განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002428609
საქმე №3ბ/2053-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - ირ------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს----–-–-------------------------რი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ირ------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ს----–-–-------------------------რის 2018 წლის 30 აპრილის №04058/37 ცნობით დგინდება, რომ ირ------------ძე, 2001 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე ნამდვილად მუშაობდა ს----–-–-------------------------რში შემდეგ თანამდებობებზე: 2001 წლის 22 ოქტომბრიდან 2002 წლის 22 აპრილამდე - საქართველოს კონტროლის პალატის წამყვანი ინსპექტორი; 2002 წლის 22 აპრილიდან 2005 წლის 12 დეკემბრამდე - საქართველოს კონტროლის პალატის სპეციალისტი; 2005 წლის 12 დეკემბრიდან 2006 წლის 1 დეკემბრამდე - საქართველოს კონტროლის პალატის მთავარი სპეციალისტი; 2006 წლის 1 დეკემბრიდან 2007 წლის 3 ივლისამდე - საქართველოს კონტროლის პალატის კონსულტანტი; 2007 წლის 3 ივლისიდან 2009 წლის 16 ივლისამდე - საქართველოს კონტროლის პალატის რეფერენტი; 2009 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის 19 სექტემბრამდე - საქართველოს კონტროლის პალატის უფროსი სპეციალისტი; 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე - ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტი.
ირ------------ძე რეორგანიზაციამდე, ანუ 2018 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში, სადაც საქმისწარმოების ფუნქციას ასრულებდა აუდიტორ-ასისტენტის 2 საშტატო ერთეულზე დანიშნული პირი - ირ------------ძე და თ---------–-----ძე, რომლებიც ორივე დაექვემდებარა სავალდებულო შეფასებას (ს.ფ. 15, 50-53);
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №11280/21 ბრძანებით უზრუნველყოფილი იქნა ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასება. ბრძანების მიზნებისათვის დამტკიცდა „ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების წესი“ დანართი №1-№4-ის შესაბამისად. ბრძანების შესაბამისად დადგინდა ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების განხორციელება 2017 წლის 21 დეკემბერს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების წესის დანართი №1-ით განისაზღვრა ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები. შეფასებას დაექვემდებარა ს----–-–-------------------------რის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული მოხელეები. შეფასების მიზნებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულები დაიყო სამ ჯგუფად და განისაზღვრა თითოეულ ჯგუფზე შეფასების კრიტერიუმები.
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების აუდიტის დეპარტამენტი განისაზღვრა პირველ ჯგუფში, რომლისთვისაც მითითებული იქნა, რომ ამ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს აფასებს სამი შემფასებელი: პირველი შემფასებელი - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი. მეორე შემფასებელი - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ან სამსახურის უფროსი. მესამე შემფასებელი - აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ამავე წესის თანახმად - ზემოთ განსაზღვრული სამი შემფასებლიდან ერთის არ არსებობის შემთხვევაში შეფასებას ახდენს ორი შემფასებელი, ხოლო სამი შემფასებლიდან ორის არარსებობის შემთხვევაში ასევე აფასებს კურატორი გენერალური აუდიტორის მოადგილე, ან გენერალური აუდიტი (ს.ფ. 56-98);
დადგენილია, რომ მოსარჩელე - ირ------------ძე შეფასებული იქნა 96.40 ქულით 2 შემფასებლის მიერ (კომპონენტი 1. პროფესიული უნარები - ქვეკომპონენტი: 1.1. დეპარტამენტში შედგენილი დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა და ამ დოკუმენტების რეალიზაცია ელექტრონული ბაზის მეშვეობით (მოთხოვნილი ქულა -6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების მიღება და დანიშნულების მიხედვით შემდგომი გადაცემა (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი (მათ შორის მასალების დროული წარდგენა) (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დასრულებული აუდიტის მასალების ტექნიკური მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1.დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების დაოქმება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის 6 თვის და წლიური საქმიანობის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. მასზე მიმაგრებული სას-ის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატროვნობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00); 2. ზოგადი უნარები; ქვეკომპონენტი - 2.1. სწორედ განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწრაფად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას და სტრესულ სიტუაციაში ინარჩუნებს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შეუძლია გუნდის ყველა წევრისთვის მუშაობისთვის სასარგებლო ინფორმაციის მუდმივად გაზიარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.75), 2.1. დროულად აგვარებს შეფერხებებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას განსაზღვრულ ვადებში (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კოლეგებთან. შეუძლია სხვისი მოსაზრების მოსმენა და საჭიროებისამებრ მისი გათვალისწინება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. იცავს დისციპლინას, მათ შროის შინაგანაწესს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00); 3. ტექნიკური უნარები; ქვეკომპონენტი - 1. საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 3.50), 3.1. შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემების გამოყენებით (მოთხოვნილი ქულა -4.00; საშუალო ქულა 3.00).
ასევე დადგენილია, რომ თ---------–-----ძე შეფასებული იქნა 99.66 ქულით ასევე 2 შემფასებლის მიერ (კომპონენტი 1. პროფესიული უნარები - ქვეკომპონენტი: 1.1. დეპარტამენტში შედგენილი დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა და ამ დოკუმენტების რეალიზაცია ელექტრონული ბაზის მეშვეობით (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების მიღება და დანიშნულების მიხედვით შემდგომი გადაცემა (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი (მათ შორის მასალების დროული წარდგენა) (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დასრულებული აუდიტის მასალების ტექნიკური მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1.დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების დაოქმება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის 6 თვის და წლიური საქმიანობის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. მასზე მიმაგრებული სას-ის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატროვნობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00); 2. ზოგადი უნარები; ქვეკომპონენტი - 2.1. სწორედ განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწრაფად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას და სტრესულ სიტუაციაში ინარჩუნებს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შეუძლია გუნდის ყველა წევრისთვის მუშაობისთვის სასარგებლო ინფორმაციის მუდმივად გაზიარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 2.1. დროულად აგვარებს შეფერხებებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას განსაზღვრულ ვადებში (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კოლეგებთან. შეუძლია სხვისი მოსაზრების მოსმენა და საჭიროებისამებრ მისი გათვალისწინება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. იცავს დისციპლინას, მათ შროის შინაგანაწესს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00); 3. ტექნიკური უნარები; ქვეკომპონენტი - 1. საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 3.1. შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემების გამოყენებით (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 3.50) (ს.ფ. 18-19, 99-100, 221);
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 18 იანვრის №00662/21 ბრძანებით „ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანების დანართი №1 შეიცვალა და ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით.
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 1 თებერვლის №01186/21 ბრძანებით, „ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანების დანართი №1 შეიცვალა და ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (ს.ფ. 110-123, 170-183);
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №00777/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებით განსაზღვრული იქნა, რომ უნდა ა) შემუშავებულიყო რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა; ბ) მომზადებულიყო შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი; გ) რეორგანიზაციის გამო საშტატო რიცხოვნობის შემცირების შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ საფუძვლით გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ს.ფ. 101).
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №01377/21 ბრძანებით დამტკიცდა ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 24.01.2018წ. №00777/21 ბრძანების საფუძველზე ს----–-–-------------------------რში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დანართის შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №01864/21 ბრძანებით, „ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №1377/21 ბრძანების შესაბამისად, გასაუბრების ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №11280/21 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს შეფასებული: 2.1. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა საქმისწარმოების ფუნქციის მქონე მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 55%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს; 2.2. მესამე ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამდივნოში თანაშემწის და რეფერენტის თანამდებობებზე და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 60%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №02171/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილების მისაღებად განხორციელებული მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ- ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია დანართის შესაბამისად, მათ შორის, აღნიშნული დანართი №1-ის მე-4 პუნქტად მითითებული იქნა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი - ირ------------ძე (ს.ფ. 102-109);
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №02183/10 წერილით ირ------------ძეს გაეგზავნა შეტყობინება „ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №02171/21 ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ.
ირ------------ძემ 2018 წლის 15 მარტს, ს----–-–-------------------------რის გენერალურ აუდიტორთან წარადგინა თანხმობა მობილობის განხორციელების მიზნით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №გ3102 წერილით მიწოდებულ შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროტოკოლის სამმართველოში მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (მე-3 რანგი) თანამდებობაზე; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (მე-3 რანგი) რეფერენტის თანამდებობაზე.
ს----–-–-------------------------რის 2018 წლის 16 მარტის №02669/10 წერილით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეცნობა, რომ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №777/21 ბრძანებით ს----–-–-------------------------რში გამოცხადდა რეორგანიზაცია. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 6 მარტის №გ3102 წერილით მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით ეთხოვა მობილობის განხორციელების მიზნით განხილულიყო ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის (მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი), ირ------------ძის კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანცელარიის რეფერენტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმებისათვის. ხოლო 2018 წლის 16 მარტის №02670/10 წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა მობილობის განხორციელების მიზნით განხილულიყო ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის (მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი), ირ------------ძის კანდიდატურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროტოკოლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმებისათვის. აღნიშნულ წერილებს დაერთო ირ------------ძის რეზიუმე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 21 მარტის №11-02/38223 წერილით ზემოაღნიშნულის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვაკანტური თანამდებობების შევსების მიზნით გეგმავდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების გამოცხადებას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 23 მარტის №662/718-03-ო წერილით ზემოაღნიშნულის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გააჩნდა ვაკანსია მობილობისათვის (ს.ფ. 143, 145-149);
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად; დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურა დანართი №2-ის შესაბამისად; ძალადაკარგულად გამოცხადდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის №04032/21 ბრძანება (ს.ფ. 124-138).
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ს----–-–-------------------------რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ირ------------ძე გათავისუფლდა ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან 2018 წლის 2 აპრილიდან. საფუძველი: „ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ. 14).
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აუდიტორ- ასისტენტების სიის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 53 აუდიტორ-ასისტენტი, რომელთაგან 10 წარმოადგენდა აუდიტორ-ასისტენტს (საქმისმწარმოებელს), მათ შორის ირ------------ძე (თანამდებობა: აუდიტორ-ასისტენტი (საქმისმწარმოებელი)). 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით კი შტატი განისაზღვრა 33 აუდიტორ-ასისტენტით და 8 საქმისმწარმოებლით, რომელთაგან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში არსებული 2 შტატიდან ერთი შემცირდა და დარჩენილ შტატზე საქმისმწარმოებლად დაინიშნა - თ---------–-----ძე (ს.ფ. 202-209).
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 13 აგვისტოს №11694/21 ბრძანებით დამტკიცდა დებულება (დანართი №1) და თანამდებობების სამუშაო აღწერილობები (დანართი №2) ს----–-–-------------------------რის სტრუქტურული ერთეულებისთვის, მათ შორის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის. აღნიშნული ბრძანების დანართი №2-ის მე-8 პუნქტით აუდიტორ-ასისტენტის ფუნქცია მოვალეობებია: 1. ჩართულია აუდიტში, როგორც აუდიტის ჯგუფის წევრი; 2. ახორციელებს აუდიტის ჯგუფის უფროსის დავალებებს აუდიტთან დაკავშირებით; 3. მოიძიებს, ამუშავებს და აანალიზებს აუდიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას; 4. ამუშავებს მონაცემთა ბაზებს; ახორციელებს არასწორი, არასრული, არასათანადოდ დაფორმატებული ან დუბლირებული მონაცემების წაშლას/ჩასწორებას/კონტროლს; 5. ატარებს მონაცემების ხარისხობრივსა და რაოდენობრივ ანალიზს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები; 6. იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობას შიდა და გარე დონეზე; 7. მონაწილეობს სავალდებულო ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში; 8. ასრულებს სხვა დამატებით საქმიანობას ჯგუფის უფროსის დავალების შესაბამისად; 9. საქმიანობს ეთიკის კოდექსის შესაბამისად; 10. მონაწილეობს დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრებში.
ამავე დანართის მე-9 პუნქტით საქმისმწარმოებლის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს: 1. დეპარტამენტის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; 2. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების ვადების მონიტორინგი; 3. მასალების მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება; 4. დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება; 5. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება; 6. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაოქმება; 7. დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება (ს.ფ. 184-199).
დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შემდგომ, ანუ 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით აუდიტის სამსახურში დარჩა 8 საქმისმწარმოებელი, კერძოდ - ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტში - მე---------–---–ი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში - თ---------–-----ძე, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტში - ზ-----------–ია, შიდა აუდიტის დეპარტამენტში - ლ---–----–------ე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტში - ნ------------–-–---–ი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს დეპარტამენტში - ან--------–---–ი, ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტის აუდიტის დეპარტამენტში - ა----------–---–ი და აუდიტის დეპარტამენტში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - თი-------------–-ძე (ს.ფ. 206-209).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, ს----–-–-------------------------რის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ს----–-–-------------------------რის თანამშრომელზე.
„ს----–-–-------------------------რის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად, ს----–-–-------------------------რს ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი. ს----–-–-------------------------რი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში. ს----–-–-------------------------რის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. ს----–-–-------------------------რის ორგანიზებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და ს----–-–-------------------------რის რეგლამენტის შესაბამისად.
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული ს----–-–-------------------------რის რეგლამენტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ს----–-–-------------------------რის (შემდგომში – სამსახურის) ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს - საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ირ------------ძეს, ს----–-–-------------------------რიდან გათავისუფლებამდე ეკავა ს----–-–-------------------------რის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მოსამსახურის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №00777/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №02171/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილების მისაღებად განხორციელებული მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია დანართის შესაბამისად, მათ შორის, აღნიშნული დანართი №1-ის მე-4 პუნქტად მითითებული იქნა - საერთო დანიშნულების სახელმწიფო მოსამსახურის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი - ირ------------ძე.
ზემოაღნიშნულის განხორციელების შემდგომ, ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ს----–-–-------------------------რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ირ------------ძე გათავისუფლდა ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან 2018 წლის 2 აპრილიდან. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად კი, გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანება (ს.ფ. 124-138).
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აუდიტორ- ასისტენტების სიის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 53 აუდიტორ-ასისტენტი, რომელთაგან 10 წარმოადგენდა აუდიტორ-ასისტენტს (საქმისმწარმოებელს, მათ შორის ირ------------ძე (თანამდებობა: აუდიტორ-ასისტენტი (საქმისმწარმოებელი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში)). 2018 წლის 3 აპრილის მდგომარეობით კი შტატი განისაზღვრა 33 აუდიტორ-ასისტენტით და 8 საქმისმწარმოებლით, რომელთაგან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლად დაინიშნა თ---------–-----ძე, რომელიც რეორგანიზაციამდე მუშაობდა ზემოთ მითითებულ დეპარტამენტში საქმისმწარმოებლის პოზიციაზე ირ------------ძესთან ერთად. (ს.ფ. 202-209). პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთი და იგივე დასახელების მიუხედავად არსებითან განსხვავდებოდა იმ აუდიტორ-ასისტენტების ფუნქცია- მოვალეობები, რომლებიც უშაულოდ იღებდნენ მონაწილეობას აუდიტორულ საქმინობაში იმ აუდიტორ-ასისტენტებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენდნენ საქმისმწარმოებლებს.
ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად, აუდიტის სამსახურში აუდიტორ-ასისტენტის შტატი 53 ერთეულიდან (მათ შორის 10 აუდიტორ-ასისტენტი (საქმისმწარმოებელი)), შემცირდა და აუდიტორ-ასისტენტის შტატი განისაზღვრა 33 ერთეულით, ხოლო საქმისმწარმოებლის შტატი განისაზღვრა 8 ერთეულით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებულ პირებს შორის თ---------–-----ძე შეფასდა 99.66 ქულით, ხოლო ირ------------ძე - 96.40 ქულით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატების შემცირება, ხოლო შტატების შემცირებისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო შეფასების სისტემას, რომელიც წინასწარ იყო შემუშავებული შესაბამისი კრიტერიუმების მინიჭებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ირ------------ძის დასაქმების საკითხის განხილვისას აუდიტის სამსახური ვალდებული იყო შეეფასებინა მთლიანად მთელ სისტემაში მომუშავე სამისმწარმოებლების მიერ მიღებული ქულები და აქედან გამომდინარე უნდა მიენიჭებინა უპირატესობა მოსარჩელისთვის იმ მოხელეებთან შედარებით, რომლებმაც უფრო დაბალი შეფასება მიიღეს, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რეორგანიზაცია, რომელსაც მოყვა შტატების შემცირება და არა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით. ამასთან დადგენილია, რომ შეფასების წესიდან გამომდინარე არ ყოფილა შექმნილი ერთიანი ე.წ. საგამოცდო კომისია, რომელიც ყველა მოხელისთვის ერთი და იგივე იქნებოდა და ერთგვაროვნად შეაფასებდა რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე ყველა მოხელეს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში შეფასება განხორციელდა ორი შემფასებლის მიერ, რომელთაგან ერთი წარმოადგენდა უშუალო ხელმძღვანელს და შემფასებლების მხრიდან მცირე, მაგრამ უპირატესობა მიენიჭა თ---------–-----ძეს და არა ირ------------ძეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად, გასაჩივრებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანება ირ------------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერად იქნა მიჩნეული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონია, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელე - ირმა ჯიქურიძის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასამართლოს მითითებით, იქედან გამომდინარე რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03133/21 ბრძანება ირ------------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობდა მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოსარჩელე - ირ------------ძის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დასკირების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის 52-ე, 53-ე, 110-ე, 118-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 244-ე, 252-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის I ნაწილი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი".
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----–-–-------------------------რში აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობა ორ კატეგორიად იყო დაყოფილი 1) აუდიტორ-ასისტენტები, რომლებიც ახორციელებდნენ აუდიტს და 2) აუდიტორ-ასისტენტები, რომელთა ფუნქციას დეპარტამენტებში წარმოადგენდა მხოლოდ საქმის წარმოება. ირ------------ძის სამსახურეობრივი ფუნქცია განსაზღვრული იყო მხოლოდ საქმის წარმოებით, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში. სახელმწიფო აუდიტის სამსხურის გენერალური აუდიტორის 20.12.2017 წლის N11280/21 ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა მოხელეთა შეფასება. შეფასებას დაექვემდებარა აგრეთვე საქმის წარმოების ფუნქციის განმახორციელებელი აუდიტორ-ასისტენტები. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში საქმის მწარმოებელი აუდიტორ-ასისტენტები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრებოდა 10 ერთეულით, შეფასებულნი იქნენ შემდეგი ქულებით: ნ-----------–--ია 61.81 ქულით, თი-------------–-ძე 82.43 ქულით, ლ---–----–------ე 83.78 ქულით, ა----------–---–ი 94.71 ქულით, ირ------------ძე 96.40 ქულით, თამარ კალანდაძე 99.66 ქულით, ზ-----------–ია 107,88 ქულით, ან--------–---–ი 119,14 ქულით, ნ------------–-–---–ი 122,86 ქულით, მე---------–---–ი 125,45 ქულით.
ამ შეფასების შედეგების თანახმად, მხოლოდ საქმის მწარმოებელმა თ---------–-----ძემ მიიღო ირ------------ძეზე მეტი ქულა, დანარჩენმა 9 საქმის მწარმოებლებმა მიიღეს ირ------------ძეზე გაცილებით ნაკლები ქულები. აპელანტის მითითებით, ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N03133/21 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ს----–-–-------------------------რის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც დამტკიცდა საქმის მწარმოებლის 12 შტატი, ადრე არსებული 10 ერთეულის ნაცვლად. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ 2018 წლის 12 აპრილს ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებისთანავე, გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N03164/25 ბრძანებით მხოლოდ ირ------------ძე გაანთავისუფლეს საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან, შტატების შემცირების გამო. ირ------------ძის სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანებას საფუძვლად უდევს ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის დამკტიცების შესახებ, ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N03133/21 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქმის მწარმოებლის 12 ერთეული შტატი ნაცვლად ადრე არსებული 10 ერთეულისა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ყოველივე აღნიშნულიდან და საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ირ------------ძე საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან განთავისუფლებულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევებით. კერძოდ, საქმის მწარმოებლებად დატოვეს გაცილებით მასზე დაბალი ქულებით შეფასებულნი და ნაკლები კვალიფიკაციის მქონე პირები. ირ------------ძეს კი არ შესთავაზეს საქმის მწარმოებლის შტატი, მაშინ, როდესაც აშკარა იყო, რომ მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისას, 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, ს----–-–-------------------------რში არსებობდა საქმის მწარმოებლის რამდენიმე თავისუფალი შტატი. აპელანტის მითითებით, ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N03164/25 ბრძანება ირ------------ძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნას, ის პირდაპირ და უშუალოდ (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს ირ------------ძის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანების ბათილად ცნობა და ს----–-–-------------------------რისათვის ირ------------ძის ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი პერიოდის ანაზღაურების დავალება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
იმავე რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს ირ------------ძის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში, მოსარჩელე ექვემდებარება დარღვეულ უფლებებში აღდგენას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობდა თუ არა შტატების შემცირების მოტივით ირ------------ძის ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2001 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 აპრილამდე ირ------------ძე მუშაობდა ს----–-–-------------------------რში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი ეკავა ამავე სამსახურში აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობა. ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 20018 წლის 02 მარტის N03164/25 ბრძანების შესაბამისად, ირ------------ძე 2018 წლის 02 აპრილიდან გათავისუფლდა ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობიდან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ს----–-–-------------------------რის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „დ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით.
სადავო ბრძანებას საფუძვლად უდევს ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N3133/21 ბრძანება - „ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“. მითითებული ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის, სტრუქტურისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის N04032/21 ბრძანება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 26 ივნისის N04032/21 ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----–-–-------------------------რის საშტატო ნუსხის შესაბამისად, ს----–-–-------------------------რში ირიცხებოდა ს----–-–-------------------------რის აუდიტორ-ასისტენტის (საქმის მწარმოებელი) 10 საშტატო ერთეული. აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულნი იყვნენ მე---------–---–ი, ირ------------ძე, თ---------–-----ძე, ზ-----------–ია, ლ---–----–------ე, ნ------------–-–---–ი, ან--------–---–ი, ან----------–---–ი, ნ-----------–--ია და თი-------------–-ძე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის N11280/21 ბრძანებით დამტკიცებულ ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების წესზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოხელეთა შეფასების მიზნად განსაზღვრულ იქნა მოხელის პროფესიული ჩვევების კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეფასებას დაექვემდებარნენ ს----–-–-------------------------რის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული მოხელეები. შეფასების მიზნებისათვის ს----–-–-------------------------რის სტრუქტურული ერთეულები დაიყო სამ ჯგუფად და განისაზღვრა თითოეულ ჯგუფზე ერთნაირი შეფასების კრიტერიუმები. პირველ ჯგუფში გაერთიანებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურეობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრულ იქნა, რომ პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ მოხელეთა შეფასება განხორციელებულიყო სამი შეფასებლის მიერ. პირველი შემფასებელი - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე შემფასებელი - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ან სამსახურის უფროსი, მესამე შემფასებელი - აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი.
ამავე წესის თანახმად - ზემოთ განსაზღვრული სამი შემფასებლიდან ერთის არ არსებობის შემთხვევაში შეფასებას ახდენს ორი შემფასებელი, ხოლო სამი შემფასებლიდან ორის არარსებობის შემთხვევაში ასევე აფასებს კურატორი გენერალური აუდიტორის მოადგილე, ან გენერალური აუდიტი (ს.ფ. 56-98);
დადგენილია, რომ მოსარჩელე - ირ------------ძე შეფასებული იქნა 96.40 ქულით 2 შემფასებლის მიერ (კომპონენტი 1. პროფესიული უნარები - ქვეკომპონენტი: 1.1. დეპარტამენტში შედგენილი დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა და ამ დოკუმენტების რეალიზაცია ელექტრონული ბაზის მეშვეობით (მოთხოვნილი ქულა -6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების მიღება და დანიშნულების მიხედვით შემდგომი გადაცემა (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი (მათ შორის მასალების დროული წარდგენა) (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დასრულებული აუდიტის მასალების ტექნიკური მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1.დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.50), 1.1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების დაოქმება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის 6 თვის და წლიური საქმიანობის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. მასზე მიმაგრებული სას-ის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატროვნობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00); 2. ზოგადი უნარები; ქვეკომპონენტი - 2.1. სწორედ განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწრაფად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას და სტრესულ სიტუაციაში ინარჩუნებს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შეუძლია გუნდის ყველა წევრისთვის მუშაობისთვის სასარგებლო ინფორმაციის მუდმივად გაზიარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 5.75), 2.1. დროულად აგვარებს შეფერხებებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას განსაზღვრულ ვადებში (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კოლეგებთან. შეუძლია სხვისი მოსაზრების მოსმენა და საჭიროებისამებრ მისი გათვალისწინება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. იცავს დისციპლინას, მათ შრომის შინაგანაწესს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00); 3. ტექნიკური უნარები; ქვეკომპონენტი - 1. საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 3.50), 3.1. შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემების გამოყენებით (მოთხოვნილი ქულა -4.00; საშუალო ქულა 3.00).
ასევე დადგენილია, რომ თ---------–-----ძე შეფასებული იქნა 99.66 ქულით ასევე 2 შემფასებლის მიერ (კომპონენტი 1. პროფესიული უნარები - ქვეკომპონენტი: 1.1. დეპარტამენტში შედგენილი დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა და ამ დოკუმენტების რეალიზაცია ელექტრონული ბაზის მეშვეობით (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების მიღება და დანიშნულების მიხედვით შემდგომი გადაცემა (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი (მათ შორის მასალების დროული წარდგენა) (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დასრულებული აუდიტის მასალების ტექნიკური მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1.დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 1.1. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების დაოქმება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 1.1. დეპარტამენტის 6 თვის და წლიური საქმიანობის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 1.1. მასზე მიმაგრებული სას-ის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატროვნობა (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00); 2. ზოგადი უნარები; ქვეკომპონენტი - 2.1. სწორედ განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწრაფად ახდენს ცვლილებებთან ადაპტაციას და სტრესულ სიტუაციაში ინარჩუნებს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შეუძლია გუნდის ყველა წევრისთვის მუშაობისთვის სასარგებლო ინფორმაციის მუდმივად გაზიარება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.0), 2.1. დროულად აგვარებს შეფერხებებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას განსაზღვრულ ვადებში (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. აქვს კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კოლეგებთან. შეუძლია სხვისი მოსაზრების მოსმენა და საჭიროებისამებრ მისი გათვალისწინება (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00), 2.1. იცავს დისციპლინას, მათ შორის შინაგანაწესს (მოთხოვნილი ქულა - 6.00; საშუალო ქულა 6.00); 3. ტექნიკური უნარები; ქვეკომპონენტი - 1. საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 4.00), 3.1. შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემების გამოყენებით (მოთხოვნილი ქულა - 4.00; საშუალო ქულა 3.50) (ს.ფ. 18-19, 99-100, 221);
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში ასისტენტ-ადმინისტრატორთაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ნ-----------–--ია იგივე კრიტერიუმების, პროცედურებისა და შეფასების სისტემით შეფასებულ იქნა 61,64 ქულით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ -ასისტენტი თი-------------–-ძე - 82,43 ქულით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ლ---–----–------ე - 83,78 ქულით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ან----------–---–ი - 94.71 ქულით, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ზ-----------–ია - 107.88 ქულით, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ან--------–---–ი - 119,14 ქულით, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ნ------------–-–---–ი -122,86 ქულით, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი მე---------–---–ი - 125,45 ქულით (ს.ფ.221).
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №00777/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებით განსაზღვრული იქნა, რომ უნდა ა) შემუშავებულიყო რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა; ბ) მომზადებულიყო შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი; გ) რეორგანიზაციის გამო საშტატო რიცხოვნობის შემცირების შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ საფუძვლით გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ს.ფ. 101).
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №01377/21 ბრძანებით დამტკიცდა ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 24.01.2018წ. №00777/21 ბრძანების საფუძველზე ს----–-–-------------------------რში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დანართის შესაბამისად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 20 თებერვლის №01864/21 ბრძანებით, „ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 5 თებერვლის №1377/21 ბრძანების შესაბამისად, გასაუბრების ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის №11280/21 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 დეკემბერს შეფასებული: 2.1. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა საქმისწარმოების ფუნქციის მქონე მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 55%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს; 2.2. მესამე ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების მოხელეები (გარდა გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამდივნოში თანაშემწის და რეფერენტის თანამდებობებზე და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული მოხელეებისა), რომელთა შეფასების შედეგები შეადგენდა 60%-ს (უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალების მეთოდით) და ნაკლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 მარტის №02171/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილების მისაღებად განხორციელებული მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია დანართის შესაბამისად, საქმისმწარმოებელი აუდიტორ-ასისტენტებიდან თანამდებობიდან გათავისუფლებას დაექვმდებარნენ მხოლოდ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მოსამსახურის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი - ირ------------ძე და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი ნ-----------–--ია. (დანართი №1-ის მე-4 და მე-16 პუნქტები, იხ. ს.ფ. 107-109).
აღნიშნული მოცემულობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველ და 110-ე მუხლის პირველ პუნქტებზე მითითებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას და თვლის, რომ აღნიშნული მუხლები არ ქმნიან ირ------------ძის სამსახურიდან დათხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 24 იანვრის №00777/21 ბრძანებით, ს----–-–-------------------------რში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რასაც მოჰყვა ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების წესით განსაზღვრულ პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში იმ ასისტენტ-ადმინისტრატორთა რიცხოვნობის შემცირება 1 ერთეულით, რომლებიც საქმისმწარმოებლის ფუნქციას ასრულებდნენ.
ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის 3133/21 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით დასტურდება, რომ საშტატო რიცხოვნება მოხელეთა შეფასების პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში მითითებულ პოზიციაზე შემცირდა 1 ერთეულით და საბოლოოდ განისაზღვრა - 9 საშტატო ერთეულით. კერძოდ, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურეობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის -1 შტატი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, თავდაცის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის საქმისმწარმოებლის - 1 შტატი (ს.ფ. 124-138).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 13 აგვისტოს №11694/21 ბრძანებით დამტკიცდა დებულება (დანართი №1) და თანამდებობების სამუშაო აღწერილობები (დანართი №2) ს----–-–-------------------------რის სტრუქტურული ერთეულებისთვის, მათ შორის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის. აღნიშნული ბრძანების დანართი №2-ის მე-8 პუნქტით აუდიტორ-ასისტენტის ფუნქცია- მოვალეობებად განისაზღვრა: 1. ჩართულია აუდიტში, როგორც აუდიტის ჯგუფის წევრი; 2. ახორციელებს აუდიტის ჯგუფის უფროსის დავალებებს აუდიტთან დაკავშირებით; 3. მოიძიებს, ამუშავებს და აანალიზებს აუდიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას; 4. ამუშავებს მონაცემთა ბაზებს; ახორციელებს არასწორი, არასრული, არასათანადოდ დაფორმატებული ან დუბლირებული მონაცემების წაშლას/ჩასწორებას/კონტროლს; 5. ატარებს მონაცემების ხარისხობრივსა და რაოდენობრივ ანალიზს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები; 6. იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობას შიდა და გარე დონეზე; 7. მონაწილეობს სავალდებულო ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში; 8. ასრულებს სხვა დამატებით საქმიანობას ჯგუფის უფროსის დავალების შესაბამისად; 9. საქმიანობს ეთიკის კოდექსის შესაბამისად; 10. მონაწილეობს დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრებში.
ამავე დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საქმისმწარმოებლის ფუნქცია-მოვალეობები აუდიტის სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურაში იდენტურია და წარმოადგენს: 1. დეპარტამენტის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; 2. დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების ვადების მონიტორინგი; 3. მასალების მომზადება დასაარქივებლად და არქივში ჩაბარება; 4. დეპარტამენტის თანამშრომელთა ტაბელის მომზადება; 5. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ბაზის შექმნა და განახლება; 6. დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაოქმება; 7. დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება (ს.ფ. 184-199).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ.სუსგ 08.12.2015. საქმე Nბს-449-442(კ-15)).
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ შტატების შემცირება რეორგანიზაციისას არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არელას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და აშ. ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლება, მით უფრო შტატების შემცირების საფუძვლით, რა დროსაც კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს, ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გაიაზროს მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება Nბს-847 (2კ-18).
სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს რომ, დამსაქმებელი, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებულია, გამოიკვლიოს, შეაფასოს და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოსცეს, მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რადგანაც აღნიშნული საშტატო ერთეული იდენტური ფუნქციური დატვირთვით (აუდიტორ-საქმისმწარმოებელი) რამდენიმე არსებობდა ს----–-–-------------------------რში, შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ იმავე ფუნქციების მატარებელ თანამდებობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭათ ირ------------ძესთან შედარებით უპირატესობა სხვა, მასზე უფრო დაბალი შეფასების მქონე კანდიდატებს. კერძოდ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გადმოცემული დასაბუთება იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აპელანტზე უფრო დაბალი შეფასების კანდიდატების აუდიტორ-საქმისმწარმოებლებად დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან რეორგანიზაციის პირობებში არ ყოფილა შექმნილი ერთიანი საგამოცდო კომისია, რომელიც ყველა მოხელისათვის ერთი და იგივე იქნებოდა და ერთგვაროვნად შეაფასებდა რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე ყველა მოხელეს, შესაბამისად, აუდიტის სამსახური არ იყო ვალდებული შეეფასებინა აუდიტის სამსახურში დასაქმებული აუდიტორ-საქმისმწარმოებების მიერ მიღებული ქულები და მათი გათვალისწინებისა და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე უპირატესობა მიენიჭებინა იმ მოხელეებისათვის, რომლებმაც მაღალი კვალიფიკაცია გამოავლინეს და შესაბამისი ქულები მიიღეს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2017 წლის 20 დეკემბრის N11280/21 ბრძანებით დამტკიცებული ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების წესზე, რომლითაც განისაზღვრა ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები. მისი მიზანია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, შეფასების მიზნებისათვის ს----–-–-------------------------რის სტრუქტურული ერთეულები დაიყო სამ ჯგუფად, თვითოეული ჯგუფის შეფასება მოხდა ერთი და იმავე კრიტერიუმებისა და შეფასების სისტემის მიხედვით.
პირველი ჯგუფის შეფასების კრიტერიუმი, რომელშიც გაერთიანებული იქნა აუდიტის სამსახურში დასაქმებული აუდიტორ-საქმისმწარმოებლები, დაყოფილ იქნა 9 ჯგუფად:
1. სპეციალიზაცია;
2. უნარ-ჩვევები;
3. ანალიტიკური და სხვა უნარ-ჩვევები;
4. წერის უნარი;
5. კომუნიკაციის უნარები;
6. ინიციატივა;
7. მენეჯერული უნარები;
8. გამოცდილება;
9. საბონუსე კრიტერიუმები.
თითოეული კრიტერიუმის მიხედვით, მოხელე შეფასებულ იქნა 8-ქულიანი სისტემით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ სახელმწოფო აუდიტის მოხელეთა შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფში გაერთიანებული მოხელეები შეფასებული იქნენ ერთნაირი კრიტერიუმებითა და შეფასების ერთი და იგივე სისტემის საფუძველზე.
ამასთანავე, სააპელაციო პალატა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის საპირისპიროდ აქვე მიუთითებს, რომ უშუალო ხელმძღვანელთა მიერ საქმისმწარმოებელი აუდიტორ-ასისტენტების შეფასება არ გულისხმობს მათ მიმართ შეფასების სხადასხვა წესის გამოყენებას, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში შეფასება ერთიანი სისტემით, წინასწარ შემუშავებული ერთიანი კრიტერიუმების შესაბამისად განხორციელდა, რაც მოხელის საქმიანობისა და მისი პროფესიული კვალიფიკაციის შემოწმებას, ასევე მათი შემდგომი გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული შეფასებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო მოხელეთა პროფესიული დონის განსაზღვრა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან შესაბამისობის დადგენის კუთხით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ირ------------ძის მიერ მიღებული შეფასება შესაბამისად განსაზღვრავდა მისი კვალიფიკაციის დონეს ს----–-–-------------------------რის მოხელეთა შეფასების პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სტრუქტურებში საქმისმწარმოებლის თანამდებობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო იმ მოხელეების შერჩევა, რომლებიც კადრების შემცირების გამო დარჩენილი ადგილებზე სარგებლობდნენ უპირატესი დარჩენის უფლებით მათი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
საბოლოოდ, დასკვნის სახით, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, სახელმწოფო აუდიტის მოხელეთა შეფასების მიზნებისათვის პირველ ჯგუფში გაერთიანებული აუდიტორ-საქმისმწარმოებლები შეფასებული იქნენ რა ერთნაირი კრიტერიუმებითა და შეფასების ერთი და იგივე სისტემის საფუძველზე, ეს მოხელეები განხილულ უნდა იქნან მსგავს სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებად, რაც იძლევა მათი შედარების საშუალებას და ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს შტატების შემცირების პირობებში უზრუნველყოს მათი შანსების თანასწორობა, კერძოდ, უპირატესი დარჩენის უფლების მქონე მოხელეთა გამოსავლენად მოახდინოს მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანება) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ირ------------ძის მიმართ აქტის გამოცემისას, ასევე ვერ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას აპელანტის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ს----–-–-------------------------რმა ვერ დაძლია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სადავო ბრძანების კანონიერების მტკიცების ტვირთი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ბრძანების კანონიერად მიჩნევის ნაწილში არ შეესაბამება მოცემული საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობივ დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 2 აპრილის №03164/25 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და აქტის გამომცემი ადმინისტრაციულ ორგანოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს მოსარჩელის სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ირ------------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ირ------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს----–-–-------------------------რის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 02 აპრილის N03164/25 ბრძანება და დაევალოს ს----–-–-------------------------რს საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი