გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
150210018002496978
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N150210018002496978

2/123-2018

ნაწილობრივი გადაწყვეტილება

(საქართველოს სახელით)

31 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: არარატ ესოიან

სხდომის მდივანი: აიდა ჩერნეცკაია

მოსარჩელე: ვ----- თ----–-------ნი (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: ნ----------------ძე, ს---------------ნი;

მოპასუხე: ქ-------ნა ქ--–-–--ნ (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: ი------------ძე;

არასრულწლოვანი ვ---------- ქ--–-–--ნის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსხურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ხორენ ავეტისიან

დავის საგანი: მამობის დადგენა

1. სასარჩელო მოთხოვნა

2-----–-–------------------ს დაბადებული ვ---------- ვ-----ის ასული ქ--–-–--ნის მამად ცნობილი იქნას ვ----- თარამაზიანი;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წელს ვ----- თ----–-------ნი დაქორწინდა მოპასუხე ქ-------ნა ქ--–-–--ნზე და მოპასუხე ტრადიციისამებრ საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელესთან და ორივე ცხოვრობდნენ ერთად. ვ----- თ----–-------ნი და ქ-------ნა ქ--–-–--ნი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში ქ-------ნა ქ--–-–--ნი დაფეხმძიმდა ვ----- თ----–-------ნისაგან. როდესაც მოპასუხე იყო ფეხმძიმედ, 2015 წელს მან მიატოვა მოსარჩელის ოჯახი და საცხოვრებლად დაბრუნდა თავის მშობლებთან. 2----–-–------------------ს ვ----- თ----–-------ნს და ქ-------ნა ქ--–-–--ნს შეეძინათ ქალიშვილი ვ---------- ქ--–-–--ნი. ვინაიდან ვ----- თ----–-------ნი და ქ-------ნა ქ--–-–--ნი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ამიტომ ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაიწერა დედის, ანუ მოპასუხის ქ-------ნა ქ--–-–--ნის გვარი - ქ--–-–--ნ, ხოლო მამის სახელი კი მიეთითა ვ-----. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ დაბადების მოწმობაში არ არის შევსებული მამის გრაფა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა ვ---------- ქ--–-–--ნის მიმართ დნმ-ის ანალიზის ჩატარებას.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ქ-------ნა ქ--–-–--ნმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (31.08.18წ.) აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ცნო, კერძოდ აღიარებს, რომ ვ----- თ----–-------ნი არის ვ---------- ქ--–-–--ნის მამა. ამასთან, უარი განაცხადა დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

არასრულწლოვანი ვ---------- ქ--–-–--ნის წარმომადგენელი ხორენ ავეტისიანი ეთანხმება სარჩელს, ვინაიდან საქმის მასალებიდან და მოპასუხის აღიარებით მამობის ფაქტი დგინდება და ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. სამართლებრივი შეფასება

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 245-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მომართა ორი სასარჩელო მოთხოვნით, მამობის დადგენისა და არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის შესახებ.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენის ნაწილში ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად ეს მოთხოვნა გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად. ამასთან მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა, რომ სასამართლომ გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება მამობის დადგენის ნაწილში, რასაც დაეთანხმნენ დანარჩენი მხარეები.

 

4.3. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება და 2-----–-–------------------ს დაბადებული ვ---------- ვ-----ის ასული ქ--–-–--ნის მამად ცნობილი უნდა იქნას ვ----- თ----------ნი.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენის ნაწილში ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, ამ ნაწილში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩება მეორე სასარჩელო მოთხოვნისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-245-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ----- თ----–-------ნის სარჩელი მოპასუხე ქ-------ნა ქ--–-–--ნის მიმართ მამობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. 2-----–-–------------------ს დაბადებული ვ---------- ვ-----ის ასული ქ--–-–--ნის მამად ცნობილი იქნას ვ----- თ----------ნი (პ/ნ 0----------);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან