განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310005022541
საქმე №3ბ/2587-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ს---–--- კ------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,თ----ა“;
წარმომადგენელი - ი----- შ----–----ე, ნ-----–- ჩ---------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება;
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,თ----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ 595 190. 57 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება; შპს ,,თ----ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავალის სახით მოპასუხისათვის 825 323. 90 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. 1994 წლის 15 აგვისტოს ერთი პირის საწარმო ,,თ----ასა“ (შპს ,,თ----ა“) და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებელობის სამსახურს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმების თ----აზე.
ხელშეკრულების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი. იმავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სახელშეკრულებო თანხის გადასინჯვის თ----აზე ინფლაციის დონის შესაბამისად, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეტანილი შესწორებით.
ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს არადროული ანაზღაურების შემთხვევაში ,,დამკვეთი“ იხდიდა ჯარიმას - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1994 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შეასრულა და მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზია არ გააჩნია.
გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება N- ს-–----–-- სკოლის დანარჩენი I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების წარმოებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ ასევე ჯეროვნად იქნა შესრულებული.
სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 30 აგვისტოს აქტით თანახმად, ქალაქ თბილისში, რ---------–-ს პროსპექტზე მდებარე N- ს-–----–-- სკოლის (თ---–-------–-------------------ს) აღდგენითი - სარესტავრაციო სამუშაოები შესრულებულია მთლიანობაში დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. აქტში მითითებულია, რომ ერთი პირის საწარმო ,,თ----ას“ მიერ იგივე ობიექტზე სარესტავრაციო სამხატვრო - გაფორმებითი სამუშაოები ნატურში შესრულებულია ფასადზე და შეესაბამება სარესტავრაციო - სამხატვრო გაფორმებით სამუშაოთა შესრულების ნორმატიულ მოთხოვნებს შემდეგი ჩამონათვლის შესაბამისობაში: 1. აღმოსავლეთი ფასადი - რ---------–-ს პროსპექტი (სექცია III-IV-V); 2. სამხრეთ ფასადი - ჭ-------ს ქუჩა (სექცია I); 3. ჩრდილოეთ ფასადი - უ--------ს ქუჩა (სექცია II); 4. დასავლეთი ფასადი - ს----–--------ს მხარე (სექცია VI-VII-VIII); შიდა კარები (ეკლესიის 2 კარი, სააქტო დარბაზი, სამასწავლებლო, III სართ. ფლიგელი - უ--------ს ქუჩის მხარეს-ფურნიტურით).
შპს ,,თ----ის“ დირექტორი ი----- შ----–----ე ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენით სარეკონსტრუქციო სამუშაოების და თბილისის ცენტრის აღდგენაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით დაჯილდოვდა ღირსების მედლით და მასვე გადაეცა საქართველოს არქიტექტორთა პრემია 1995 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრისათვის (ტ.I, ს.ფ. 40-41; ტ.II, ს.ფ. 166; ტ.II, ს.ფ. 169-171; ტ.III, ს.ფ. 276-286).
2.1.2. მუშა კომისიის 1995 წლის 15 აგვისტოს აქტით, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის N- კორპუსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ექსპლუატაციაში იქნა მიღებული და შეფასდა, როგორც ,,ფრიადი“.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 30 აგვისტოს N--- განკარგულებით მთაწმინდის რაიონში, რ---------–-ს გამზირზე N-0-ში მდებარე N- ს-–----–-- სკოლის სამსართულიანი შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 25 აგვისტოს აქტი დამტკიცდა (ტ.I, ს.ფ. 341-342, 344).
2.1.3. შპს ,,თ----ას“ შესრულებული სამუშაოებისათვის 1993 წლის 27 ივლისს N2 ტრესტმა გადაუხადა - 10 000 000 რუბლი; 1994 წლის 24 აგვისტოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ ავანსის სახით გადასცა 300 000 000 რუბლი; 1995 წლის 27 ივლისს გადაერიცხა - 40 000 000 რუბლი; 1996 წლის 20 მარტს გადაერიცხა - 50 000 ლარი; 1996 წლის 10 აპრილს გადაერიცხა - 50 000 ლარი. ამდენად დასტურდება, რომ სულ შესრულებული სამუშაოებისათვის ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ შპს ,,თ----ას“ გადაურიცხა 227 179 02 აშშ დოლარის ექვივალენტი 340 მილიონი რუსული რუბლი და 100 000 ლარი (ტ.I, ს.ფ. 243).
2.1.4. შპს ,,თ----ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოებზე გახარჯული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნით შპს ,,თ----ის“ დირექტორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერსაც მიმართა.
თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის 1996 წლის 25 ივლისის წერილით შპს ,,თ----ას“ განემარტა, რომ დეპარტამენტი არ ეთანხმებოდა მათ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვას, რის გამოც თანხების ოდენობაში შეტანილი იქნებოდა ცვლილებები (ტ.I, ს.ფ. 12-18, 25-29).
2.1.5. 1996 წლის 30 აგვისტოს ერთი პირის საწარმო ფირმა ,,თ----ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხე თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის მიმართ 1163525 (ერთი მილიონ ასსამოცდასამიათას ხუთასოცდახუთი) ლარის დაკისრების თ----აზე.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის განჩინებით (საქმე N-4/63) ერთი პირის საწარმო ,,თ----ის“ (შპს ,,თ----ა“) მიერ შესრულებულ სამხატვრო-დეკორატიულ სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობაზე დაინიშნა ექსპერტიზა.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სამმართველოს 1996 წლის 18 ნოემბრის ქალაქ თბილისის პირველი ს-–----–-- სკოლის მხატვრულ-დეკორატიული გაფორმების საფინანსო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვანა N------ის თანახმად, III, IV, V სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 378 922 107 რუსულ რუბლს შეადგენდა, ხოლო I, II, VI, VII, VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 3 484 298 139 რუსული რუბლი იყო, ჯამში შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 5 863 220 246 რუსულ რუბლს, რაც ეროვნული კურსით ლარებში შესაბამისი პერიოდისათვის ემთხვეოდა შემსრულებლის მიერ წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას 1 465 865 ლარს. დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ 1996 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოზე ჩარიცხული იყო 745 000 000 რუსული რუბლი, რაც ეროვნული კურსით ლარებში შესაბამის პერიოდისათვის უდრიდა 322 280 ლარს. ამდენად, შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთის მიერ დარჩენილი იყო ჩასარიცხი თანხა 5 118 220 245 რუსული რუბლი, რაც ლარებში შესაბამის პერიოდისათვის უდრიდა 1 143 525 ლარს. აღნიშნულ თანხას შემსრულებლის მიერ დამატებული აქვს 20 000 ლარი დ.ღ.გ. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ჩასარიცხი თანხა დასკვნის მომზადების პერიოდში იყო 1 163 525 ლარი. ამდენად აღნიშნული დასკვნის თანახმად, ერთი პირი საწარმო ,,თ----ას“ მიერ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის მხატვრულ-დეკორატიული გაფორმების სამუშაოები შესრულებულია მაღალ დონეზე, შესრულებული სამხატვრო-დეკორატიული სამუშაოების აფასება მთლიანად ემყარება ამ პერიოდში არსებულ ნორმებს და შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი თანხა რეალური იყო.
მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტი არ დაეთანხმა შპს ,,თ----ას“ მიერ წარდგენილ ხართაღრიცხვას, რის გამოც 1997 წლის 22 იანვრის N- ბრძანებით ქალაქ თბილისში N- ს-–----–-- სკოლაზე სამხატვრო გაფორმებითი სამუშაოების რეალური ფასების დასადგენად შეიქმნა კომისია. კომისიის 1997 წლის 24 იანვრის N- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფირმა ,,თ----ას“ მიერ N- სკოლაზე დამკვეთთან შეთანხმების გარეშე დამატებით წარდგენილი სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ჩაითვალა არასწორად და დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია ახალი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე. კომისიის მითითებით, ხარჯთაღრიცხვები უნდა გადაფასებული ყოფილიყო 1984 წლის ფასებში, მიღებული ღირებულება უნდა ჩათვლილიყო ამერიკული დოლარის ექვივალენტად ლარებში და იმ დროისათვის მოქმედი ფულადი ერთეულის (ლარის) მისაღებად გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადამყვანი კოეფიციენტი - 1,3.
ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის ფასადების სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო გაანგარიშება, ხარჯთა ნაკრები (1984 წლის ნორმებში და ფასებში) შესრულებულია ,,დ--------------ს“ მიერ 1997 წელს, რომლის თანახმად, შპს ,,თ----ას“ მიერ III, IV, V სექციებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 109 140 რუსულ რუბლს, ხოლო I, II, VI, VII, VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 159 025 რუსულ რუბლს, ჯამში საერთო ღირებულება განისაზღვრა 268 666 რუსული რუბლით. აღნიშნული გაანგარიშება შედგენილი იყო რუსეთის ფასთა კრებულით - ოქმი N27-ით, დამტკიცებული სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის სამდივნოს მიერ 1990 წლის 25 ოქტომბერს.
1997 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 11 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტში ჩატარდა სხდომა შპს ,,თ----ას“ მიერ ,,საქდ--------------ს“ მიერ შედგენილ ახალ ხარჯთაღრიცხვის ირგვლივ გამოთქმული შენიშვნების განხილვისა და კომისიის წევრების მიერ შესაბამისი დასკვნის მიღების შესახებ. კომისიის ყველა წევრმა ,,შემსრულებლის“ გარდა, დაადასტურეს კომისიის N- სხდომის ოქმის მე-5 პუნქტში მოყვანილი დასკვნა, რომლის თანახმად, ხარჯთაღრიცხვები უნდა გადაფასებული ყოფილიყო 1984 წლის ფასებში, მიღებული ღირებულება უნდა ჩათვლილიყო ამერიკული დოლარის ექვივალენტად ლარებში და იმ დროისათვის მოქმედი ფულადი ერთეულის (ლარის) მისაღებად გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადამყვანი კოეფიციენტი - 1,3.
მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 24 ნოემბრის განჩინებით N-4/63 საქმის მასალები განსახილველად ქვემდებარეობისამებრ გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ გ.დე---------მა 1998 წლის 9 მარტს N--- წერილის შესაბამისად, ერთი პირის საწარმო ფირმა ,,თ----ას“ სასარჩელო განცხადება, თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის მიმართ თანხის დაკისრების თ----აზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის თანახმად, განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის სასმართლოს დავალების საფუძველზე შპს ,,ს----------–--------------ს“ მიერ 1999 წლის 4 მაისს ,,დ--------------ს“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა შეფასდა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოები 1994 წელს გაფორმებული იყო რუსული ფასთა კრებულით და სამუშაოთა შემოქმედებით ნაწილში შესაბამისად უნდა გამოყენებულიყო ამ პერიოდზე მოქმედო შემასწორებელი გადათვლის კოეფიციენტები 1984 წლის ფასთან მიმართებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შეტანილია და დამტკიცებულია ობიექტის ორმხრივ დამტკიცებულ ხელშეკრულებაში (ტ.I, ს.ფ. 1-8, 125, 129-133, 138-144, 258-263, 286, ტ.II, 61-64).
2.1.6. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 23 მაისის N--------- და N--------- წერილების თანახმად, 1984 წელს ს-–----–--დ, ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 0.84 მანეთს. ამის შესაბამისად, იმ დროისათვის 504347 მანეთი შეადგენდა 600413 აშშ დოლარს; 1994 წლის 23 აგვისტოს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2140.5 რუსულ რუბლს. ამის შესაბამისად, იმ დროისათვის 300 000 000 რუსული რუბლი შეადგენდა 140 154 აშშ დოლარს; 1995 წლის 27 ივლისს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 5 179.3 რუსულ რუბლს, შესაბამისად, იმ დროისათვის 40 000 000 რუსული რუბლი შეადგენდა 7723 აშშ დოლარს; 1996 წლის 25 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 1.2600 ლარს. შესაბამისად, იმ დროისათვის 50 000 ლარი შეადგენდა 39 682 ათას აშშ დოლარს; 1996 წლის 3 აპრილს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 1.2620 ლარს. შესაბამისად, იმ დროისათვის 50 000 ლარი შეადგენდა 39 613 აშშ დოლარს, ხოლო 373 235 აშშ დოლარი იმ დროისათვის შეადგენდა 471 022.57 ლარს (ტ.I, ს.ფ. 217, 218).
2.1.7. 2001 წლის 28 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის მიერ შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის თ----აზე დასკვნა მომზადდა, რომლის თანახმად, შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება მყარ ვალუტაში შეადგენდა 661 368 აშშ დოლარს, რაც 2001 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 14 087.14 ლარს. ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსა და შპს ,,თ----ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 23-ე პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაგვიანებით გადახდაზე მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ ერიცხებოდა საურავი 397 480.54 აშშ დოლარი (846 633.55 ლარი). ექსპერტის დასკვნის თანახმად, შპს ,,თ----ას“ ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოდან უნაღდო ანგარიშსწორების წესით 1994-96 წლებში ოთხ შემთხვევაში გადარიცხული აქვს 227 179.02 აშშ დოლარის ექვივალენტი 340 მილიონი რუსული რუბლი და 100 ათასი ლარი. დასკვნის თანახმად, შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 433 189.48 აშშ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 922 693.59 ლარს.
აღნიშნული ექსპერტის დასკვნის საფუძველზე 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენაზე შპს ,,თ----ის“ მიერ 1994-1995 წლებში შესრულებულ სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულების გაანგარიშება მოხდა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიერ შემსრულებლისათვის გადარიცხული აქვს: 1994 წლის 23 აგვისტო - 300 მილიონი რუბლი = 140 153,8 აშშ დოლარი; 1995 წლის 27 ივლისი - 40 მილიონი რუბლი = 39 682,5 აშშ დოლარი; 1996 წლის 25 მარტი - 50 ათასი ლარი = 39 682,5 აშშ დოლარი; 1996 წლის 3 აპრილი - 50 ათასი ლარი = 39 619,65 აშშ დოლარი. ჯამში გადახდილია 227 179,02 დოლარი. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოებზე შპს ,,თ----ას“ შესრულებული აქვს 621 820 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო. გაანგარიშების თანახმად, 2001 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 756 800,58 აშშ დოლარი, საიდანაც 394 189,48 არის შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა, ხოლო 362 611,1 - დარიცხული საურავი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2006 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით საურავის ოდენობა გაიზარდა 277 194 აშშ დოლარით და ჯამში შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1 033 994.6 აშშ დოლარი (ტ.II, ს.ფ. 102-119, ტ.IV, ს.ფ. 50-52).
2.1.8. 2002 წლის 26 თებერვალს შპს ,,თ----ამ“ (ერთი პირის საწარმო თ----ის სამართალმემკვიდრე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე - თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მერია.
თბილსის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 03 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე N3ა/203 შპს ,,თ----ის“ სარჩელის გამო გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს ,,თ----ასა“ და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს შორის წარმოშობილი დავა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებარა.
შპს ,,თ----ამ“ 2002 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიასა და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურისათვის, სოლიდარულად, 3 770 607 აშშ დოლარის დაკისრება შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ.
ქალაქ თბილისის მერიამ და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურმა 2003 წლის 06 თებერვალს შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს შპს ,,თ----ისათვის“ ვალდებულების გარეშე გადახდილი 177 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის უკან დაბრუნება. შეგებებული სარჩელის თანახმად, შენობაზე სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება არ შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო ობიექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 2%-სა ზოგადად, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი 1%-ისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,თ----ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მერიასა და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს მოსარჩელე შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 487692,82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.II, ს.ფ. 179, 183-184, 186-189, 210-222, ტ.III, ს.ფ. 81-82, 168-176).
2.1.9. შპს ,,თ----ის“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს ,,თ----ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურისათვის შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ 487 692.82 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის თ----აზე საჭირო იყო დამატებითი გამოკვლევა. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 487 692,82 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. აღნიშნულ თანხაში, არ იყო გათვალისწინებული შპს ,,თ----ისათვის“ უკვე ანაზღაურებული თანხა - 227 179,02 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი მასალების შესაბამისად, N- ს-–----–-- სკოლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 1658 231 ლარს. ობიექტის საბალანსო ღირებულება წარმოადგენს ობიექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრულ დოკუმენტს და აღნიშნული ბუნებრივია მნიშვნელოვან თანხობრივ განსხვავებას უნდა იძლეოდეს ობიექტზე გაწეული სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოების ღირებულებისაგან, რომელიც თუ საქმეში წარმოდგენილ მასალებს დავეყრდნობით, ფაქტობრივად, ობიექტის საბალანსო ღირებულების ტოლია. აღნიშნული გარემოება კი საფუძვლიან ეჭვს იწვევდა დარიცხული თანხის რეალურობაში. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან უნდა გამოირკვეს ობიექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ვინაიდან, ფაქტობრივად შეუძლებელია შენობაზე გაწეული სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება აღემატებოდეს ობიექტის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საოლქო სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციის გამოყენების თ----აზე და დაადასტურა, რომ მითითებული კოდექსის 153-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, თბილისის მერიასა და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოთა გადაუხდელი თანხა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იქიდან გამომდინარე რომ მხარეთა შორის საურავი გათვალისწინებული იყო მხოლოდ 1994 წლის 15 აგვისტოს წერილობითი შეთანხმებით, საურავის დარიცხვაც შესაძლებელი და დასაშვები იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავის დარიცხვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კოეფიციენტის 4,2-ის გამოყენება დასაშვები იქნებოდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდებოდა აღნიშნული კოეფიციენტის გამოყენების სავალდებულოობა.
ამდენად, განსახილველ საქმეზე I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავის დარიცხვის მოთხოვნას უარი ეთქვა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატის მიერ შპს ,,თ----ის" საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად ამ ნაწილში სასამართლოს უარი ძალაშია შესული. შესაბამისად, I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავი არ დაეკისრა მოპასუხე მხარეს, რასაც ეთანხმება მოსარჩელეც და დავის საგანს ხსენებული საკითხი აღარ შეადგენს (ტ.III, ს.ფ. 276-286).
2.1.10. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 09 მარტის განჩინებით (სამე N3ა/63) მოპასუხე თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს დაევალა დოკუმენტაციის სასამართლოსათვის წარდგენა, რომელიც ასახავდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლაში ჩატარებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას, მათ შორის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულების მითითებით.
ამავე განჩინებით საჯარო რეესტრიდან და ტექ. აღრიცხვის ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ამონაწერი თბილისის N- ს-–----–-- სკოლასთან დაკავშირებით.
ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 17 მაისის N6--- წერილით წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის მშენებლობაზე შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სრული ღირებულების თ----აზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სრული საბალანსო ღირებულება იყო 3 456 600 ლარი, საიდანაც, სამშენებლო სამონტაჟო სამუშაო - 2 862 700 ლარი (მათ შორის ფირმა ,,თ----ის“ მიერ შესრულებული 203 500 ლარი), მოწყობილობა - 26 100-57 ლარი; ინვენტარი - 131 538-70 ლარი; საპროექტო სამუშაო - 65 324 ლარი, ტექზედამხედველობის ანარიცხი - 87 946-14 ლარი, ბანკის % - 2 177-17 ლარი; დღგ - 280 813-42 ლარი.
ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემების შესაბამისად, რ---------–-ს ქუჩა N-0-ში მდებარე ს-–----–-- სკოლის ახალი შენობა აღრიცხვაზე არის აყვანილი 03.07.2003 წელს (ტ.III, ს.ფ. 330-331, 307-309).
2.1.11. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 02 ივლისის განჩინებით (სამე N3ა/63) ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური და საბუღალტრო ექსპერტიზა. განჩინებით ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს.
2004 წლის 07 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტი შედგა, რომლის თანახმად, იმის დასადგენად თუ რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (I კორპუსი) სრული საბალანსო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, საჭირო იყო წარდგენილი იქნეს შესრულებულ სამუშაოთა ყველა აქტები აღნიშნულ კორპუსში ნებისმიერი ორგანიზაციების მირ შესრულებულ სამუშაოებზე. ასევე, იმის დასადგენად, თუ რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოების ღირებულება და შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამხატვრო-დეკორატიული-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება, საჭირო იყო ამ სამუშაოთა შესრულების აქტების ე.წ. ფორმა N2-,,ვ“-ების წარდგენა, რომლებიც ექსპერტის მიერ მოთხოვნილი იყო 03.09.04წ. N------- შუამდგომლობით და არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტმა საკვლევი მასალების უკმარისობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უარი თქვა დასკვნის მიცემაზე (ტ.III, ს.ფ. 357-359, 371-372).
2.1.12. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მარტის განჩინებით (სამე N3ა/-42-05) კიდევ ერთი ექსპერტიზა დაინიშნა საქმეზე და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
განჩინებით ექსპერტს დაევალა შემდეგი საკითხების გამოკვლევა: 1. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (პირველი კორპუსი) სრული საბალანსო ღირებულება; 2. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (პირველი კორპუსი) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება; 3. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება; 4. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენასთან დაკავშირებით შპს ,,თ----ას“ მიერ სამხატვრო-დეკორატიული-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება.
2005 წლის 08 აგვისტოს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო მიერ დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტი შედგა, რომლის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო თბილისის N- ს-–----–-- სკოლაში შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ფორმა N3-ების და ფორმა N2-ების წარდგენა (ფორმა N3-ების შესრულებულად ნაჩვენებ თანხების გაშიფრვა). შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოთა აღმრიცხველი საბუღალტრო მასალები. ფარულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების აქტები, სახელმწიფო მიმღები კომისიის აქტი, რაც მოთხოვნის მიუხედავად ექსპერტისათვის არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ექსპერტმა საკვლევი მასალების უკმარისობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უარი თქვა დასკვნის მიცემაზე.
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურის N------------ შიდა ბრძანების საფუძველზე ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საბალანსო ღირებულების ამსახველი მასალების და ფორმა N2-ების მოძიება-ამოღების მიზნით შეიქმნა უფლებამოსილ პირთა ჯგუფი და დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ მოიპოვება. (ტ.III, ს.ფ. 409-412, ტ.IV, ს.ფ. 48).
2.1.13. შპს ,,თ----ამ“ 2007 წლის 17 ივლისის განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა .
შპს ,,თ----ის“ მიერ 2008 წლის 24 მარტის განცხადებით დააზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა .
შპს ,,თ----ის“ მიერ 2016 წლის 07 ნოემბრის განცხადებით კიდევ ერთხელ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს ,,თ----ის” სასარგებლოდ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (III, IV, V და I, II, VI, VII, VIII საფასადო სექციები) სამხატვრო-დეკორაციულ-გაფორმებითი სამუშაოებისათვის 595 190,57 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს ,,თ----ის” სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 825 323,90 აშშ დოლარის გადახდა (ტ.IV, ს.ფ. 95-101, 150, ტ.V, ს.ფ. 95-100).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1994 წლის 15 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1994 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
სასამართლომ მიუთითა 1994 წელს მოქმედ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 343-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სანარდო ხელშეკრულებით ერთი მხარე (მენარდე) კისრულობს თავისი რისკით შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთის) დავალებით მისი ან თავისი მასალით, ხოლო შემკვეთი კისრულობს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს მისი ღირებულება.
კოდექსის 345-ე მუხლის თანახმად, სანარდო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოსათვის შეიძლება შედგენილ იქნეს მტკიცე ან მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა. თუ აუცილებელი გახდება მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბება, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს ამის შესახებ შემკვეთი. ამ შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება და აუნაზღაუროს მენარდეს მის მიერ გაწეული ხარჯები. თუ მენარდე არ გააფრთხილებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო და ვერ მოსთხოვს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებით გაწეულ ხარჯის ანაზღაურებას.
კოდექსის 356-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს დათქმული სასყიდელი ნამუშევრის მთლიანი ჩაბარების შემდეგ თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ხელშეკრულებით.
კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაუხადოს ფული და სხვა) ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი შესრულება.
კოდექსის 184-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების შესრულება კანონის ან ხელშეკრულების თანახმად შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით), გირაოთი და თავდებობით. ხოლო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი და მე-2 აბზაცი ადგენს, რომ პირგასამტეხლოდ (ჯარიმად, საურავად) მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალეს გადახდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით) შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მხოლოდ ნამდვილი მოთხოვნა.
კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უნდა დაიდოს წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) შესახებ შეთანხმების ბათილობას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 15 აგვისტოს ერთი პირი საწარმო ,,თ----ასა“ (შპს ,,თ----ა“) და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებელობის სამსახურს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) შორის ხელშეკრულება დაიდო ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმების თ----აზე. აღნიშნული ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი, რაც იმ დროისათვის 450 324 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს არადროული ანაზღაურების შემთხვევაში ,,დამკვეთი“ იხდიდა ჯარიმას - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოები შესრულდა ჯეროვნად, შეთანხმებულ ვადაში. დამკვეთს შესრულებული სამუშაოების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ შპს ,,თ----ის“ მიერ სამუშაოების დამთავრების დროისათვის - 1995 წლის 30 აგვისტოსათვის დამკვეთის მიერ ანაზღაურებული იყო 227 179.02 აშშ დოლარი. ხოლო III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება 277 145 აშშ დოლარს შეადგენდა. დარჩენილი თანხა 49 965,98 აშშ დოლარი, რომელიც დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 1995 წლის 30 აგვისტოს, არ ანაზღაურებულა.
1994 წელს მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 184-ე, 185-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე, 1994 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად, დამკვეთს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 2016 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით - 161 001,59 აშშ დოლარი შეადგინა.
ამდენად, III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოებისათვის მიუღებელი თანხაა 49 965,98 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავი - 161 001,59 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 210 967,57 აშშ დოლარს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებული დროის გათვალისწინებით საურავის საერთო რაოდენობამ მიუღებელ თანხაზე მეტი შეადგინა, თუმცა საურავის ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, მისი ოდენობა 0.04%, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი. ასევე სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მომართა სასამართლოს და საურავის თანხის ზრდა მას არ გამოუწვევია.
დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება N- ს-–----–-- სკოლის დანარჩენი I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების წარმოებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ ასევე ჯეროვნად იქნა შესრულებული. დადგენილია, რომ I-II-VI-VII და VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 384 223 აშშ დოლარი, რაც დამკვეთის მიერ არ ანაზღაურებულა. 1994 წელს მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან I-II-VI-VII და VIII სექციებზე სამუშაოების შესრულებაზე წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, აღნიშნული თანხაზე პირგასამტეხლოს დაკისრება დაუშვებელია, რასაც ეთანხმება ასევე მოსარჩელე მხარეც. ხსენებული საკითხი გადაწყვეტილია ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინებით.
მითითებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დამკვეთს III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი აქვს 49 965,68 ლარი, და მისი პროპორციული საურავის თანხა(პირგასამტეხლო) 161 001,59 ლარი, რაც ჯამში შედგენს 210 967,57 აშშ დოლარს.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების შესრულების ღირებულება დამკვეთს ანაზღაურებული არა აქვს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ღირებულება შეადგენს 384 223 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარის მითითება თანხის შეუსაბამობის თ----აზე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობის დროს მოპასუხე მხარე არ ყოფილა შეზღუდული მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებულ ობიექტში თავისი ინიციატივითაც ჩაეტარებინა ექპერტიზა, შეეფასებინა შესრულებული სამუშაო, მით უფრო იმ პირობებში, რომ ობიექტი საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს და მოპასუხე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ მიუთითა ვერც ღირებულების შეუსაბამობაზე და ვერც შესრულებული სამუშაოს ნაკლზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შესრულებულია სამხატვრო დეკორაციული სამუშაოები, რასაც თავისი მხრივ, გარდა სარემონტო სამუშაოების ღირებულებისა, აქვს ღირებულება - როგორც ხელოვნების ნიმუშს. არანაირი საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ თანხა შესრულებული სამუშაოს შეუსაბამოდ მიიჩიოს, არ გამოვლინდა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ გადააჭარბა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას, რის გამოც შემსრულებლის მიერ გადამეტებული თანხა არ უნდა ანაზღაურდეს. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი, რაც იმ დროისათვის 450 324 აშშ დოლარს შეადგენდა. ასევე დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლაზე შპს ,,თ----ას“ შესრულებული აქვს 661 368 აშშ დოლარის ღირებულების სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოები, საიდანაც III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 277 145 აშშ დოლარს, ხოლო I-II-VI-VII და VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 384 223 აშშ დოლარს. მართალია ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლაზე შპს ,,თ----ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ გადააჭარბა მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას, მაგრამ სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ III-IV-V სექციებზე სამუშაოების შესრულებას და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ნაკლები იყო მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაზე. დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვა დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე მხარეთა ზეპირი შეთანხმებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 595 190.57 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების თ----აზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მოთხოვნაზე, მოპასუხისათვი სმიუღებელი შემოსავლი სახით - 825 323,90 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თ----აზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავლის ოდენობა არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის არსებობა ვერ დასტურდება. მოპასუხის მიერ თანხის სრულად ანაზღაურების პირობებში შესაძლოა თანხა არ ყოფილიყო განთავსებული საბანკო ანგარიშზე, მოსარჩელის მიერ მითითებულია გარემოება, რომელიც შესაძლოა არც დამდგარიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრებული თანხა შედგება შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და დარიცხული პირგასატეხლოსგან. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს თავის პოზიციას ორივე კომპონენტის ნაწილში.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 8 მაისი გადაწყვეტილებით შპს „თ----ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. თბილისის მერიას დაეკისრა 487 692.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სასამართლო 2001 წლის 28 დეკემბრის დასკვნაზე დაყრდნობით ადგენს, რომ მე-3, მე-4 და მე-5 სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 277 145 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენ სექციებზე - 384 223 აშშ დოლარს, ჯამში 661 368 აშშ დოლარს. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ ქ. თბილისის მერიის საჩივარი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა: „საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. თბილისის მერიისა და მერიის საქალაქო სამსახურის პრეტენზიას დაკისრებული თანხის ნაწილში და მიიჩნევს, რომ საქმე მითითებულ ნაწილში საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე ქ. თბილისის მერიასა და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 487 692,82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა. აღნიშნულ თანხაში ბუნებრივია გათვალისწინებული არ არის შპს „თ----ასათვის“ უკვე ანაზღაურებული თანხა 227 179,02 აშშ დოლარი. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, #1 ს-–----–-- სკოლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 2 658 239 ლარს. ობიექტის საბალანსო ღირებულება წარმოადგენს ობიექტის მთლიანი ღირებულების განმსაზღვრელ დოკუმენტს და ბუნებრივია, მნიშვნელოვან თანხობრივ განსხვავებას უნდა იძლეოდეს ობიექტზე გაწეული სამხატვროდეკორატიული გაფორმებითი სამუშაოების ღირებულებისაგან, რომელიც თუ საქმეში წარმოდგენილ მასალებს დავეყრდნობით, ფაქტობრივად, ობიექტის საბალანსო ღირებულების ტოლია. აღნიშნული გარემოება კი საფუძვლიან ეჭვს იწვევს დარიცხული თანხის რეალურობაში.“
აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით 595 190.57 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ისევ იმ საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით, რომლის თანახმად სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულ იქნა 661 368 1 აშშ დოლარით და რომელიც არ იქნა გაზიარებულ უზენაესი სასამართლოს მიერ, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიეთითა საკითხის დამატებით კვლევის აუცილებლობის თ----აზე.
ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტი არ ეთანხმებოდა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებს, მასში მოცემული არარეალური თანხების საფუძვლით, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის 1997 წლის 22 იანვრის #1 ბრძანებით ქ. თბილისის #1 ს-–----–-- სკოლაზე შესრულებული სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების რეალური ფასების დადგენის მიზნით შეიქმნა კომისია. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისათვის სარესტავრაციო-გაფორმებითი სამუშაოების ზუსტი ღირებულების დადგენისათვის საექსპერტო დაწესებულებად ითვლებოდა საქართველოს „დ--------------“, ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო და ქანდაკების კომბინატი, ქ. თბილისის 01 ს-–----–-- სკოლაზე შესრულებული სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების საქმეთა შემსწავლელი კომისიის 1997 წლის 5 თებერვლის 43/4 წერილით მითითებული სამუშაოების ახალი ხარჯთაღრიცხვის შედგენა დაევალა საქართველოს „დ-------------ს“. საქართველოს „დ--------------ს“ მიერ შედგენილ იქნა ახალი ხარჯთაღრიცხვა, სადაც შპს „თ----ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მე-3, მე-4, მე-5 სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 109 140 რუბლად, ხოლო დარჩენილ 1-ლი, მე-2, მე-6, მე-7, მე-8 სექციებზე სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 159 025 რუბლი, ჯამში 268 666 რუბლი.
