გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
010210117002150908
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117002150908

# 2-4108/2017წ.

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

მოსარჩელე - შპს ,,ზ------"

წარმომადგენელი - თე--------- ხ-----–--, ქე------ ან-------–---

მოპასუხე - შპს ,,ზ----"

წარმომადგენელი - ზვ---- ფ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31.10.2017წ. აღძრა სარჩელი შპს ,,ზ------"-ის წარმომადგენელმა თე--------- ხ-----–--მ შპს „ზ----ს“ მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა:

- მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 595715,39 ლარის გადახდა.

მოპასუხე შპს ,,ზ----" დაზუსტებული შესაგებელით სარჩელს ნაწილობრივ ცნობს. კერძოდ: მოპასუხე სარჩელს ცნობს 2404 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი დავალიანების - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის გამო.

 

მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელეს დაეკისროს მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულების 23732.46 ლარის გადახდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით:

 

1. შპს ,,ზ------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. დაეკისრა მოპასუხეს შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ 2404 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს, 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

4. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 72 ლარი, ხოლო 4928 ლარი ჩაეთვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (საგადახდო დავალება #1---------, 19/10/2017წ., გადამხდელი - შპს ,,ზ------", ს/ნ 245424---, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22).

 

2018 წლის 04 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ზ----ს“ წარმომადგენელმა ზვ---- ფ------მ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით. კერძოდ, მოითხოვა მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულების 23732.46 ლარის დაკისრება

მიიჩნევს, რომ თუ გადაწყვეტილებით შპს ,,ზ------"-ს 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და მოითხოვს აღნიშნული თანხის 4%-ის დაკისრებას მოსარჩელეზე რასაც შეადგენს 23732.46 ლარს

 

სასამართლომ, სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქ. სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი, მაგრამ მასზე გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31.10.2017წ. აღძრა სარჩელი შპს ,,ზ------"-ის წარმომადგენელმა თე--------- ხ-----–--მ შპს „ზ----ს“ მიმართ რომლის საფუძველზეც მოითხოვ :

- მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 595715,39 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე შპს ,,ზ----" დაზუსტებული შესაგებელით სარჩელს ნაწილობრივ ცნობს. კერძოდ: მოპასუხე სარჩელს ცნობს 2404 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი დავალიანების - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის გამო.

 

მოპასუხე ასევე მოითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულების 23732.46 ლარის დაკისრებას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,ზ------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. დაეკისრა მოპასუხეს შპს ,,ზ----"-ს მოსარჩელის შპს ,,ზ------"-ს სასარგებლოდ 2404 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს, 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

4. მოსარჩელეს შპს ,,ზ------"-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 72 ლარი, ხოლო 4928 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (საგადახდო დავალება #1---------, 19/10/2017წ., გადამხდელი - შპს ,,ზ------", ს/ნ 245424---, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

- სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

- სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ზ----"-მ დაზუსტებული შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ: მოპასუხემ სარჩელი ცნო 2404 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი დავალიანების - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს არ ცნობს ხანდაზმულობის გამო. მოპასუხე ასევე მოითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულების 23732.46 ლარის დაკისრებას იმის საფუძველზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,ზ------"-ს, 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტებული იქნას საქ. სსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი. დასახელებული ნორმით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ანუ კანონმა დააწესა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღება აღარ დაიშვება და ეს ვადაა 7 დღე.

 

საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს და იგი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ იურიდიული მომსახურებისათვის მოითხოვა მოსარჩელეზე 23732.46 ლარის დაკისრება. მას წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მოპასუხის ვალდებულება ადვოკატისათვის ამ თანხის ანაზღაურება.

 

სარჩელის შინაარსისა და მოცულობის მიხედვით იურიდიული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსისმე-8-ე, 46-ე, 53-ე, 244-ე, 248-249-ე და 261-ემუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ზ----ს“ წარმომადგენელის ზვ---- ფერაძის განცხადება დაკმაყოფილდეს და მიღებული იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ზ------"-ს მოპასუხის შპს ,,ზ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხის შპს ,,ზ----"-ს წარმომადგენლის განცხადება იურიდიული მომსახურების სახით მოსარჩელეზე 21232,46 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეებს გაეგზავნოს დამატებითი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე