გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210019003176168
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22041-19

ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ნ---------------ე

წარმომადგენელი - ც----------------

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - მ-----–------ე

წარმომადგენელი - ე-----------

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი

 

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), ბავშვებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში)

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ---------------ესა (დაბადებული 1----–-–-------------ი, პირადი N5----------) და მ-----–------ეს (დაბადებული 1----–-–------------------ი, პირადი N4----------) შორის, 2----–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინების (აქტის ჩანაწერი N 5----------) შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე მ-----–------ისთვის არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ--–-------ისა და 2----–-–-----------------ს დაბადებული შ-----------ის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდნობით ალიმენტის დაკისრება.

 

ნ---------------ე და მ-----–------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლიდან 2012 წლამდე. მათ შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2----–-–---------------ს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------ს დაბადებული შ-----------ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ--–-------ე. ბოლო 7 წლის განმავლობაში, მოსარჩელე განიცდიდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის მხრიდან. მხარეებს შორის, ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 2019 წლის მაისის თვიდან. მოსარჩელემ, შვილებთან ერთად დატოვა საერთო საცხოვრებელი და, ამჟამად, ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, მ---------------------------------- ბინაში. ნ---------------ესა და მ-----–------ეს შორის შეწყვეტილია ყველანაირი კონტაქტი, ვინაიდან, მოპასუხის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, აკრძალული აქვს მოსარჩელესთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიწერა 2019 წლის 24 აგვისტოს და მოქმედებდა 24 სექტემბრამდე. ორდერის გამოწერამდე, მ-----–------ეს არანაირი დაინტერესება არ გამოუხატავს ბავშვების ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობების, მათი კვების ან სხვაგვარი უზრუნველყოფის შესახებ. მას არც კი უკითხავს, როგორ გააგრძელებენ ბავშვები განათლების მიღებას და სჭირდებათ თუ არა სასკოლო ნივთებით, წიგნებით და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. მხარეებს შორის, ამჟამად, არსებული ურთიერთობა, მ-----–------ის მიერ განხორციელებული ქმედების გამო, შეუძლებელია, მომავალში გაგრძელდეს ოჯახის ფორმით, შესაბამისად, განქორწინება სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე, ვინაიდან ასეთი ვადის განსაზღვრა ვერ იქნება მიზანშეწონილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით 1.1. სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად, ხოლო 1.2. სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა შვილების სასარგებლოდ 70-70 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე, ვინაიდან, არის უმუშევარი, არ გააჩნია შემოსავლის წყარო, ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, რის გამოც, ვერ შეძლებს 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდას. მ-----–------ე თავს არ არიდებს შვილების რჩენასა და ზრუნვას. რაც მხარეებს შორის თანაცხოვრება შეწყდა, მოპაუსხე და მისი მშობლები ცდილობდნენ ბავშვებთან დალაპარაკებას, თუმცა ვერ შეძლეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ---------------ე და მ-----–------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლიდან. მხარეებმა ქორწინება დაარეგისტრირეს 2----–-–---------------ს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ--–-------ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული შ-----------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (აქტის ჩანაწერი N5----------) (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობები (აქტის ჩანაწერი Nნ--------- და N6----------) (ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი, 28.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ნ---------------ე, ოჯახთან ეთად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის წევრები არიან: ლ--–-------ე, ქ--------------–---–ი, თ-----------ე, მ-----–------ე, დ----------------ე, ნ---------------ე, ლ--–-------ე, რ---------ე და შ-----------ე. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 8660. გასული პერიოდის მიღებული თანხებია: 01.03.2019წ. – 690 ლარი, 01.04.2019წ. – 690 ლარი, 01.05.2019წ. – 690 ლარი, 01.06.2019წ. – 690 ლარი, 01.07.2019წ. – 690 ლარი, 01.08.2019წ. – 690 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 15).

 

3.1.3. მ-----–------ის მიმართ, 2019 წლის 23 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრამდე, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 23 აგვისტოს შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 18).

 

3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2019 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, ნ---------------ესა და მ-----–------ეს 2018 წლის იანვრიდან, მიღებული შენოსავალი არ უფიქსირდებათ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 17 სექტემბრის N2----------- მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 29).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ---------------ე და მ-----–------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები - ლ--–-------ე და შ-----------ე ცხოვრობენ დედასთან - ნ---------------ესთან ერთად და მამა არ მონაწილეობს შვილების რჩენა-აღზრდაში. მიხეილ კაკიძის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. ბავშვებზე ზრუნავს მხოლოდ დედა, რომელიც არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი და დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (28.02.2020წ. სასამართლოს სხომის ოქმი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ( სუსგ Nას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ-----–------ემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების ამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი მატერიალურ, ან სხვაგვარ დახმარებას უწევდა არასრულწლოვან შვილებს. მოპასუხემ ასევე ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან სხვა პირები.

 

3.2.2. ნ---------------ისა და მ-----–------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას - სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ქორწინების შენარჩუნების მცდელობა ვერ მოხერხდა. მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.12.02.2020 წ. სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოვრობს ქირით და იხდის ბინის ქირას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის საუკუთესო ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, მართალია სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მოპასუხის მიერ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ასევე მის მიერ ბინის ქირავნობის და ყოველთვიური ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

5.2. ’’ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ნ---------------ე და მ-----–------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------დან.

 

დადგენილია, რომ მხარეები - ნ---------------ე და მ-----–------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს სურს შეწყდეს მოპასუხე მ-----–------ესთან რეგისტრირებული ქორწინება. მისი მოსაზრებით, მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის დანიშვნა უშედეგო იქნება, რაზეც მოპასუხე აცხადებს თანხმობას.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მეუღლეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. განსაქორწინებელი მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამასთან, მოცემულ საქმეზე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რა შემთხვევაშიც, დაუშვებელია მეუღლეთა ქორწინების შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის თაობაზე არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილების თანახმად, ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------------ის სარჩელი, განქორწინების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე ნ---------------ემ 200-200 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ--–-------ე და2----–-–-----------------ს დაბადებული შ-----------ე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ნ---------------ესა და მოპასუხე მ-----–------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული ლ--–-------ე და 2----–-–-----------------ს დაბადებული შ-----------ე. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ლ--–- და შ-----------ეები ცხოვრობენ და იზრდებისნ დედასთან - ნ---------------ესთან და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2019 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, ნ---------------ესა და მ-----–------ეს 2018 წლის იანვრიდან, მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას, ალიმენტის მოცულობის თაობაზე, მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არ გააჩნიათ რჩენის ვალდებულებები სხვა პირების მიმართ, შესაბამისად, ისეთივე ვალდებულებები გააჩნია არასრულწლოვანი შვილების - ლ--–-------ისა და შ-----------ის მიმართ, როგორიც ნ---------------ეს.

 

სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული უზრუნველყოს არასრულწლოვანის საჭიროებები, მონაწილეობა მიიღოს აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში. მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ატარებს უპირობო ხასიათს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. განსახილველ შემთხვევაში, მამის მხრიდან ბავშვებისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადასტურდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ასევე, ბავშვების ასაკის მხედველობაში მიღები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 125-125 ლარით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------------ის მოთხოვნა - მ-----–------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ-----–------ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ლ--–-------ისა და შ-----------ის რჩენა-აღზრდისთვის უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 125-125 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 06 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო განქოწინების მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მხარეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროთ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ეკატერინე გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე მ-----–------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 245-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ქორწინება ნ---------------ესა (დაბადებული 1----–-–-------------ი, პირადი N5----------) და მ-----–------ეს (დაბადებული 1----–-–------------------ი, პირადი N4----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–---------------ს, აქტის ჩანაწერი N 5----------.

 

3. მ-----–------ეს (პირადი N4----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, ლ--–-------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს, პირადი N4----------) და შ-----------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს, პირადი N5----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 125 - 125 (ას ოცდახუთი - ას ოცდახუთი) ლარის, სულ 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 06 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე.

 

4. მოპასუხე მ-----–------ეს (პირადი N4----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა