გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6309 - 18
ნაწილობრივი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ხ------- თ---------
წარმომადგენელი თ-- თ----–---–-
მოპასუხე ნ------ დ---------
წარმომადგენელი თ--–---- ჩ------–----
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი ნ------–-------–---–-
დავის საგანი არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2----–-–------------ დაბადებული ლ---- დ---------ს საცხოვრებელ ადგილად დედის, ხ------- თ----------, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
1.2. 2-----–-–--------–--- დაბადებული ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელ ადგილად დედის, ხ------- თ----------, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
ხ------- თ--------- და ნ------ დ--------- 2----–-–----- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ ლ---- დ--------- და 2----–-–--------–--- ნ-----–---- დ---------. მხარეები 2018 წლის თ-------–-- თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მითითებული პერიოდიდან, არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ხ------- თ---------სთან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე, ო--------------------–-----------. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს, დედის ხ------- თ---------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. – 2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელ ადგილად დედის, ხ------- თ---------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ------- თ--------- და ნ------ დ--------- 2018 წლის თ-------–-- თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. არასრულწლოვანი ლ---- დ--------- და ნ-----–---- დ--------- ცხოვრობენ მოსარჩელესთან, ხ------- თ---------სთან ერთად ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე ო--------------------–-----------. ოჯახის საცხოვრებელი არის კაპიტალური, ორსართულიანი, სახლის პირველ და მეორე სართულზე არის რამდენიმე საძინებელი. პირველ სართულზე არის ხ-------ს და მისი შვილების საძინებელი, სადაც დგას შესაბამისი ავეჯი. ბავშვების პირადი ნივთები იყო მოწესრიგებული. სახლში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ ო----------------- საჯარო სკოლაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, ხ------- თ--------- ჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, დაცულია ბავშვების პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოება. ბავშვებს აქვთ უსაფრთხო, მშვიდი, მზრუნველი გარემო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_სოციალური მომსახურების სააგენტოს გ------- სამხარეო ცენტრის 2018 წლის 17 აგვისტოს დასკვნა N---- (ს.ფ. 189).
3.1.3. მოპასუხე ნ------ დ--------- ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობს მარტო მისამართზე თბილისი, დ------------------------------------------------------. ბინა უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი);
_სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 0-------- დასკვნა, N---- (ს.ფ. 165).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ------- თ---------ს და ნ------ დ--------- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–------------ ლ---- დ--------- და 2-----–-–--------–--- ნ-----–---- დ---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2----–-–------------- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 19);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2----–-–---------–--- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 20).
3.2.2. გ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ შეფასდა არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება მშობლებთან. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, ბავშვებისთვის მტკივნეულია მშობლების განქორწინება. ლ---- და ნ-----–----- თავს კომფორტულად გრძნობენ დედის ოჯახში. ისინი ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სიყვარულს. ბავშვები მუდმივ საცხოვრებლად ირჩევენ დედის ოჯახს, თუმცა სურთ მამასთანაც ურთიერთობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_გ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ნორა მუხაშავრიას მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს შედგენილი დასკვნა N---- (ს.ფ. 190-191).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. – 4.2. მოპასუხე ნ------ დ---------- ცნო სარჩელი არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის, ხ------- თ---------- საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თ-- თ----–---–-- იშუამდგომლა მოცემული დავის ფარგლებში, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, 1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. 2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ - ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.
ხ------- თ---------- მიერ მოპასუხე ნ------ დ---------ს მიმართ აღძრულ სარჩელზე მოთხოვნას წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვების, 2----–-–------------ დაბადებული ლ---- დ---------ს და 2----–-–--------–--- დაბადებული ნ-----–---- დ---------ს საცხოვრებელი ადგილად დედის, ხ------- თ---------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხისათვის არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის დაკისრება.
მოპასუხე ნ------ დ---------- ცნო სასარჩელო მოთხოვნა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ხ------- თ---------- სარჩელში ერთად დაყენებული მოთხოვნებიდან, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნა გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად. სარჩელის ამ მოთხოვნაზე ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მომართა ერთ-ერთმა მხარემ (მოსარჩელემ), რასაც დათანხმდა მოპასუხე მხარე.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება მოვალეობები.
არასრულწლოვანი ლ---- დ--------- (დაბადებული 2----–-–------------) და ნ-----–---- დ--------- (დაბადებული 2----–-–--------–---) წარმოადგენენ ხ------- თ---------- და ნ------ დ---------ს შვილებს. მხარეები 2018 წლის თ-------–-- თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან (3.1.1., 3.2.1).
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ---- დ--------- და ნ-----–---- დ--------- ცხოვრობენ მოსარჩელესთან, ხ------- თ---------სთან ერთად ამ უკანასკნელის მშობლების საცხოვრებელ მისამართზე ო--------------------–-----------. ოჯახის საცხოვრებელი არის კაპიტალური, ორსართულიანი, სახლის პირველ და მეორე სართულზე არის რამდენიმე საძინებელი. პირველ სართულზე არის ხ-------ს და მისი შვილების საძინებელი, სადაც დგას შესაბამისი ავეჯი. ბავშვების პირადი ნივთები იყო მოწესრიგებული. სახლში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები სწავლობენ ო----------------- საჯარო სკოლაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, ხ------- თ--------- ჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას, დაცულია ბავშვების პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოება. ბავშვებს აქვთ უსაფრთხო, მშვიდი, მზრუნველი გარემო (3.1.2). ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზით, არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან მყუდრო, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, სადაც მათ მიმართ იჩენენ სათანადო მზრუნველობას და ყურადღებას.
არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვების ინტერესებს. დავის საგნის გათვალისწინებით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვების ასაკი, მათი უპირატესი ინტერესი, დედისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება და გარემო, სადაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ. გ------- სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ შეფასდა არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს და ნ-----–---- დ---------ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება მშობლებთან. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, ბავშვებისთვის მტკივნეულია მშობლების განქორწინება. ლ---- და ნ-----–----- თავს კომფორტულად გრძნობენ დედის ოჯახში. ისინი ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სიყვარულს. ბავშვები მუდმივ საცხოვრებლად ირჩევენ დედის ოჯახს, თუმცა სურთ მამასთანაც ურთიერთობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოთ როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის სადავო არ არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, ხ------- თ---------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის შეფასების შედეგად, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშვიდ და კეთილსაიმედო გარემოში. მათ უნდა ჰქონდეთ პოზიტიური ურთიერთობა ორივე მშობელთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. ნ------ დ--------- უნარჩუნდება ბავშვებთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე მოვალეა ასევე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია),ამდენად, მოსარჩელე ხ------- თ---------- შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არსებობს ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ცნო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს მოთხოვნის ან ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 245-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მიღებულ იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ხ------- თ---------- (პირადი №3----------) სარჩელისა გამო ნ------ დ---------ს (პირადი №2----------) მიმართ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში:
1.1. განისაზღვროს არასრულწლოვანი ლ---- დ---------ს (დაბადებული 2----–-–------------, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ხ------- თ---------- (პირადი №3----------) საცხოვრებელი ადგილი;
1.2. განისაზღვროს არასრულწლოვანი ნ-----–---- დ---------ს (დაბადებული 2----–-–--------–---, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ხ------- თ---------- (პირადი №3----------) საცხოვრებელი ადგილი;
2. გათავისუფლდეს მოპასუხე ნ------ დ--------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე