთან აფილირებული ნებისმიერი სხვა პირი) ვალდებულებას იღებს, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და/ან შეწყვეტიდან 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში არ დაიქირაოს და სამსახური არ შესთავაზოს შემსრულებლის მიერ დაქირავებულ არც ერთ თანამშრომელს, რომელიც ამ ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს.

-დამკვეთი (ან დამკვეთთან აფილირებული ნებისმიერი სხვა პირი) ვალდებულებას იღებს, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და/ან შეწყვეტიდან 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში არ გააფორმოს ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურეობაზე იმ იურიდიულ პირებთან, რომლებშიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მუშაობს შემსრულებლის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს (7.8. პუნქტი);

-იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (ან დამკვეთთან აფილირებული პირი) დაარღვევს ამ მუხლის 7.7 და 7.8 პუნქტის პირობას, მაშინ დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს ის ზარალი, რაც შემსრულებელს მიადგა შემსრულებლის თანამშრომლის (ან თანამშრომლების) დაქირავებასთან და ტრეინინგთან დაკავშირებით, ასევე მისი კლიენტის გადაბირების შედეგად. ერთ შემთხევაში ამგვარი კომპენსაციის თანხა, რომელიც დამკვეთმა უნდა გადაუხადოს შემსრულებელს განსაზღვრულია, როგორც 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, რომელსაც დაემატება დღგ და სხვა გადასახადები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (7.9. პუნქტი).

 

2.3.5. 2012 წლის 05 დეკემბერს, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ზ------ მ---------- მიღებულ იქნა შპს ,,ჯ--.ა-------ის“ ზუგდიდის ოფისის ა-------ის თანამდებობაზე, 2014 წლის 29 მარტს კი დაინიშნა მთავარი ა-------ორის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 30 დეკემბერს.

 

2.3.6. 2012 წლის 01 მარტს ბ---- ჭ-–-- შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული იქნა შპს ,,ჯ--.ა-------ის“ დირექტორის მოადგილის-(ზუგდიდის ოფისის მენეჯერი) თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 31 იანვარს.

 

2.3.7. 2014 წლის 24 მარტიდან მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ფ---------ი“, რომლის პარტნიორები არიან ზ------ მ---------- და ბ---- ჭ-–--.

 

2.3.8. ი.მ. ,,ზ---- ჯ---–--მ“ შპს ,,ფ---------თან“ ორჯერ გააფორმა ხელშეკრულება ა-------ორულ მომსახურებაზე, კერძოდ:

1) 2016 წლის 12 ივლისს დაიდო N-0-------- ხელშეკრულება, რომლითაც შესრულების საგანს წარმოადგენდა ი.მ. ზ---- ჯ---–--ს, როგორც ,,დამკვეთის“ მოთხოვნის შესაბამისად, შპს ,,ფ---------ი“-ს, როგორც ,,შემსრულებლის“ მიერ 11 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწის ფართის, სავაჭრო ფართისა და ინვენტარის ღირებულების განსაზღვრა

2) 2016 წლის 30 ნოემბერს დადებული N-0-------- ხელშეკრულებით, შესრულების საგანს წარმოადგენდა ი.მ. ზ---- ჯ---–--ს, როგორც ,,დამკვეთის“ მოთხოვნის შესაბამისად, შპს ,,ფ---------ი“-ს, როგორც ,,შემსრულებლის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ფართის და საცხოვრებელი სახლის ღირებულების განსაზღვრა.

 

2.3.9. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ი/მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ მიერ მოსარჩელე ,,ჯ-- ა-------თან“ დადებული ხელშეკრულების ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას შპს ,,ფ---------თან“ ადგილი არ ჰქონია, რადგან მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა ხელშეკრულება საბუღალტრო მომსახურების შესახებ, ხოლო შპს ,,ფ---------თან“ - ხელშეკრულებები ა-------ორულ მომსახურებაზე.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.3.10. ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 319-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 629-ე მუხლებზე.

 

2.3.11. სასამართლოს მითითებით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად გარკვეულიყო,რეალურად შესაძლებელი იყო თუ არა მოპასუხეს დაკისრებოდა ხელშეკრულების 7.8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და ასეთი შეფასებისას დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული პუნქტით განსაზღვრული დანათქმი არღვევდა სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს ხელშეკრულების თავისუფლების შესახებ, რაც რეგლამენტირებულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება,რაც მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის ძალითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

2.3.12.სასამართლოს თვალსაზრისით, მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–------------ის საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რომლითაც ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური და ნორმის შინაარსის განმარტების შემდგომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებიდან არ გამომდინარეობს მხარეთა შორის 2-----–-–--------------ს გაფრორმებული საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულების 7.8 პუნქტით გათვალისწინებული დებულება, ამასთან დასძინა, რომ ,მართალია, მხარეებს შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხვიონ სამოქალაქო კოდექსით დადგენილ პირობებს და თავად შეთანხმდნენ მათთვის სასურველ პირობებზე, თუმცა შეთანხმებული პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს.

 

2.3.13 სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7.8 პუნქტის მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, განმარტა, რომ ასეთი უსაფუძვლოდ ზღუდავდა ი.მ. ,,ზ---- ჯ---–--ს“ კანონით მინიჭებულ უფლებას სხვა პირთან ხელშეკრულების დადების თაობაზე, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა ხელშეკრულების თავისუფლების საწყისზე დაყრდნობით, თავისუფლად, დროში შეუზღუდავად და კანონის დაცვით დადოს ნებისმიერი სახის ხელშეკრულება ნებისმიერ პირთან, მათ შორის, შპს ,,ფ---------თანაც“ მიუხედავად იმისა, თუ რა კავშირი გააჩნია ამ უკანასკნელს მოსარჩელესთან.

 

2.3.14.ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობის განვითარების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.8 პუნქტი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ წესს და ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რადგან უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა.

 

2.3.15. ზემოთ აღნიშნულის გარდა, სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა იმ საფუძვლითაც, რომ მოპასუხეს არ დაუღვევია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობა, იმ იურიდიული პირისაგან (,,ფ---------ი“), სადაც დასაქმებულნი იყვნენ მოსარჩელის ყოფილი თანამშრომლები არ მიუღია იმ სახის მომსახურება, რაც მან მიიღო მოსარჩელისგან და დაასკვნა, რომ ამ თვალსაზრისითაც არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი. სახელდობრ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის წინაშე მოპასუხის იმ ვალდებულების არსებობა, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც უნდა მოემსახუროს მოთხოვნილი თანხა. ასეთ ვალდებულებად მოსარჩელის მიერ მიჩნეულია ხელშეკრულების 7.8 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა მასზედ, რომ დამკვეთმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და/ან შეწყვეტიდან 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში არ გააფორმოს ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურეობაზე იმ იურიდიულ პირებთან, რომლებშიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მუშაობს შემსრულებლის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, რადგან მოპასუხე ი/მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ მიერ მოსარჩელე ,,ჯ-- ა-------თთან“ დადებული ხელშეკრულების ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას შპს ,,ფ---------თან“ ადგილი არ ჰქონია.

2.3.16. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს(შეჯიბრობითობის პრინციპი) და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობის 7.7.-7.8. პუნქტების დარღვევა,შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და იგი არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებზე სააპელაციო საჩივრით მითითება წარმოდგენილი არ არის.

 

3.2. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას ხელშეკრულების 7.8 პუნქტით გათვალისწინებულ დათქმის ბათილობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმა შეუძლებელია განხილულ იქნეს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მულხის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სახელშეკრულებო თავისუფლების შემზღუდავი ჩანაწერი, რადგან იგი არ ზღუდავს ხელშეკრულების დადებას და მხოლოდ გარკვეულ სანქციებს აწესებს ამგვარი შინაარსის გარიგების დადებაზე, ამდენად არანაირ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის დარღვევას ადგილი არ აქვს და ამ საფუძვლით გარიგების სადაო მუხლის ბათილად ცნობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

3.3.აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული ანალოგიური ხელშეკრულების შპს ,,ფ---------თან“ გაფორმებას და ამდენად, 2----–-–-------------ს გაფორმებული ხელშეკრულების 7.8. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას.

 

3.4.ზემოაღნიშნულ თვალსაზრის აპელანტი აფუძნებს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებს და განმარტავს, რომ როგორც ბუღალტრული, ასევე ა-------ორული მომსახურება ეხება ფინანსურ ანგარიშგებას და ამდენად, ორივე მომსახურება საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით ერთ კონტექსტში უნდა იქნას განხილული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.2. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.3.1. - 2.3.9. პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.3. პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი/მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ შპს ,,ჯ--. ა-------თან“ საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ასეთის მსგავსი მომსახურება არ მიუღია შპს ,,ფ---------იდან“, რაც უტყუარად დასტურდება არა მხოლოდ თვით ამ ხელშეკრულებათა სახელწოდების (,,საბუღალტრო მომსახურება“, ,,ა-------ორული მომსახურება“), არამედ უპირველესად ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საგანთა სხვადასხვაობით, სახელდობრ გასაწევი,(გაწეული) მომსახურეობის არაერთგვაროვნობით, შესასრულებელი (შესრულებული) სამუშაოს არაიდენტურობით. შესაბამისად სახეზე არაა მხარეთა შორის 2----–-–-------------ს გაფორმებული საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულების 7.7. და 7.8. პირობის დარღვევის ფაქტობრივი გარემოება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.4. პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს . სახელდობრ:

 

4.5. პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.8 პუნქტი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ წესს და ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რადგან განასახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 7.8 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების თავისუფლება გამოიხატება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეების ისეთი სახის უფლებათა თავისუფლად რეალიზებაში, როგორიცაა უფლება თავად განსაზღვრონ დადონ, თუ არ დადონ ხელშეკრულება, თავისუფლად აირჩიონ კონტრაჰენტი, თავად აირჩიონ ხელშეკრულების სახე, რომლითაც მათ უნდათ დაამყარონ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები,თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და.ა.შ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დეფინიციაც და ასეთის სიტყვა-სიტყვითი განმარტებაც სწორედ ზემოხსენებული შინაარსის შემცველია. სახელდობრ მოხმობილი ნორმის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთის მხრივ იგი მოიცავს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრას. ხელშეკრულების დადების თავისუფლება განამტკიცებს შესაძლებლობას პირმა დადოს, ან არ დადოს ხელშეკრულება, რომელშიც მოქცეულია შეთანხმება და დაპირება, რომ მონაწილე მხარეები ერთმანეთის სასარგებლოდ განახორციელებენ ქმედებას, ან თავს შეიკავებენ ქმედების განხორციელებისაგან. ხელშეკრულების თავისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა,რაც საშუალებას აძლევს მხარეებს დამოუკიდებლად შეთანხმდენენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც თავად სურთ, კერძოდ დაიცვან საკუთარი უფლებები, ხელშეკრულებაში ჩამოაყალიბონ თავიანთი სურვილის შესაბამისი დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კანონს და ამით მიიღონ სასურველი შედეგი. უფრო მეტიც, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

პალატის თვალსაზრისით, განსახილველი სამართაურთიერთობის მხარეებმა მოახდინეს სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და დამოუკიდებლად, თავისუფლად, ნამდვილი, სამართლებრივად ვარგისი ნების გამოვლენის საფუძველზე თავად განსაზღვრეს 2----–-–-------------ს გაფორმებული ხელშეკრულების , მათ შორის 7.8 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერის შინაარსიც, რომელიც არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბათილ (მოტყუებით, ძალადობით, ცდომილებით და .ა.ა.შ დადებულ გარიგებას) დანათქმს, ამასთან სახეზე არაა კანონის იმპერატიულ დანაწესებთან ნების გამოვლენის შეუსაბამობა - ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლების დარღვევა,ხელშეკრულების დადების თავისუფლების შეზღუდვის ის საგამონაკლისო შემთხვევა, რაც საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითაა დადგენილი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს იმაზეც, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილი) დადგენილია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.8 პუნქტით განსაზღვრული საკითხის, ანალოგიურად მოწესრიგება, რაც ასევე გამორიცხავს ამ დანათქმის ბათილად მიჩნევას.

 

4.6.პალატა არ იზიარებს აპელანტის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ბუღალტრული აღრიცხვა და ა-------ორული საქმიანობა განეკუთვნება აბსოლუტურად ერთგვაროვანს, რადგან თვით მოცემული კანონის შესაბამისი ნორმები თვისობრივად განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. სახელდობრ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ვ“ პუნქტების თანახმად ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს ,,ბუღალტრული აღრიცხვა“ და ,,ა-------ორული საქმიანობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა;

ვ) ა-------ორული საქმიანობა (მომსახურება) – ა-------ორის/ა-------ორული (ა-------ური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია:

ვ.ა) ა-------ის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ ა-------ორის/ა-------ორული (ა-------ური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ;

ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით ა-------ორის/ა-------ორული (ა-------ური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ;

ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ;

ვ.დ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნების განხორციელებისკენ;

ნ) ა-------ორული დასკვნა – ა-------ორის/ა-------ორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ა-------ორი/ა-------ორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე;

განსახილველი საკითხის უფრო ნათლად დასასაბუთებლად, პალატა აპელირებს ზემოთ მოხმობილი კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სუბიექტი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისას ეწევა შემდეგი სახის საქმიანობას:

ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას;

ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში;

გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის მექანიზმსა და პროცედურებს;

დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებსა და ტექნოლოგიას;

ე) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს;

ვ) შეიმუშავებს ბიზნესპროცესებისა და ბიზნესწესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას), რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ეფექტიანობას, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას.

 

პალატა ზემოთაღნიშნული ნორმების საფუძველზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ასკვნის რომ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ა-------ის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ბუღალტრული მომსახურება და ა-------ორული საქმიანობა არათუ არ განეკუთვნება ერთგვაროვან და იდენტურ საქმიანობას, არამედ ასეთი თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

 

4.7.პალატის თვალსაზრისთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა რა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ი.მ ,,ზ---- ჯ---–--ს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია შპს ,,ჯ-- ა-------თან“ 2----–-–-------------ს დადებული საბუღალტრო მომსახურების ხელშეკრულების 7.7.-7.8. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების - ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივ გარემოებას,სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას და მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა ამავე ხელშეკრულების 7.9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის ამოქმედების, სახელდობრ, პირგასამტეხლოს სახით 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ჯ--. ა-------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ჯ--. ა-------ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ჯ--. ა-------ის“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 150(ასორმოცდაათი) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შპს ,,ჯ--. ა-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ სვანიძე სიმონ ჩხაიძე