გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამე N010210118002505683
N2-2564/18
ნაწილობრივი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2018 წელი ქ. ბ------ი
შესავალი ნაწილი
ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ი/მ და--თ სი-----ა
წარმომადგენელი - პა---ა შა---ე, ედ--რ აბ---–--ე
მოპასუხე - ბა-------------–----–--------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, არამართლზომიერად გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა: 2018 წლის 01 მარტს გაფორმებული N65 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 139226,87 ლარის ანაზღაურება. 2. მოსარჩელის პოზიცია 2018 წლის 01 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N65, რომლის შესყიდვის ობიექტია ქ. ბ------–- ს. მ----- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე განხორცილდა სხვადასხვა სამუშაოების ნაწილობრივი შესრულება, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების შესაბამისად. თუმცა, მოპასუხის მიერ არასრულად ანაზღაურდა სამუშაოების ღირებულება.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, N65 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეზე შესრულებული სამუშაოების - 139226,87 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 01 მარტს, ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელსა (შემდგომში - შემსყიდველი) და ინდივიდუალურ მეწარმე და--თ სი-----ას (შემდგომში - მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების N65 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე (N-----------) ქ. ბ------–-, ს. მ----- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ღირებულება რაც შეადგინა 2737000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N65 ხელშეკრულება (ს. ფ. 197-208);
-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N65 ხელშეკრულების დანართი (209-218);
-მიღება-ჩაბარების აქტები.
3.1.2. სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს“ N 0------- დასკვნისა და (ა)იპ ,,საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ 2018 წლის 05 ნოემბრის N9------ წერილის საფუძველზე დგინდება, რომ ს------------ ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 175 321,19 ლარს. ქ. ბა-------------–----–--------------ა ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას ასანაზღაურებელი თანხის 139226,87 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს“ N 0------- დასკვნა. (ს.ფ. 142-152)
- შესაგებელი
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სარჩელის ამ ნაწილში მხარეებს საქმეში არსებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
მოპასუხე მხარემ შესაგებელში და თავის ახსნა-განმარტებაში დაადასტურა სახელმწიფო შესყიდვების N65 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 139226,87 ლარის დავალიანების ფაქტი.
ამდენად, სასამართლო მხარის აღიარების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ N65 ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბა-------------–----–--------------ის დავალიანება ი/მ და--თ სი-----ას მიმართ შეადგენს 139226.87 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების N65 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 139226.87 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N65, რომლის შესყიდვის ობიექტია ქ. ბ------–- ს. მ----- ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა. სასამართლომ, მოპასუხის აღიარების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს-ქ. ბა-------------–----–--------------ას, ი/მ და--თ სი-----ას წინაშე, N65 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 139226,87 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N65 ხელშეკრულების მიხედვით 139226.87 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო ნაწილობრივი გადაწყვეტილება და სარჩელი დააკმაყოფილა 139226,87 ლარის ნაწილში. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბ------ის მერიას სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს, ხოლო ნაწილობრივი გადაწყვეტილების ნაწილში დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-245-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მიღებული იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება;
2. ი/მ და--თ სი-----ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბ------ის მერიაზე 139 226,87 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
3. დაეკისროს ქ. ბ------ის მერიას ი/მ და--თ სი-----ას სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N65-დან გამომდინარე 139 226,87 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი;
5. ქ. ბ------ის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია;
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში ბ------ის საქალაქო სასამართლოს საშუალებით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბ------ის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბ------ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბ------ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე