თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, თუ ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
თავი მეხუთე
ხელშეკრულებიდან გასვ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 351-ე მუხლი · სკ 351
თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, თუ ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
თავი მეხუთე
ხელშეკრულებიდან გასვ
სააპელაციო სასამართლომ უფლებამონაცვლეობას საფუძვლად დაუდო მესამე მოსარჩელის სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლა ( სსსკ-ის 92-ე მუხლი), კერძოდ, მისი, როგორც მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებებზე ( სსკ-ის 351-ე მუხლი). 10. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 361-ე, 351-ე, 567-ე, 417-ე, 56-ე და 54-ე მუხლები. 10.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელე არ იყო სადავო ქონების მესაკუთრე, რადგან ასეთი არ დასტურდებოდა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით.
სასამართლოს აღნიშნული ზიანის საკომპენსაციოდ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 394-ე, 412-ე, 52-ე, მე-8, 115-ე, 351-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 992-ე, 588-ე მუხლები; 47.7. ქვეიჯარის ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს შეეძლო მოპასუხისათვის…
…შეცდომის დაშვება. კასატორი მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ბოროტად გამოიყენა გავლენა კასატორის მიმართ. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342.1, 342.2, 343.ბ, 344-ე, 346-ე, 347-ე, მე-9, 115-ე, 350-ე, 351-ე, 55-ე, 59-ე, 99-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და რომელთა საფუძველზე სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ სადავო ხელშეკრულების 11.1 პუნქტი ბათილად უნდა ეცნო.
მოპასუხის შესაგებელზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ ვერ შესძლო სამოქალაქო კოდექსის 351-ე მუხლით განსაზღვრული მესამე პირის უარის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან გაათავისუფლებდა.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 351, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-351/