1997 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 11 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტში ჩატარდა სხდომა ,,დ--------------ს" მიერ შედგენილი ახალი ხარჯთაღრიცხვის ირგვლივ გამოთქმული შენიშვნების განხილვისა და კომისიის წევრების მიერ შესაბამისი დასკვნის მიღების შესახებ. კომისიის ყველა წევრმა, ,,შემსრულებლის" გარდა დაადასტურეს კომისიის #1 სხდომის ოქმის მე-5 პუნქტში მოყვანილი დასკვნა, რომლის თანახმად, ხარჯთაღრიცხვები უნდა გადაფასებული უნდა ყოფილიყო 1984 წლის ფასებში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ შპს „თ----ას“ გადაურიცხა 227.179.02 აშშ დოლარის ექვივალენტი 340 მილიონი რუსული რუბლი და 100.000 ლარი. შესაბამისად, შპს „თ----ას“ მიერ შესრულებული სამუშაოთა ღირებულებისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ჩარიცხული თანხის შედარებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიერ არამარტო სრულად იქნა გადახდილი შესრულებული სამუშაოთა ღირებულება არამედ ზედმეტად იქნა გადახდილი თანხები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უპირატესობა არ უნდა მიენიჭებია 2001 წლის 28 დეკემბრის დასკვნისთვის.
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დავალება ქვემდგომი სასამართლოების მიერ არ არის შესრულებული დღემდე და დაუდგენელია შპს „თ----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულება.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირგასამტეხლოს 161 001,59 აშშ დოლარის დაკისრებისას არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა (1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 276-ე და 214 მუხლი) და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 184-ე 185-ე მუხლები) კერძოდ: 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადები იმ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ცალკეულ სახეობებისათვის, რომელთა მოწესრიგება მიეკუთვნება სსრ კავშირის გამგებლობას, წესრიგდება სსრ კავშირის კანონმდებლობით, ხოლო სხვა მოთხოვნებისათვის - ამ კოდექსით. კერძოდ, ხანდაზმულობის შემცირებული ექვსთვიანი ვადა გამოიყენება სარჩელებისათვის: 1) პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდევინების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში როგორც, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით კერძოდ, სახელმწიფო მიმღები კომისიის სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების 1995 წლის 25 აგვისტოს აქტით დგინდება სამუშაოები დამთავრდა 1995 წლის აგვისტოს თვეში მოთხოვნის წარმოშობის დროს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 1996 წლის 30 სექტემბერს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის 6 თვიანი ვადები.
აპელანტი მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია ასევე 2001 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის ჩათვლით პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ არც თავდაპირველი სარჩელით და არც შემდგომ მოთხოვნილი არ ყოფილა მზარდი პირგასამტეხლო. მოსარჩელე მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდა სასარჩელო მოთხოვნას სასამართლო სხდომის მოსამზადებელ ეტაპზე. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ სარჩელი განიხილა მოსარჩელის მიერ 2002 წლის 12 ნოემბრის დაზუსტების ფარგლებში, რომლის თანახმად პირგასამტეხლო მოთხოვნილ იქნა 2001 წლის 21 დეკემბამდე, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „თ----ას“ უარი უთხრა სარჩელის გაზრდაზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 214-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თუ გადასახდევინებელი პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) დიდად აღემატება კრედიტორის ზარალს, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება (საქმეზე #3/1543-06) არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა შესაბამისი სამართლის ნორმები, რამაც გამოიწვია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „თ----ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 1994 წლის 15 აგვისტოს ერთი პირის საწარმო ,,თ----ასა“ (შპს ,,თ----ა“) და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებელობის სამსახურს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმების თ----აზე.
ხელშეკრულების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი. იმავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სახელშეკრულებო თანხის გადასინჯვის თ----აზე ინფლაციის დონის შესაბამისად, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეტანილი შესწორებით.
ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს არადროული ანაზღაურების შემთხვევაში ,,დამკვეთი“ იხდიდა ჯარიმას - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1994 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შეასრულა და მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზია არ გააჩნია.
გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება N- ს-–----–-- სკოლის დანარჩენი I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების წარმოებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ ასევე ჯეროვნად იქნა შესრულებული.
სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 30 აგვისტოს აქტით თანახმად, ქალაქ თბილისში, რ---------–-ს პროსპექტზე მდებარე N- ს-–----–-- სკოლის (თ---–-------–-------------------ს) აღდგენითი - სარესტავრაციო სამუშაოები შესრულებულია მთლიანობაში დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. აქტში მითითებულია, რომ ერთი პირის საწარმო ,,თ----ას“ მიერ იგივე ობიექტზე სარესტავრაციო სამხატვრო - გაფორმებითი სამუშაოები ნატურში შესრულებულია ფასადზე და შეესაბამება სარესტავრაციო - სამხატვრო გაფორმებით სამუშაოთა შესრულების ნორმატიულ მოთხოვნებს შემდეგი ჩამონათვლის შესაბამისობაში: 1. აღმოსავლეთი ფასადი - რ---------–-ს პროსპექტი (სექცია III-IV-V); 2. სამხრეთ ფასადი - ჭ-------ს ქუჩა (სექცია I); 3. ჩრდილოეთ ფასადი - უ--------ს ქუჩა (სექცია II); 4. დასავლეთი ფასადი - ს----–--------ს მხარე (სექცია VI-VII-VIII); შიდა კარები (ეკლესიის 2 კარი, სააქტო დარბაზი, სამასწავლებლო, III სართ. ფლიგელი - უ--------ს ქუჩის მხარეს-ფურნიტურით).
შპს ,,თ----ის“ დირექტორი ი----- შ----–----ე ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენით სარეკონსტრუქციო სამუშაოების და თბილისის ცენტრის აღდგენაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით დაჯილდოვდა ღირსების მედლით და მასვე გადაეცა საქართველოს არქიტექტორთა პრემია 1995 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრისათვის.
4.1.2. მუშა კომისიის 1995 წლის 15 აგვისტოს აქტით, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის N- კორპუსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ექსპლუატაციაში იქნა მიღებული და შეფასდა, როგორც ,,ფრიადი“.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 30 აგვისტოს N--- განკარგულებით მთაწმინდის რაიონში, რ---------–-ს გამზირზე N-0-ში მდებარე N- ს-–----–-- სკოლის სამსართულიანი შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 25 აგვისტოს აქტი დამტკიცდა.
4.1.3. შპს ,,თ----ას“ შესრულებული სამუშაოებისათვის 1993 წლის 27 ივლისს N2 ტრესტმა გადაუხადა - 10 000 000 რუბლი; 1994 წლის 24 აგვისტოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ ავანსის სახით გადასცა 300 000 000 რუბლი; 1995 წლის 27 ივლისს გადაერიცხა - 40 000 000 რუბლი; 1996 წლის 20 მარტს გადაერიცხა - 50 000 ლარი; 1996 წლის 10 აპრილს გადაერიცხა - 50 000 ლარი. ამდენად დასტურდება, რომ სულ შესრულებული სამუშაოებისათვის ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველომ შპს ,,თ----ას“ გადაურიცხა 227 179 02 აშშ დოლარის ექვივალენტი 340 მილიონი რუსული რუბლი და 100 000 ლარი.
4.1.4. შპს ,,თ----ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტს შესრულებული სამუშაოებზე გახარჯული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნით შპს ,,თ----ის“ დირექტორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერსაც მიმართა.
თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის 1996 წლის 25 ივლისის წერილით შპს ,,თ----ას“ განემარტა, რომ დეპარტამენტი არ ეთანხმებოდა მათ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვას, რის გამოც თანხების ოდენობაში შეტანილი იქნებოდა ცვლილებები.
4.1.5. 1996 წლის 30 აგვისტოს ერთი პირის საწარმო ფირმა ,,თ----ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხე თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის მიმართ 1163525 (ერთი მილიონ ასსამოცდასამიათას ხუთასოცდახუთი) ლარის დაკისრების თ----აზე.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 16 სექტემბრის განჩინებით (საქმე N-4/63) ერთი პირის საწარმო ,,თ----ის“ (შპს ,,თ----ა“) მიერ შესრულებულ სამხატვრო-დეკორატიულ სამუშაოებზე დახარჯული თანხის ოდენობაზე დაინიშნა ექსპერტიზა.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სამმართველოს 1996 წლის 18 ნოემბრის ქალაქ თბილისის პირველი ს-–----–-- სკოლის მხატვრულ-დეკორატიული გაფორმების საფინანსო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვანა N------ის თანახმად, III, IV, V სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 378 922 107 რუსულ რუბლს შეადგენდა, ხოლო I, II, VI, VII, VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 3 484 298 139 რუსული რუბლი იყო, ჯამში შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 5 863 220 246 რუსულ რუბლს, რაც ეროვნული კურსით ლარებში შესაბამისი პერიოდისათვის ემთხვეოდა შემსრულებლის მიერ წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას 1 465 865 ლარს. დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ 1996 წლის 28 ივნისის მდგომარეობით შესრულებულ სამუშაოზე ჩარიცხული იყო 745 000 000 რუსული რუბლი, რაც ეროვნული კურსით ლარებში შესაბამის პერიოდისათვის უდრიდა 322 280 ლარს. ამდენად, შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთის მიერ დარჩენილი იყო ჩასარიცხი თანხა 5 118 220 245 რუსული რუბლი, რაც ლარებში შესაბამის პერიოდისათვის უდრიდა 1 143 525 ლარს. აღნიშნულ თანხას შემსრულებლის მიერ დამატებული აქვს 20 000 ლარი დ.ღ.გ. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ჩასარიცხი თანხა დასკვნის მომზადების პერიოდში იყო 1 163 525 ლარი. ამდენად აღნიშნული დასკვნის თანახმად, ერთი პირი საწარმო ,,თ----ას“ მიერ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის მხატვრულ-დეკორატიული გაფორმების სამუშაოები შესრულებულია მაღალ დონეზე, შესრულებული სამხატვრო-დეკორატიული სამუშაოების აფასება მთლიანად ემყარება ამ პერიოდში არსებულ ნორმებს და შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი თანხა რეალური იყო.
მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტი არ დაეთანხმა შპს ,,თ----ას“ მიერ წარდგენილ ხართაღრიცხვას, რის გამოც 1997 წლის 22 იანვრის N- ბრძანებით ქალაქ თბილისში N- ს-–----–-- სკოლაზე სამხატვრო გაფორმებითი სამუშაოების რეალური ფასების დასადგენად შეიქმნა კომისია. კომისიის 1997 წლის 24 იანვრის N- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ფირმა ,,თ----ას“ მიერ N- სკოლაზე დამკვეთთან შეთანხმების გარეშე დამატებით წარდგენილი სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ჩაითვალა არასწორად და დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია ახალი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე. კომისიის მითითებით, ხარჯთაღრიცხვები უნდა გადაფასებული ყოფილიყო 1984 წლის ფასებში, მიღებული ღირებულება უნდა ჩათვლილიყო ამერიკული დოლარის ექვივალენტად ლარებში და იმ დროისათვის მოქმედი ფულადი ერთეულის (ლარის) მისაღებად გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადამყვანი კოეფიციენტი - 1,3.
ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის ფასადების სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო გაანგარიშება, ხარჯთა ნაკრები (1984 წლის ნორმებში და ფასებში) შესრულებულია ,,დ--------------ს“ მიერ 1997 წელს, რომლის თანახმად, შპს ,,თ----ას“ მიერ III, IV, V სექციებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 109 140 რუსულ რუბლს, ხოლო I, II, VI, VII, VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 159 025 რუსულ რუბლს, ჯამში საერთო ღირებულება განისაზღვრა 268 666 რუსული რუბლით. აღნიშნული გაანგარიშება შედგენილი იყო რუსეთის ფასთა კრებულით - ოქმი N27-ით, დამტკიცებული სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის სამდივნოს მიერ 1990 წლის 25 ოქტომბერს.
1997 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 11 ნოემბრის განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტში ჩატარდა სხდომა შპს ,,თ----ას“ მიერ ,,საქდ--------------ს“ მიერ შედგენილ ახალ ხარჯთაღრიცხვის ირგვლივ გამოთქმული შენიშვნების განხილვისა და კომისიის წევრების მიერ შესაბამისი დასკვნის მიღების შესახებ. კომისიის ყველა წევრმა ,,შემსრულებლის“ გარდა, დაადასტურეს კომისიის N- სხდომის ოქმის მე-5 პუნქტში მოყვანილი დასკვნა, რომლის თანახმად, ხარჯთაღრიცხვები უნდა გადაფასებული ყოფილიყო 1984 წლის ფასებში, მიღებული ღირებულება უნდა ჩათვლილიყო ამერიკული დოლარის ექვივალენტად ლარებში და იმ დროისათვის მოქმედი ფულადი ერთეულის (ლარის) მისაღებად გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადამყვანი კოეფიციენტი - 1,3.
მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 24 ნოემბრის განჩინებით N-4/63 საქმის მასალები განსახილველად ქვემდებარეობისამებრ გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ გ.დე---------მა 1998 წლის 9 მარტს N--- წერილის შესაბამისად, ერთი პირის საწარმო ფირმა ,,თ----ას“ სასარჩელო განცხადება, თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის მიმართ თანხის დაკისრების თ----აზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის თანახმად, განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის სასმართლოს დავალების საფუძველზე შპს ,,ს----------–--------------ს“ მიერ 1999 წლის 4 მაისს ,,დ--------------ს“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა შეფასდა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოები 1994 წელს გაფორმებული იყო რუსული ფასთა კრებულით და სამუშაოთა შემოქმედებით ნაწილში შესაბამისად უნდა გამოყენებულიყო ამ პერიოდზე მოქმედო შემასწორებელი გადათვლის კოეფიციენტები 1984 წლის ფასთან მიმართებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შეტანილია და დამტკიცებულია ობიექტის ორმხრივ დამტკიცებულ ხელშეკრულებაში.
4.1.6. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 23 მაისის N--------- და N--------- წერილების თანახმად, 1984 წელს ს-–----–--დ, ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 0.84 მანეთს. ამის შესაბამისად, იმ დროისათვის 504347 მანეთი შეადგენდა 600413 აშშ დოლარს; 1994 წლის 23 აგვისტოს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 2140.5 რუსულ რუბლს. ამის შესაბამისად, იმ დროისათვის 300 000 000 რუსული რუბლი შეადგენდა 140 154 აშშ დოლარს; 1995 წლის 27 ივლისს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 5 179.3 რუსულ რუბლს, შესაბამისად, იმ დროისათვის 40 000 000 რუსული რუბლი შეადგენდა 7723 აშშ დოლარს; 1996 წლის 25 მარტს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 1.2600 ლარს. შესაბამისად, იმ დროისათვის 50 000 ლარი შეადგენდა 39 682 ათას აშშ დოლარს; 1996 წლის 3 აპრილს ერთი აშშ დოლარი შეადგენდა 1.2620 ლარს. შესაბამისად, იმ დროისათვის 50 000 ლარი შეადგენდა 39 613 აშშ დოლარს, ხოლო 373 235 აშშ დოლარი იმ დროისათვის შეადგენდა 471 022.57 ლარს.
4.1.7. 2001 წლის 28 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის მიერ შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის თ----აზე დასკვნა მომზადდა, რომლის თანახმად, შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება მყარ ვალუტაში შეადგენდა 661 368 აშშ დოლარს, რაც 2001 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 14 087.14 ლარს. ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსა და შპს ,,თ----ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 23-ე პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაგვიანებით გადახდაზე მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ ერიცხებოდა საურავი 397 480.54 აშშ დოლარი (846 633.55 ლარი). ექსპერტის დასკვნის თანახმად, შპს ,,თ----ას“ ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოდან უნაღდო ანგარიშსწორების წესით 1994-96 წლებში ოთხ შემთხვევაში გადარიცხული აქვს 227 179.02 აშშ დოლარის ექვივალენტი 340 მილიონი რუსული რუბლი და 100 ათასი ლარი. დასკვნის თანახმად, შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 433 189.48 აშშ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 922 693.59 ლარს.
აღნიშნული ექსპერტის დასკვნის საფუძველზე 2006 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენაზე შპს ,,თ----ის“ მიერ 1994-1995 წლებში შესრულებულ სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულების გაანგარიშება მოხდა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიერ შემსრულებლისათვის გადარიცხული აქვს: 1994 წლის 23 აგვისტო - 300 მილიონი რუბლი = 140 153,8 აშშ დოლარი; 1995 წლის 27 ივლისი - 40 მილიონი რუბლი = 39 682,5 აშშ დოლარი; 1996 წლის 25 მარტი - 50 ათასი ლარი = 39 682,5 აშშ დოლარი; 1996 წლის 3 აპრილი - 50 ათასი ლარი = 39 619,65 აშშ დოლარი. ჯამში გადახდილია 227 179,02 დოლარი. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოებზე შპს ,,თ----ას“ შესრულებული აქვს 621 820 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო. გაანგარიშების თანახმად, 2001 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 756 800,58 აშშ დოლარი, საიდანაც 394 189,48 არის შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა, ხოლო 362 611,1 - დარიცხული საურავი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2006 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით საურავის ოდენობა გაიზარდა 277 194 აშშ დოლარით და ჯამში შპს ,,თ----ისათვის“ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1 033 994.6 აშშ დოლარი.
4.1.8. 2002 წლის 26 თებერვალს შპს ,,თ----ამ“ (ერთი პირის საწარმო თ----ის სამართალმემკვიდრე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე - თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მერია.
თბილსის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 03 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე N3ა/203 შპს ,,თ----ის“ სარჩელის გამო გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის განჩინებით, შპს ,,თ----ასა“ და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს შორის წარმოშობილი დავა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებარა.
შპს ,,თ----ამ“ 2002 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიასა და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურისათვის, სოლიდარულად, 3 770 607 აშშ დოლარის დაკისრება შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ.
ქალაქ თბილისის მერიამ და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურმა 2003 წლის 06 თებერვალს შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს შპს ,,თ----ისათვის“ ვალდებულების გარეშე გადახდილი 177 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის უკან დაბრუნება. შეგებებული სარჩელის თანახმად, შენობაზე სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება არ შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო ობიექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 2%-სა ზოგადად, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში კი 1%-ისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,თ----ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მერიასა და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს მოსარჩელე შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 487692,82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.1.9. შპს ,,თ----ის“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს ,,თ----ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურისათვის შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ 487 692.82 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის თ----აზე საჭირო იყო დამატებითი გამოკვლევა. კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 487 692,82 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. აღნიშნულ თანხაში, არ იყო გათვალისწინებული შპს ,,თ----ისათვის“ უკვე ანაზღაურებული თანხა - 227 179,02 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი მასალების შესაბამისად, N- ს-–----–-- სკოლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 1658 231 ლარს. ობიექტის საბალანსო ღირებულება წარმოადგენს ობიექტის მთლიანი ღირებულების განსაზღვრულ დოკუმენტს და აღნიშნული ბუნებრივია მნიშვნელოვან თანხობრივ განსხვავებას უნდა იძლეოდეს ობიექტზე გაწეული სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოების ღირებულებისაგან, რომელიც თუ საქმეში წარმოდგენილ მასალებს დავეყრდნობით, ფაქტობრივად, ობიექტის საბალანსო ღირებულების ტოლია. აღნიშნული გარემოება კი საფუძვლიან ეჭვს იწვევდა დარიცხული თანხის რეალურობაში. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან უნდა გამოირკვეს ობიექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, ვინაიდან, ფაქტობრივად შეუძლებელია შენობაზე გაწეული სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება აღემატებოდეს ობიექტის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საოლქო სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციის გამოყენების თ----აზე და დაადასტურა, რომ მითითებული კოდექსის 153-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, თბილისის მერიასა და მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს შპს ,,თ----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოთა გადაუხდელი თანხა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იქიდან გამომდინარე რომ მხარეთა შორის საურავი გათვალისწინებული იყო მხოლოდ 1994 წლის 15 აგვისტოს წერილობითი შეთანხმებით, საურავის დარიცხვაც შესაძლებელი და დასაშვები იყო მხოლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავის დარიცხვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო კოეფიციენტის 4,2-ის გამოყენება დასაშვები იქნებოდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდებოდა აღნიშნული კოეფიციენტის გამოყენების სავალდებულოობა.
ამდენად, განსახილველ საქმეზე I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავის დარიცხვის მოთხოვნას უარი ეთქვა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატის მიერ შპს ,,თ----ის" საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად ამ ნაწილში სასამართლოს უარი ძალაშია შესული. შესაბამისად, I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორატიულ-გაფორმებითი სამუშაოების წარმოებისათვის გადაუხდელ თანხებზე საურავი არ დაეკისრა მოპასუხე მხარეს, რასაც ეთანხმება მოსარჩელეც და დავის საგანს ხსენებული საკითხი აღარ შეადგენს.
4.1.10. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 09 მარტის განჩინებით (სამე N3ა/63) მოპასუხე თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს დაევალა დოკუმენტაციის სასამართლოსათვის წარდგენა, რომელიც ასახავდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლაში ჩატარებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას, მათ შორის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულების მითითებით.
ამავე განჩინებით საჯარო რეესტრიდან და ტექ. აღრიცხვის ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ამონაწერი თბილისის N- ს-–----–-- სკოლასთან დაკავშირებით.
ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 17 მაისის N6--- წერილით წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის მშენებლობაზე შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სრული ღირებულების თ----აზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სრული საბალანსო ღირებულება იყო 3 456 600 ლარი, საიდანაც, სამშენებლო სამონტაჟო სამუშაო - 2 862 700 ლარი (მათ შორის ფირმა ,,თ----ის“ მიერ შესრულებული 203 500 ლარი), მოწყობილობა - 26 100-57 ლარი; ინვენტარი - 131 538-70 ლარი; საპროექტო სამუშაო - 65 324 ლარი, ტექზედამხედველობის ანარიცხი - 87 946-14 ლარი, ბანკის % - 2 177-17 ლარი; დღგ - 280 813-42 ლარი.
ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემების შესაბამისად, რ---------–-ს ქუჩა N-0-ში მდებარე ს-–----–-- სკოლის ახალი შენობა აღრიცხვაზე არის აყვანილი 03.07.2003 წელს.
4.1.11. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 02 ივლისის განჩინებით (სამე N3ა/63) ადმინისტრაციულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური და საბუღალტრო ექსპერტიზა. განჩინებით ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს.
2004 წლის 07 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტი შედგა, რომლის თანახმად, იმის დასადგენად თუ რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (I კორპუსი) სრული საბალანსო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება, საჭირო იყო წარდგენილი იქნეს შესრულებულ სამუშაოთა ყველა აქტები აღნიშნულ კორპუსში ნებისმიერი ორგანიზაციების მირ შესრულებულ სამუშაოებზე. ასევე, იმის დასადგენად, თუ რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებით სამუშაოების ღირებულება და შპს ,,თ----ის“ მიერ შესრულებული სამხატვრო-დეკორატიული-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება, საჭირო იყო ამ სამუშაოთა შესრულების აქტების ე.წ. ფორმა N2-,,ვ“-ების წარდგენა, რომლებიც ექსპერტის მიერ მოთხოვნილი იყო 03.09.04წ. N------- შუამდგომლობით და არ იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტმა საკვლევი მასალების უკმარისობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უარი თქვა დასკვნის მიცემაზე.
4.1.12. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 მარტის განჩინებით (სამე N3ა/-42-05) კიდევ ერთი ექსპერტიზა დაინიშნა საქმეზე და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
განჩინებით ექსპერტს დაევალა შემდეგი საკითხების გამოკვლევა: 1. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (პირველი კორპუსი) სრული საბალანსო ღირებულება; 2. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (პირველი კორპუსი) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება; 3. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება; 4. რას შეადგენდა თბილისის N- ს-–----–-- სკოლის აღდგენასთან დაკავშირებით შპს ,,თ----ას“ მიერ სამხატვრო-დეკორატიული-გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება.
2005 წლის 08 აგვისტოს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო მიერ დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტი შედგა, რომლის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო თბილისის N- ს-–----–-- სკოლაში შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ფორმა N3-ების და ფორმა N2-ების წარდგენა (ფორმა N3-ების შესრულებულად ნაჩვენებ თანხების გაშიფრვა). შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოთა აღმრიცხველი საბუღალტრო მასალები. ფარულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების აქტები, სახელმწიფო მიმღები კომისიის აქტი, რაც მოთხოვნის მიუხედავად ექსპერტისათვის არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, ექსპერტმა საკვლევი მასალების უკმარისობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად უარი თქვა დასკვნის მიცემაზე.
ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურის N------------ შიდა ბრძანების საფუძველზე ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საბალანსო ღირებულების ამსახველი მასალების და ფორმა N2-ების მოძიება-ამოღების მიზნით შეიქმნა უფლებამოსილ პირთა ჯგუფი და დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ მოიპოვება.
4.1.13. შპს ,,თ----ამ“ 2007 წლის 17 ივლისის განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა.
შპს ,,თ----ის“ მიერ 2008 წლის 24 მარტის განცხადებით დააზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა .
შპს ,,თ----ის“ მიერ 2016 წლის 07 ნოემბრის განცხადებით კიდევ ერთხელ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს ,,თ----ის” სასარგებლოდ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის (III, IV, V და I, II, VI, VII, VIII საფასადო სექციები) სამხატვრო-დეკორაციულ-გაფორმებითი სამუშაოებისათვის 595 190,57 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს ,,თ----ის” სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 825 323,90 აშშ დოლარის გადახდა.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1994 წლის 15 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1994 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
1994 წელს მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის თანახმად, სანარდო ხელშეკრულებით ერთი მხარე (მენარდე) კისრულობს თავისი რისკით შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთის) დავალებით მისი ან თავისი მასალით, ხოლო შემკვეთი კისრულობს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს მისი ღირებულება.
კოდექსის 345-ე მუხლის თანახმად, სანარდო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოსათვის შეიძლება შედგენილ იქნეს მტკიცე ან მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა. თუ აუცილებელი გახდება მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბება, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს ამის შესახებ შემკვეთი. ამ შემთხვევაში შემკვეთს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება და აუნაზღაუროს მენარდეს მის მიერ გაწეული ხარჯები. თუ მენარდე არ გააფრთხილებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო და ვერ მოსთხოვს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებით გაწეულ ხარჯის ანაზღაურებას.
კოდექსის 356-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს დათქმული სასყიდელი ნამუშევრის მთლიანი ჩაბარების შემდეგ თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით ან ხელშეკრულებით.
კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაუხადოს ფული და სხვა) ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი შესრულება.
კოდექსის 184-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების შესრულება კანონის ან ხელშეკრულების თანახმად შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით), გირაოთი და თავდებობით. ხოლო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი და მე-2 აბზაცი ადგენს, რომ პირგასამტეხლოდ (ჯარიმად, საურავად) მიიჩნევა კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალეს გადახდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. პირგასამტეხლოთი (ჯარიმით, საურავით) შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მხოლოდ ნამდვილი მოთხოვნა.
კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უნდა დაიდოს წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) შესახებ შეთანხმების ბათილობას.
განსახილველ საქმეზე დასტურდება, რომ 1994 წლის 15 აგვისტოს ერთი პირი საწარმო ,,თ----ასა“ (შპს ,,თ----ა“) და ქალაქ თბილისის მერიის კაპიტალური მშენებელობის სამსახურს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) შორის ხელშეკრულება დაიდო ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლის III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმების თ----აზე. აღნიშნული ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი, რაც იმ დროისათვის 450 324 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს არადროული ანაზღაურების შემთხვევაში ,,დამკვეთი“ იხდიდა ჯარიმას - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია და მოპასუხე მხარე არ ხდის სადავოდ, რომ III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოები შესრულდა ჯეროვნად, შეთანხმებულ ვადაში. დამკვეთს შესრულებული სამუშაოების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შპს ,,თ----ის“ მიერ სამუშაოების დამთავრების დროისათვის - 1995 წლის 30 აგვისტოსათვის დამკვეთის მიერ ანაზღაურებული იყო 227 179.02 აშშ დოლარი. ხოლო III-IV-V სექციების სამხატვრო-დეკორატიული გაფორმებითი სამუშაოების ღირებულება 277 145 აშშ დოლარს შეადგენდა. დარჩენილი თანხა 49 965,98 აშშ დოლარი, რომელიც დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 1995 წლის 30 აგვისტოს, არ ანაზღაურებულა.
1994 წელს მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 184-ე, 185-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე, 1994 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულების 23-ე მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად, დამკვეთს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო - 0,04%-ის ოდენობით ვადაგადასული გადასახადიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 2016 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით - 161 001,59 აშშ დოლარი შეადგინა.
ამდენად, III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოებისათვის მიუღებელი თანხაა 49 965,98 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავი - 161 001,59 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 210 967,57 აშშ დოლარს.
პალატა იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ ვადაგადაცილებული დროის გათვალისწინებით საურავის საერთო რაოდენობამ მიუღებელ თანხაზე მეტი შეადგინა, თუმცა საურავის ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, მისი ოდენობა 0.04%, არ არის შეუსაბამოდ მაღალი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს და საურავის თანხის ზრდა მას არ გამოუწვევია.
დადგენილია, რომ გარდა წერილობითი ხელშეკრულებისა, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება N- ს-–----–-- სკოლის დანარჩენი I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების წარმოებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ ასევე ჯეროვნად იქნა შესრულებული. დადგენილია, რომ I-II-VI-VII და VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 384 223 აშშ დოლარი, რაც დამკვეთის მიერ არ ანაზღაურებულა. 1994 წელს მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან I-II-VI-VII და VIII სექციებზე სამუშაოების შესრულებაზე წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, აღნიშნული თანხაზე პირგასამტეხლოს დაკისრება დაუშვებელია, რასაც ეთანხმება ასევე მოსარჩელე მხარეც. ხსენებული საკითხი გადაწყვეტილია ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინებით.
მითითებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ დამკვეთს III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი აქვს 49 965,68 ლარი, და მისი პროპორციული საურავის თანხა(პირგასამტეხლო) 161 001,59 ლარი, რაც ჯამში შედგენს 210 967,57 აშშ დოლარს.
ასევე დადგენილია, რომ I-II-VI-VII-VIII სექციების სამხატვრო დეკორაციული სამუშაოების შესრულების ღირებულება დამკვეთს ანაზღაურებული არა აქვს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ღირებულება შეადგენს 384 223 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარის მითითება თანხის შეუსაბამობის თ----აზე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა ეთნხმება საქალაქო სასამართლოს მითთითებას მასზედ, რომ საქმისწარმოების მიმდინარეობის დროს მოპასუხე მხარე არ ყოფილა შეზღუდული მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებულ ობიექტში თავისი ინიციატივითაც ჩაეტარებინა ექპერტიზა, შეეფასებინა შესრულებული სამუშაო, მით უფრო იმ პირობებში, რომ ობიექტი საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს და მოპასუხე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ მიუთითა ვერც ღირებულების შეუსაბამობაზე და ვერც შესრულებული სამუშაოს ნაკლზე.
საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ შესრულებულ სამხატვრო დეკორაციულ სამუშაოებს, გარდა სარემონტო სამუშაოების ღირებულებისა, აქვს ღირებულება - როგორც ხელოვნების ნიმუშს. არანაირი საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ თანხა შესრულებული სამუშაოს შეუსაბამოდ მიიჩიოს, არ გამოვლინდა.
დადგენილია, რომ შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო თანხად განისაზღვრა 944 554 336 მილიონი რუსული რუბლი, რაც იმ დროისათვის 450 324 აშშ დოლარს შეადგენდა. ასევე დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლაზე შპს ,,თ----ას“ შესრულებული აქვს 661 368 აშშ დოლარის ღირებულების სამხატვრო-გაფორმებითი სამუშაოები, საიდანაც III-IV-V სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 277 145 აშშ დოლარს, ხოლო I-II-VI-VII და VIII სექციებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 384 223 აშშ დოლარს. მართალია ქალაქ თბილისის N- ს-–----–-- სკოლაზე შპს ,,თ----ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ გადააჭარბა მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას, მაგრამ ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ III-IV-V სექციებზე სამუშაოების შესრულებას და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ნაკლები იყო მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაზე. დამატებითი თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვა დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე მხარეთა ზეპირი შეთანხმებიდან.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 595 190.57 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების თ----აზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თავის მხრივ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელლმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა