გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
080210017002013254
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2022-17

გადაწყვეტილება

(ნაწილობრივი)

საქართველოს სახელით

06.12.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - მა---------ა ბა------ე

წარმომადგენელი - ხ---ა თ-----

მოპასუხე - ვ-–- ჩი------ი

წარმომადგენელი - ნანა ფ------ე

მესამე პირი - სო–---–--------------------------------–--ა.

წარმომადგენელი - ნათია ბა--------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. მა---------ა ბა------ე სასარგებლოდ მოპასუხე ვ-–- ჩი------ი ალიმენტის დაკისრება თვეში - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შვილების სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლიდან მარგალიტა ბა------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე - ვ-–- ჩი------თან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი: 2009 წლის 5 სექტემბერს - დავითი ჩი------ი; 2010 წლის 25 აგვისტოს - მარი ჩი------ი და 2013 წლის 29 აპრილს - რომეო ჩი------ი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ოჯახიდან წამოსულია და მის კმაყოფაზეა სამი შვილი. მამა შვილებს პერიოდულად ეხმარება, თუმცა აღნიშნული არასაკმარისია. მოპასუხეს აქვს გამართული სოფლის მეურნეობა, ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი, აწარმოებს რძის პროდუქტების რეალიზაციას.

 

მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ამასთანავე თითოეული მშობელი ვალდებულია არჩინოს თავისი შვილები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ვ-–- ჩი------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით 450 ლარის გადახდა მას არ შეუძლია, რადგან იგი დაუსაქმებელია. შვილებს პერიოდულად ეხმარება. ერთი წლის განმავლობაში 900 ლარამდე გადასცა მოსარჩელეს შვილების სარჩენად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ განუსაზღვროს ალიმენტი სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

2.2. შეგებებული სარჩელი:

მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ და შვილების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის (მარტვილის რაიონის სოფელი ზედა ხუნწი) განსაზღვრა მოითხოვა.

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ დააზუსტებს სარჩელს და შვილების ნახვის და წაყვანის დღეების განსაზღვრას მოითხოვს.

 

2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამარტლო უფლებამოსილია მიიღოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

იმავე მუხლის მეორე ნაწილით, ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც,როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ - ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

ვინაიდან ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლო მხარეთა თხოვნით, საქმეს განიხილავს ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. უდავოა, რომ მოსარჩელე მა---------ა ბა------ეს და ვ-–- ჩი------ს არარეგისტრირებული ქორწინებიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, 2009 წლის 5 სექტემბერს - დავითი ჩი------ი; 2010 წლის 25 აგვისტოს - მარი ჩი------ი და 2013 წლის 29 აპრილს - რომეო ჩი------ი. არასრულწლოვანი შვილები ამჟამად ცხოვრობს დედასთან.

მტკიცებულება:

დაბადების მოწმობა (ტ.1. იხ. ს.ფ. 13-15);

 

3.1.2. უდავოა, რომ მოსარჩელე მა---------ა ბა------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზში. ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: ბა------ე მა---------ა დაბ. 01.02.1989; 2009 წლის 5 სექტემბერს დაბადებული დავითი ჩი------ი; 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული მარი ჩი------ი და 2013 წლის 29 აპრილს დაბადებული რომეო ჩი------ი. ოჯახის ოჯახის ყოველთვიური დახმარებაა (შემწეობა)270 ლარი.

მტკიცებულება: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (ტ.1. იხ. ს.ფ.);

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხე ვ-–- ჩი------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით 450 ლარის გადახდა მას არ შეუძლია, რადგან იგი დაუსაქმებელია. შვილებს პერიოდულად ეხმარება. ერთი წლის განმავლობაში 900 ლარამდე გადასცა მოსარჩელეს შვილების სარჩენად.

მტკიცებულება:

- შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ოჯახიდან წამოსულია და მის კმაყოფაზეა სამი შვილი. მამა შვილებს პერიოდულად ეხმარება, თუმცა აღნიშნული არასაკმარისია. მოპასუხეს აქვს გამართული სოფლის მეურნეობა, ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი, აწარმოებს რძის პროდუქტების რეალიზაციას.

მტკიცებულება:

- სარჩელი. მოსარჩელის ახსნა-განმარტება. იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2.3. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1.სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციით.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.2.დადგენილია რომ მოსარჩელე მოსარჩელე მა---------ა ბა------ეს და ვ-–- ჩი------ს არარეგისტრირებული ქორწინებიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, 2009 წლის 5 სექტემბერს - დავითი ჩი------ი; 2010 წლის 25 აგვისტოს - მარი ჩი------ი და 2013 წლის 29 აპრილს - რომეო ჩი------ი. არასრულწლოვანი შვილები ამჟამად ცხოვრობს დედასთან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის –აღზრდაში მონაწილეობის მიღება თანაბრად ეკისრებათ მის მშობლებს: მა---------ა ბა------ეს და ვ-–- ჩი------ს. დადგენილია, რომ შვილები იზრდებიან დედასთან და ის ახორციელებს მათ მოვლა-პატრონობას და აღზრდას.

 

6.4. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

6.5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6... ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, მოპასუხე ვ-–- ჩი------მა, უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური პურისა და რძის ნაწარმის ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 70 ლარით, მთლიანობაში 210 ლარით, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს, მისი ახსნა-განმარტების მიუხედავად, რადგან მოპასუხემ, მისივე განმარტებით, 900 ლარი გადასცა შვილებს, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე. აღნიშნულ ფაქტს სასამართლო წაახალისებს და აღნიშნავს, რომ ვ-–- ჩი------ს გააზრებული აქვს ვალდებულება შვილების მიმართ, რაც მისასალმებელია, თუმცა განმარტება იმის შესახებ, რომ ,,ალიმენტს იმ შემთხვევაში გადაიხდის როდესაც თანხა ექნება“, საკითხის მიმართ არასწორი მიდგომაა, რადგან არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შვილის გონებრივი და ფიზიკური განვითარება მშობლების პრიორიტეტი უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხე ვ-–- ჩი------ის განმარტება იმის შესახებ, რომ ,,ალიმენტს იმ შემთხვევაში გადაიხდის როდესაც თანხა ექნება“.

 

6.7. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე მა---------ა ბა------ის თანაბარ ვალდებულებასაც შვილების მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს შვილებს საარსებოდ საშუალებები, რადგან შვილების მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი ასევე აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ალიმენტის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს, რომ მა---------ა ბა------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზში. ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: ბა------ე მა---------ა დაბ. 01.02.1989; 2009 წლის 5 სექტემბერს დაბადებული დავითი ჩი------ი; 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული მარი ჩი------ი და 2013 წლის 29 აპრილს დაბადებული რომეო ჩი------ი. ოჯახის ყოველთვიური დახმარებაა (შემწეობა) 270 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს, რა მისი მოქალაქის კეთილდღეობაზე, მის მიერ გამოყოფილი დახმარება მოცემულ შემთხვევაში თითოეულ ბავშვზე შეადგენს - ყოველთვიურად 67.50 ლარს. მთლიანობაში 202.50 ლარს სამივე ბავშვზე.

 

6.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სსს კოდექსის 41-ე მულით. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტით - დავის საგნის ფასი განისაზღვრება - ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე ვ-–- ჩი------ს მისი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 210 ლარი. თითოეულ ბავშვზე 70 ლარი. ანუ დაკისრებული ალიმენტის 210X12=2520.00:100X3=75.60 ლარს.

შესაბამისად, მოპასუხე ვ-–- ჩი------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 75.60 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურებისათვის გადაიხადა 300 ლარი, რომლის მოპასუხეზე დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე. მოთხოვნა გამომდინარეობს სსს კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ვ-–- ჩი------ს მოსარჩელის სასარგებლოდ, ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის უნდა გადახდეს 200 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მა---------ა ბა------ის სარჩელი.

 

2. მოპასუხე ვ-–- ჩი------ს შვილების: 2009 წლის 5 სექტემბერს დაბადებული დავითი ჩი------ის, 2010 წლის 25 აგვისტოს დაბადებული მარი ჩი------ის და 2013 წლის 29 აპრილს დაბადებული რომეო ჩი------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - თითოეულ ბავშვზე 70 ლარი, მთლიანობაში 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 17 ივლისიდან, შვილების სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ვ-–- ჩი------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 75.60 ლარი და მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე