განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021001700180327-
№2ბ/7498-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
„ 22“ მაისი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი _ ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - სე---- ა----- ყა-----ი ში-----ი (მოპასუხე) გ--–- გ--–----ე სო----- ია-----–-–--ი (მოსარჩელე) ბ--- ბ------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2017წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ყოველთვიური ალიმენტის სახით 300 ლარის ნაცვლად 150 ლარის დაკისრება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სო----- ია-----–-–--ის სარჩელი, მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში-----ის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. არასრულწლოვანი სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ის (დაბადებული 20---–-–-----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, სო----- ია-----–-–--ის, საცხოვრებელი ადგილი.
1.2. სე---- ა----- ყა-----ი ში-----ს (პირადი N0---------1) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ის (დაბადებული 20---–-–-----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 (სამასი), ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 13 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ი და მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში----- ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----- თებერვალს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–----------- შეეძინათ შვილი სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი; 2.2. სო----- ია-----–-–--ი და სე---- ა----- ყა-----ი ში----- არიან ი------ ი--–------- რესპუბლიკის მოქალაქეები; 2.3. სო----- ია-----–-–--იის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქ.თბილისი, ვ-–-----–----–-- გამზ. მე-3 კვარტალი, ბ-------, ე.წ. ,,M-- საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მოსარჩელე მხარე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, სე----ბ------ გჰა-----ი ში-----თან ერთად; 2.4. მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში----- ძირითადად იმყოფება ი------ რესპუბლიკაში. იგი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით; დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის შეფასებით, მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ი და არასრულწლოვანი სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი ცხოვრობენ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. საცხოვრებელი არის ახალგარემონტებული, სადაც კარგი სანიტარული და ჰიგიენური პირობებია. არასრულწლოვანის ზრდა-განვითარებისათვის შექმნილია კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. ბავშვი უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებით, აქვს საწოლი და პირადი მოხმარების ნივთები. ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს ბავშვის სოციალიზაციის პროცესი; 2.6. სოციალური სამსახურის შეფასებით, მოსარჩელესთან, სო----- ია-----–-–--თან არასრულწლოვანი სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ის საჭიროებები დაკმაყოფილებულია, იგი უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით. იგი დაცულია ყველანაირი სახის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან. მოსარჩელესთან არასრულწლოვანს ეპყრობიან სითბოთი და სიყვარულით; 2.7. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელე მხარის ოჯახს ამ ეტაპზე სტაბილური შემოსავალი არ აქვს; 2.8. მოპასუხემ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, განახორციელა ვიზიტი სსიპ სოცოალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვ---------------–--- სერვის ცენტრში. მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში-----მა კატეგორიულად უარყო მეუღლის, სო----- ია-----–-–--ი მიმართ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედების განხორციელება. მოპასუხე ხშირად ჩამოდის არასრულწლოვანი შვილის სანახავად საქართველოში, იგი შვილთან ერთად სეირნობს, საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, თამაშობენ და ა.შ. მოპასუხის ინფორმაციით, ის შვილებთან (პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი) ერთად ცხოვრობს ი------ რესპუბლიკაში; ოჯახის ერთადერთ შემოსავალს ამჟამად წარმოადგენს მოპასუხის ქალიშვილის შემოსავალი, რომელსაც აქვს საკუთრებაში არსებული სილამაზის სალონი; 2.9. მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში-----ი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი; მოპასუხე არ უარყოფს მის სახელზე საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტს, მათ შორის მისი კუთვნილებაა მოსარჩელის და არასრულწლოვანი შვილის ამჟამინდელი საცხოვრებელი და ასევე, მოპასუხის სახელზე აღრიცხულია ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), რაც დაადასტურებდა უძრავი ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის ფაქტს; 2.10. სოციალური სამსახურის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე არ არის წინააღმდეგი, არასრულწლოვანი შვილი, სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი იზრდებოდეს დედასთან. არასრულწლოვანი ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისა და მომავალში საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან; 2.11. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში-----ს არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის მიზნით შესაბამისი მატერიალური დახმარება არ გაუწევია. მოპასუხემ არასრულწლოვანს რამდენჯერმე გამოუგზავნა სათამაშოები; 2.12. სასამართლო იზიარებს სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვ---------------–--- სერვის ცენტრის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, სო----- ია-----–-–--ის საცხოვრებელი ადგილი; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში:
2.13. მოსარჩელე სო----- ია-----–-–--მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 20---–-–----------- დაბადებული სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი. დადგენილია, რომ სო----- ია-----–-–--ი და სე---- ა----- ყა-----ი ში-----ი არიან ი------ ი--–------- რესპუბლიკის მოქალაქეები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება- მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან - სო----- ია-----–-–--თან. ამ ეტაპზე არასრულწლოვანი სკოლაში არ სწავლობს. იგი არის ი------ ი--–------ რესპუბლიკაში დაბადებული და ვერ შესძლებს ქართულენოვან საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებას. დადგენილია, რომ მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ი და არასრულწლოვანი სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი ცხოვრობენ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. საცხოვრებელი არის ახალგარემონტებული, სადაც კარგი სანიტარული და ჰიგიენური პირობებია. არასრულწლოვანის ზრდა- განვითარებისათვის შექმნილია კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. ბავშვი უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებით, აქვს საწოლი და პირადი მოხმარების ნივთები. ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს ბავშვის სოციალიზაციის პროცესი. მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. ასევე, დადგენილია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. მხარეების ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, მოპასუხე მუშაობდა, ჰქონდა შემოსავალი, რა დროსაც შეიძინა საქართველოში უძრავი ქონება. თუმცა ამჟამად, მოპასუხე ს---- ა----- ყა-----ი ში-----ი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის საქართველოს ან ი------ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაქმებისა და შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის სახელზე საცხოვრებელი ბინის (ან ბინების) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს დაადასტურებდა. თუმცა თავად მოპასუხე არ უარყოფს მის სახელზე ორი საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტს, კერძოდ, მისი კუთვნილებაა მოსარჩელისა და არასრულწლოვანი შვილის ამჟამინდელი საცხოვრებელი და ასევე, მოპასუხის ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში არსებული მასალებიდან არ ირკვევა კონკრეტულად რომელი უძრავი ნივთის (უძრავი ქონების შესაბამისი მახასიათებლებით) მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქოწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე სათანადოდ არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და სათანადოდ არ უწევს მას ფინანსურ დახმარებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით, მოსარჩელე სო----- ია-----–-–--ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სე---- ა----- ყა-----ი ში-----ს არასრულწლოვანი შვილის სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მხარეთა განმარტებით, მოპასუხეს დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ არ გადაუხდია. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი. მოპასუხე სე---- ა----- ყა-----ი ში-----ი თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა- აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მშობლის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და სხვა. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის და არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის კმაყოფაზე მყოფი პირების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით მიღებულ უნდა იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 300 (სამასი) ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სო----- ია-----–-–--ის მოთხოვნა - მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის - სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. საცხოვრებელი ბინა არ წარმოადგენს აპელანტის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება 22.12.2016წ.-დან ირიცხება ე-----– ა-–------------ ბ-----–ის სახელზე. 3.2. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობა. ალიმენტის ოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შემოსავლებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ვალდებულებებთან სხვა არასრულწლოვანი შვილების მიმართ. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება მასზედ, რომ აპელანტს არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამასთან, მას ჰყავს კიდევ ორი შვილი. განსახილველ შემთხვევაში გაუგებარია, სასამართლომ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვრა აპელანტის მიერ გადასახდელი ალიმენტი 300 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სო----- ია-----–-–--ს (შემდგომში „მოსარჩელე“) და სე---- ა----- ყა-----ი ში-----ს (შემდგომში „მოპასუხე“) ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 20---–-–----------- დაბადებული სე----ბ------ გჰა-----ი ში-----ი (ტ.I, ს.ფ.17,18). 4.2. უდავოა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. 4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ: 4.3.1. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. 4.3.2. მხარეების ერთად ცხოვრების პერიოდში მოპასუხე მუშაობდა, ჰქონდა შემოსავალი. ამჟამად მოპასუხე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. 4.3.3. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის მიზნით შესაბამისი მატერიალური დახმარება არ გაუწევია. მოპასუხემ არასრულწლოვანს რამდენჯერმე გამოუგზავნა სათამაშოები. 4.3.4. მოპასუხის სახელზე ირიცხება ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ფართი. 4.4. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხის კმაყოფაზე მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის გარდა იმყოფებიან სხვა პირები, რომელთა რჩენის ვალდებულებაც გააჩნია მოპასუხეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და საწინააღმდეგო დასაბუთება არც სააპელაციო საჩივარშია წარმოდგენილი, რომ მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი (ტ.1, ს.ფ.144, 172, 199-208). 4.5. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ უძრავი ქონება, სადაც მოსარჩელე და მათი საერთო შვილი ცხოვრობენ, სასამართლომ არასწორად მიუთითა მოპასუხეს საკუთრებად, რამეთუ ქონება სხვა პირის სახელზეა აღრიცხული, - არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან არ ათავისუფლებს მოპასუხეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს თავისი არასრუწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი 150 ლარამდე შემცირების საფუძველი. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 210).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სე---- ა----- ყა-----ი ში-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე