გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210019002814810
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო,მოსარჩელის წარმომადგენელი ნ-----–------------- ,მოპასუხე ვა–- არ-------–---–ი,დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვა–- არ-------–---–ს მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა- 1018, 5 ლარის ოდენობით
1.2. მოპასუხე ვა–- არ-------–---–ს მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა - 6528,65 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სარჩელს დაეთანხმა საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ დაეთანხმა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხემ განმარტა, რომ მას საიჯარო ქირის თანხა ნამდვილად გადასახდელი აქვს, თუმცა ეკონომიური მდგომარეობის გამო თანხის გადახდა არ შეუძლია, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნას არ ეთანხმება .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სა---–-–-------------------------–---------ოს (მეიჯარე, მოსარჩელე) და ვა–- არ-------–---–ს (მოიჯარე, მოპასუხე) შორის 2015 წლის 16 აპრილს დაიდო იჯარის ხელშეკრულება (შემდგომ ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი , კერძოდ : 1) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.27.51.--- (შემდგომ #1 ნაკვეთი) ; 2) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.20.51.0-- (შემდგომ #2 ნაკვეთი) ; 3) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.20.51.0-- (შემდგომ #3 ნაკვეთი)
3.1.2. ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 5 წელი. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში .
3.1.3. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა: #1 ნაკვეთზე - 256 ლარი; #2 ნაკვეთზე - 57 ლარი; #3 ნაკვეთზე - 81 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.
3.1.4. საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,მოიჯარეს" ეკისრება პირგასამტეხლო– გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან–ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.5. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შესრულებულა. ვა–- არ-------–---–ს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ - სა---–-–-------------------------–----------ოს წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო არ გადაიხადა.
3.1.6. სსიპ - სა---–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N1/5-2-- ბრძანებით სსიპ - სა---–-–-------------------------–----------ოსა და ვა–- არ-------–---–ს შორის 2015 წლის 16 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ვა–- არ-------–---–ს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა.
3.1.7. იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებულ იქნა მოიჯარის ვალდებულება, გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად. მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება 2015-2016 წლებში არ შეუსრულებია, რის გამოც მას დაეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო- 1000 ლარის ოდენობით, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე .
3.1.7. საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს:
-#1 მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.27.51.---) , ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება- 662 ლარი, და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 352,45 ლარი.
-# 2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.20.51.0--) ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 147 ლარი, და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 72,2 ლარი.
-# 3 მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.20.51.0--) ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 109,5 ლარი, და 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 103,4 ლარი.
3.1.8. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით და 3.1.6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მას დაეკისრა ამავე ხელშეკრულების 6.3 და 6.4 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2000 ლარი, ჯამში სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6000 ლარი.
3.1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მოითხოვს საიჯარო ქირის დავალიანების გადახდას - 1 018,5 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდას, 6 528,65 ლარის ოდენობით , სულ ჯამში 7547,15 ლარის გადახდას .
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში, უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად, შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ, გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
დადგენილია, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–---------ოსა და ვა–- არ-------–---–ს შორის 2015 წლის 16 აპრილს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სამი მიწის ნაკვეთი , კერძოდ : 1) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.27.51.--- (შემდგომ #1 ნაკვეთი) 2) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.20.51.0-- (შემდგომ #2 ნაკვეთი) 3) გუ-------ის რაიონის სოფელ კა------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი , საკადასტრო კოდი- №51.20.51.0-- (შემდგომ #3 ნაკვეთი).
იჯარის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 5 წელი. სარგებლობის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში . აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მოიჯარეს ქონებით სარგებლობისათვის, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა .
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებების 6.5 მუხლის შესაბამისად, ,,მოიჯარის" მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში, პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,მეიჯარეს" უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები. ამავე ხელშეკრულებების 7.1.2 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულება წყდება ,,მეიჯარის" მიერ, ,,ხელშეკრულების" 6.5. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოიჯარემ მხარეთა შორის 2015 წლის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა არ გადაიხადა. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო და ეთხოვა მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარედგინა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დადგენილია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო არ გადაიხადა, რის გამოც სა---–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით სსიპ სა---–-–-------------------------–---------ოსა და ვა–- არ-------–---–ს შორის 2015 წლის 16 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ვა–- არ-------–---–ს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355–ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხოლო ამავე კოდექსის 356–ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 16 აპრილს სსიპ სა---–-–-------------------------–---------ოსა და ვა–- არ-------–---–ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების მე-6.5. და 7.1.2. მუხლების შესაბამისად, მეიჯარე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო ცალმხრივად მოშალოს ,,ხელშეკრულება" და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე დარიცხული საიჯარო ქირის - 1018,5 ლარის გადახდა, რისი გადახდის ვალდებულება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, ამიტომ სარჩელი საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად .
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.6. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, რისთვისაც ამავე ხელშეკრულების 6.3. და 6.4. პუნქტებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება. მისი მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესასრულებელი ვალდებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული დარღვევის არსის თანაფარდობა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია ვალდებულების არსი, რომლის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვისაც არის იგი გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.6. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის თითოეულზე 500 ლარის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება . სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა წარმოადგენდა, მისი ღირებულება #1 ნაკვეთზე წარმოადგენს წლიურ 276 ლარს, #2 ნაკვეთზე -57 ლარს და #3 ნაკვეთზე - 81 ლარს, მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნა ინფორმაციის და კვლევის წარუდგენლობისთვის 500 ლარის ოდენობით , სასამართლოს მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და მოვალისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს, ამიტომ იგი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე მუხლის მე-3. ნაწილით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტის, ხოლო მოპასუხე საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 46 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლებული არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვა–- არ-------–---–ს მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის- 1018,50 ლარის და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–---------ოს უარი ეთქვას
პირგასამტეხლოს - 6 428,65 ლარის დაკისრებაზე ;
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი