გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
01031001600157468
საქმე №3-805/16
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სასამართლო ხარჯების შესახებ
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
მოსარჩელე - ჯე---– ბე–----ე
წარმომადგენელი -არ---– ნა-------ე, არ---– კა---–-–---–ი
მოპასუხე - შპს ქალაქ ბათუმის რ. შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
წარმომადგენელი - მე---- დი--------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნა----–-- ქო----ე, ნი--- თო-----,ნ--- ოდ----ე
მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რუ------- მუ--–-----ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯე---– ბე–----ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქალაქ ბათუმის რ. შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომლითაც მოითხოვა,იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენა, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შა---ის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ (ს/კ 24-------) და შპს „შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ (ს/კ 24---------–-------------–-----------------–------------–------------------- სკოლა-ლიცეუმის (ს/კ 24-------) მიერ 20-- წელს ჯე---– ბე–----ის მიმართ გაცემული ნა №003348 ზოგადი საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- აპრილის გადაწყვეტილებით, ჯე---– ბე–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მხარის, ჯე---– ბე–----ის წარმომადგენელმა, არ---– კა---–-–---–მა 20-- წლის 1- დეკემბერს განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და მოპასუხისათვის ჯე---– ბე–----ის სასარგებლოდ საფოსტო და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება 604 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საქართველოს სსკ 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
საქართველოს სსკ 261-ე მუხლის მე-31 ნაწილით ასევე განსაზღვრულია, რომ 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი (სასამართლო ხარჯების შესახებ) განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხის გადაწყვეტა, რაც უკავშირდება სასამართლო ხარჯების საკითხს, მოხდეს სასამართლო სხდომის გარეშე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯე---– ბე–----ე საქმეში, ჯე---– ბე–----ის სარჩელისა გამო, ქალაქ ბათუმის რ. შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმის, მესამე პირების სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ, წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს.
სასამართლოს მიერ ჯე---– ბე–----ის მიერ აღძრულ სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 20-- წლის 2- აპრილს, რომლითაც ჯე---– ბე–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილებაში სასამართლო ხარჯებზე ნამსჯელი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლოს 20-- წლის 2- აპრილის გადაწყვეტილებით არ გადაუწყვეტია მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის, ჯე---– ბე–----ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იქნა სასამართლოში 2-1- წლის 28 ნოემბერს შემოტანილი განცხადებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება, სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად, მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარეს სასამართლოში წარმოდგინილი აქვს საგადახდო დავალება (ქვითარი), რომელიც გაცემულია 2-1- წლის 14 ნოემბერს და საფოსტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გაცემული 2-1- წლის 26 ოქტომბერს.
საგადახდო დავალების ქვითარში, გადახდის დანიშნულებად მითითებულია ჯე---– ბე–----ისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება, რაც საგადახდო დავალების მიხედვით შეადგენს, 600 ლარს, ხოლო საფოსტო მომსახურების ქვითრის მიხედვით, 4,00 ლარია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განხილული დავის სირთულისა და საქმის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, მოპასუხეს, რ. შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმს დაეკისროს მოსარჩელის, ჯე---– ბე–----ის სასარგებლოდ, მოთხოვნილი საადვოკატო და საფოსტო მომსახურების ხარჯების ნაწილის, 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 53-ე და 261-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მიღებული იქნას დამატებითი გადაწყვეტილება:
2. მოპასუხე ქალაქ ბათუმის რ. შა---ის სახელობის სკოლა-ლიცეუმს დაეკისროს მოსარჩელის, ჯე---– ბე–----ის სასარგებლოდ, მოთხოვნილი საადვოკატო და საფოსტო მომსახურების ხარჯების ნაწილის, 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/ მისი ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის განმავლობაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე